რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა?

რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ბიზნესებმა?

access_time2021-11-23 10:15:14

ამის ზუსტი რეცეპტი ცხადია, არ არსებობს. 21-ე საუკუნეში უამრავი მაგალითი გვაქვს იმის დასამტკიცებლად, რომ გარკვეული წესებისა თუ სტერეოტიპების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღება 100%-ით წარმატებას არ მოიტანს. ხშირად ანტრეპრენერები მიზანს თავდაჯარებულობის, სიმტკიცისა და იდეისადმი რწმენის დახმარებით აღწევენ.


მიუხედავად ამისა, შეგვიძლია გავეცნოთ მსოფლიოში დაგროვილ უდიდეს გამოცდილებას, რომელიც გარკვეული მაგალითების ანალიზის შედეგია. ქვემოთ მოცემული რჩევებიც სწორედ ზოგად სურათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა BizhackAcademy-მ, რომელიც აშშ-ში არსებული საკონსულტაციო კომპანიაა და მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებაში ეხმარება. მას ისეთ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს, როგორიცაა Amazon, Chevron, Humana, ExxonMobil და ა.შ.


პირველი რაც დამწყებმა ბიზნესებმა უნდა გაითვალისწინონ, ეს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მარტივი ადაპტაციაა. პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარული და საჭირო გახდა Zoom და მიტანის სერვისი. უამრავი ბიზნესისთვის ონლაინ შეხვედრები ან მიტანის სერვისის დანერგვა დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და ამან პრობლემებიც გამოიწვია. არავინ იცის მომავალში რა ტიპის კრიზისის გადალახვა მოგვიწევს, სწორედ ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი ზომის ორგანიზაცია თავიდანვე მოერგოს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტრენდებს. Bizhack-ის ანალიტიკოსები გვეუბნებიან, რომ მცირე ბიზნესებისთვის გაციფრულება და დიჯიტალიზაცია ასეთი რელევანტური არასდროს ყოფილა.


"კრიზისის დროს არათუ ტექ.კომპანიებს, რესტორნებსაც კი დასჭირდათ Data-ს მნიშვნელობის გააზრება. ადამიანები მთლიანად სმარტფონებს მიეჯაჭვნენ და მთელმა ბიზნეს პროცესებმა იქ გადაინაცვლა. აუცილებელი გახდა ინფორმაციის გაანალიზება, რათა ხარჯების სწორი განაწილება მომხდარიყო" - ამბობს ერთ-ერთი ექსპერტი გუსტავო გრანდე. ამჟამად აშშ-ში მცირე ბიზნესი აქტიურად ატრენინგებს საკუთარ პერსონალს ისეთი ტექნოლოგიების ათვისებაში, რომელიც პანდემიამდე ნაკლებ პრიორიტეტულად ითვლებოდა. ახალი ხელსაწყოები ბიზნესს კრიზისის მსუბუქად გადალახვაში და მასშტაბის გაზრდაში დაეხმარება.


მეორე
რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც Bizhack-ის წარმომადგენლები მცირე ბიზნეს ურჩევს, ირგვლივ ძლიერი კომუნის შექმნაა.
"ერთმანეთთან ხშირმა კომუნიკაციამ მცირე ბიზნესებს კრიზისის გადასალახად სერიოზული ბიძგი მისცა. ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია ავთენტური და სწორი ურთიერთობების დამყარება სხვადასხვა ბიზნესთან“ - ნათქვამია სტატიაში.



მესამე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ფართო სურათის დანახვისთვის აუცილებელია, ესაა სწორი სტრატეგია, რომელიც კრიზისულ პერიოდში ერთგვარ კომპასის ფუნქციას შეასრულებს.21-ე საუკუნეში პანდემიის გარეშეც უამრავი რამ იცვლება, ამიტომ აუცილებელია ორგანიზაციამ დასაწყისშივე ჩამოაყალიბოს საკუთარი მიზნები და სტრატეგია, რომლის ერთგულიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება.


ბრაიან ვან ჰუკი, რომელიც ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელია ამბობს, რომ კრიზისის პერიოდში მცირე ბიზნესებს სამი მიმართულებით დასჭირდათ განსაკუთრებული დახმარება, ესენია: ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი და წვდომა ფინანსებთან.


მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ სამი მიმართულების გაფიცრულება და ავტომაციზაცია.


მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში ბაზარზე უამრავი აქსელერატორი თუ ენჯელ ინვესტორია, მცირე ბიზნესებმა მათთან მყისიერი კონტაქტის დამყარება ვერ შეძლეს და შედეგად ფინანსური სახსრების მოძიების პრობლემა გაუჩნდათ. Bizhack-ის მიხედვით, არაერთ მცირე ბიზნესსარ ეყო საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, რათა თუნდაც სამთავრობო დახმარების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაცია შეევსოთ.
რომ შევაჯამოთ, დამწყები მცირე ბიზნესებისთვის მთავარი მაინც განვითარებაზე და ტექნოლოგიების ათვისებაზე ორიენტირებაა. აუცილებელია არ დაელოდო კრიზისს და მხოლოდ ამის შემდეგ არ გადაწყვიტო მოქმედება.


„პირველი, რაც ბიზნესმა უნდა გააკეთოს, ესაა ყველაზე ცუდი სცენარის გათვალისწინება. მას შემდეგ რაც იცი ე.წ Worst-casescenario, მაშინვე წყვეტ ფიქრს და ნერვიულობას ყველაფერზე, ხდები კონცენტრირებული და მაქსიმალურად ცდილობ მიზნების მიღწევას.“ ამბობს მაიკლ სელინჯერი, რომელიც Miami Bayside Foundation-ის ხელმძღვანელია.


თუკი უკვე გაქვს იდეა და გინდა საკუთარი ბიზნესი დაიწყო, საქართველოს ბანკის ახალი შეთავაზება დაგაინტერესებს. მეტი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე: https://bit.ly/3F5kZt7


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up