რა უნდა გაითვალისწინო თბილისში ბინის ყიდვის დროს

რა უნდა გაითვალისწინო თბილისში ბინის ყიდვის დროს

access_time2021-05-28 16:41:17

თბილისი, გამორჩეული სტუმართმოყვარეობით, ამოუხსნელი შარმითა და ფუნქციური მრავალფეროვნებით, მუდმივად იზიდავს ადამიანებს და ამ ქალაქში დასახლების სურვილს უჩენს. 


მსურველთა რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდება თბილისის უძრავი ქონების ბაზარი, შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი სახლები, დეველოპერები კი სულ უფრო დახვეწილ სამშენებლო კომპლექსებს სთავაზობენ ქონების მაძიებლებს. 


„დაიჭირეთ“ აქცია


იმისათვის, რომ უძრავი ქონება ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ, უნდა ჩაუსაფრდეთ აქციებს. ტელევიზიის გადახვევის რეჟიმის წყალობით სატელევიზიო რეკლამებს, ფაქტობრივად უარს ვუცხადებთ, არადა, სწორედ ამ დროს შეიძლება გამოგვეპაროს რაიმე მნიშვნელოვანი. თუმცა, XXI საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.  მუდმივად ადევნეთ თვალი სამშენებლო კომპანიებს საიტებს, ფეისბუქ თუ ინსტაგრამ გვერდებს, რადგან როგორც წესი, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ. 


გარდა, საახალწლო და სააღდგომო აქციებისა, დეველოპერები მომხმარებელს ხშირად ხანმოკლე, რამდენიმე დღიან აქციებს სთავაზობენ და თუ ასეთი აქციის „დაჭერას“ მოახერხებთ, თავადვე დარწმუნდებით, რომ ძალიან გაგიმართლათ. 


ავტოფარეხი



უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირი,  პირველ რიგში ბინას, გეგმარებას, სართულს და მსგავს დეტალებს აქცევს ყურადღებას, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტოფარეხის საკითხი. მანქანის გაჩერება თბილისში ძალიან აქტუალური პრობლემაა. მით უმეტეს, თუ ოჯახის რამდენიმე წევრს ჰყავს მანქანა, მათი დაპარკინგება დიდი თავსატეხი ხდება. ეს განსაკუთრებით ძველი თბილისის ვიწრო ქუჩებსა და ცენტრალურ უბნებს ეხება. ამიტომ ბინის შეძენამდე აუცილებლად დაინტერესდით ავტოფარეხით, ან საპარკინგე სივრცით, რათა წინასწარვე იცოდეთ, როგორ უნდა მოაგვაროთ ეს ერთობ მნიშვნელოვანი საკითხი. 


სკოლისა და ბაღის სიახლოვე


 დილით ადრე გაღვიძება ყველა ასაკში დიდი პრობლემაა. როგორც წესი დილას ყველას სადღაც ეჩქარება, ზოგს - სამსახურში, ზოგს - ბაღსა თუ სკოლაში და გზებზე წარმოუდგენელი საცობები იქმნება. მასწავლებელთან, დაგვიანების გამო ყოველ დილით ბოდიშის მოხდით დარეკვა რომ არ მოგიხდეთ, ბინის ყიდვამდე აუცილებლად მოიკითხეთ, რამდენად ახლოს მდებარეობს სკოლა/ბაღი თქვენს სახლთან. 


მათი სიახლოვე ყველა ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია.  თავდაპირველად კმაყოფილი იქნებით იმით, რომ დროულად მოახერხებთ ბავშვების მიყვანას, შემდეგ, პატარები რომ წამოიზრდებიან, არ გექნებათ იმის დარდი, როგორ დაბრუნდებიან გაკვეთილების შემდეგ სახლში, მალევე შეაჩვევთ მათ დამოუკიდებლობას, რაც მომავლის პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია. 


სასურსათო მაღაზიების სიახლოვე


რატომ არის მაღაზიის სიახლოვე კარგი? ბავშვებს 7-8 წლის ასაკშიც მარტივად გაუშვებთ სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში;  სამსახურიდან მოსული, სახლში ასვლამდე  შეიძენთ საჭირო პროდუქტებს, არ მოგიწევთ მაცივრის შესავსებად სადმე შორს წასვლა და გრძელ რიგებში დგომა, რაც ყოველდღიურობაში ძალიან დიდი შვებაა. 


მართალია, ყიდვამდე უძრავ ქონებას საკმაოდ ბევრ მოთხოვნას ვუყენებთ, მაგრამ ზოგჯერ ადამიანები სახლს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ყიდულობენ, ამიტომ ყველა დეტალი გათვალისწინებული უნდა გვქონდეს. მოძებნე ბინები თბილისში Area.ge-ის დახმარებით და აუცილებლად იპოვი, შენს სურვილებზე მორგებულ სახლს. Area.ge - უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაა რომელიც მომხმარებლის კუთხიდან უყურებს და აფასებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს, ხოლო ბინის ყიდვა - გაყიდვის სრულ ციკლში გვერდით უდგას მაძიებელს. 


Area.ge - საუკეთესო მეგზური უძრავი ქონების ბაზარზე!


(R)







თეგები:
Area.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up