როგორ არ უნდა „ჩაკლას“ მთავრობამ ზამთრის ტურისტული სეზონი

როგორ არ უნდა „ჩაკლას“ მთავრობამ ზამთრის ტურისტული სეზონი

access_time2021-09-17 14:00:55

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გასული ზამთრის სეზონი მთის კურორტებზე მთლიანად ჩავარდა. გადაიდგა თუ არა ნაბიჯები ზამთრის ტურისტული სეზონის გაუმჯობესების მიზნით და რა გამოწვევების წინაშე იდგა ტურიზმის სექტორი პანდემიის პერიოდში, ამ და სხვა საკითხებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ Caucasus Travel Services - CTS LLC-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ გასული ზამთრის ტურისტული სეზონი უგუნური პოლიტიკით ჩაკლა.

 


„მოლოდინებს გარკვეულ გეგმებზე და პოლიტიკაზე ვაყრდნობთ და ამ მოლოდინებში არანაირად არ გვქონდა იმის განცდა, რომ სახელმწიფო კოვიდის მართვას ვერ შეძლებდა. ზამთარმა დაგვანახა, რომ სახელმწიფომ ზამთარში მთელი ტურიზმი პრაქტიკულად სრულიად უმიზეზოდ მოგუდა. ტურიზმის მართვა გაცილებით უფრო ეფექტურად შეიძლებოდა და ამის მაგალითები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს.

გაზაფხულზე და ზაფხულში დავინახეთ, რომ კოვიდის მართვის მიმართულებით მთელი მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი გავხდით და მთელი ქვეყანა საშინელი ტრაგედიით არის მოცული და ომის პირობებზე მძიმე დანაკარგს განვიცდით, ამას დაემატა 5 ივლისს მომხდარი შემთხვევაც, რაც მთელი მსოფლიოსთვის და იმ ქვეყნებისთვის რომლებიც საქართველოში ტურისტებს აგზავნიან, საშინელი მესიჯი იყო. ხუთმა ივლისმა იმ მომენტში პრაქტიკულად ტურისტების დიდი რაოდენობა გაწირა.

ასევე დამატებითი ზიანი მოგვაყენა სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს წითელ ზონაში შეყვანამაც, მოლოდინი გვქონდა, რომ ტურიზმის რეაბილიტაცია 2019 წელთან შედარებით 25-30% -ით მაინც მოხდებოდა, თუმცა ეს სამწუხაროდ არ მოხდა და ოდნავი ნამატი გვაქვს 2020 წელთან შედარებით“, - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

 

 

რაც შეეხება უკეთესი პროგნოზის იმედს, საბა კიკნაძე ამბობს, რომ თუ ვაქცინაციის კუთხით საქართველომ გარდამტეხი ეტაპი ა გაიარა, ზამთრის კურორტები კვლავ დაიხურება და ზამთრის სეზონს ნორმალურად ვერ შეხვდება.


 

 

„ის ქვეყნები, რომლებიც ტურიზმს აგენერირებენ, გაცილებით რბილ ზომებს იღებენ და მოსახლეობაც პრაქტიკულად ვაქცინირებულია. თუ საქართველომ ვაქცინაციის კუთხით რაღაც გარდამტეხი ეტაპი არ გაიარა, დავიხურებით და ზამთრის სეზონს ნორმალურად ვერ შევხვდებით. პლუს ამას, თუ სახელმწიფო ისევ გააგრძელებს ისტერიულ მენეჯმენტს, საზოგადოების ზედმეტად ჩაბეტონებას, ან ზედმეტად გახსნას, ვერაფერს ვერ ვიზამთ.

პირბადეების ღია სივრცეში სრულიად უსაფუძვლოდ მოხსნა იყო შეცდომა და სუფთად პოლიტიკური მიზნით გაკეთებული, თუ ისევ პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გავხდით, ცხადია, ზამთრის სეზონს ნორმალურად ვერ შევხვდებით, ყველაფერი საზოგადოების შემეცნებაზე, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზეა დამოკიდებული. შარშან ხელისუფლებამ ზამთრის კურორტები ზედმეტად უგუნური პოლიტიკით ჩაკლა, მთელ მსოფლიოში ზამთრის კურორტების 80% მუშაობდა და ამ ქვეყნებს, როგორც სამხრეთ ამერიკის, ასევე ევროპის, ტურისტული სეზონი არ ჩაუგდიათ“, - აღნიშნა საბა კიკნაძემ.


 

იმისათვის რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, კიკნაძე ფიქრობს რომ ტურიზმის ინდუსტრია მზად უნდა იყოს როგორც ვაქცინაციისთვის, ასევე გარკვეულწილად შეზღუდულ ფორმატში მუშაობისთვის და მთავრობაც უნდა ენდობოდეს ხალხს.

 

 

„ყველა უნდა გაერთიანდეს ამ უბედურების წინააღმდეგ და თუ ეს ასე მოხდება, შეგნების დონე აიწევს და ყველას ინტერესი იქნება ტურიზმის ამუშავება ზამთრის სეზონი იქნება ისეთი როგორც უნდა იყოს. მთაში ადამიანებს სხვა შემოსავალი არ აქვს, წელს ტურიზმს ზარალი პოლიტიკამ მიაყენა, შარშან ეს შეიძლება არასწორი მართვის შედეგი იყო, მაგრამ წელს არასწორი მართვის და პლუს პოლიტიკის შედეგია“, - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up