რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

access_time2022-05-14 09:00:30

ინფლაციამ პრობლემების წინაშე დააყენა მომხმარებელიც და ბიზნესიც.  ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები და სავაჭრო ემბარგო მალე შეიცვალოს. შესაბამისად, მომავალში ფასები ზრდას გააგრძელებს.  ბიზნესს ინფლაციის სტაბილური დონე სჭირდება, ამიტომ შექმნილი რისკებისა და გაურკვევლობის პირობებში ეკონომისტები კომპანიებს მობილიზებასა და მოქნილობას ურჩევენ.


რატომ არის ინფლაცია ასე მაღალი

პანდემიის შესუსტების შემდეგ გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს ბაზარზე პროდუქტის შეფერხებული მიწოდება. ბევრი გემი ისევ პორტშია გაჩერებული და საქონლის გადმოტვირთვას ელოდება. გადაზიდვებისა და ტვირთის დაზღვევის ტარიფები გაზრდილია. პანდემიის დროს დახურულმა ბევრმა ქარხანამ მუშაობა ჯერ ვერ განაახლა.

პანდემიით გამოწვეული ფასების ზრდას დაემატა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციები. რუსეთი ჯერ ისევ არის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი ევროპული ქარხნებისთვის. უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და სასუქების უდიდესი ექსპორტიორები არიან. ამ ქვეყნებიდან მიწოდების შეფერხება ან თუნდაც მისი შემცირება, აძვირებს პროდუქტებს.


პროტექციონიზმის რისკები

ეკონომისტები შიშობენ, რომ შექმნილი სიტუაციის გამო შეიძლება, ქვეყნები პროტექციონისტულ პოლიტიკას დაუბრუნდნენ და შეეცადონ, თავად აწარმოონ საჭირო პროდუქტი. მაგალითად, შექმნან საკუთარი ფოლადის ქარხნები, თავად აწარმოონ მანქანები, ჰქონდეთ საკუთარი ნავთობის საბადოები და გადამამუშავებელი ქარხნები. ეს ბუნებრივია, გააძვირებს საქონელსა და მომსახურებას.

მაგალითად, კალიფორნიის სილიკონის ველი გახდა ლიდერი ციფრული ბიზნესში, ტაივანი გადაიქცა ნახევარგამტარების გლობალურ მიმწოდებლად, ბრაზილია – ძროხის ხორცის უმსხვილეს ექსპორტიორად, ჩინეთი ფოლადის, კანადა ალუმინის, გერმანია ავტომობილების მიმწოდებლად, რამაც შეამცირა საქონლისა და მომსახურების ფასები. ასეთ სპეციალიზაციას შესაძლოა, ამ ვითარებაში საფრთხე შეექმნას. 


რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციის დროს


ეკონომისტების შეფასებით, ფასები სწრაფად არ დაიკლებს, მაშინაც კი, როცა ცენტრალურმა ბანკებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც, გაამკაცრეს მონეტარული პოლიტიკა. სებ-მა მარტში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-მდე გაზარდა იმ მიზნით, რომ შეანელოს მოთხოვნა და ამით შეაჩეროს ინფლაცია.

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ხანგრძლივი ინფლაციის წინააღმდეგ? საერთაშორისო ექსპერტები ბიზნესს ურჩევენ:

პირველ რიგში, კომპანიებმა უკეთ უნდა შეისწავლონ წარმოების ღირებულებითი ჯაჭვი. ასევე, კარგად გააანალიზონ მიმწოდებლების პრობლემები, შეაფასონ შეფერხების რისკები, მოიძიონ მიწოდების ალტერნატიული წყაროები და შექმნან საკმარისი მარაგები.

საქონელსა და ენერგორესურსებზე ფასების არასტაბილურობის პირობებში ბიზნესმა კონტრაქტებში მითითებული ფასების მოქნილობაზე უნდა იზრუნოს.

გადახედოს საკუთარი კაპიტალის სტრუქტურას: ბიზნესმა უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია საბანკო სესხების, მიმწოდებლის კრედიტის შესახებ. თუ საჭირო იქნება, უნდა განაახლოს სესხები, მიიღოს ახალი საკრედიტო ხაზები. კომპანიის ფინანსური გეგმები, რომლებიც კარგად მუშაობდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შეიძლება ძალიან სარისკო იყოს მომავალში.

ბიზნესი უნდა დააკვირდეს გლობალურ მოვლენებს, ქვეყნების მიერ ალიანსების შექმნასა და საერთაშორისო მომწოდებლების პოლიტიკის შეცვლას. დიდია ალბათობა, რომ ქვეყნებმა იმოქმედონ არა თავიანთი გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკური თუ საერთაშორისო ზეწოლის გავლენით, რაც გამოიწვევს ბიზნესის პოლიტიკის სწრაფ ცვლილებებს.

ყურადღება მიაქციოს ეროვნული ბანკის განცხადებებს, მაგ., საპროცენტო განაკვეთის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც იწვევს სესხებზე პროცენტის ცვლილებას.

ყურადღება მიაქციოს შრომის ბაზარს. ასეთ რთულ დროს კვალიფიციური თანამშრომლის დაკარგვა ნიშნავს დაკარგულ პროდუქტიულობას. მისი შემცვლელის მოძებნა დამატებით ძალისხმევას ითხოვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია. ბიზნესი უნდა იყოს უფრო მოქნილი, მაგალითად, თანამშრომლებს მისცეს სახლიდან მუშაობის უფლება, რამაც შესაძლოა, გაზარდოს მათი პროდუქტიულობა.

დანახარჯების ზრდის დროს კომპანიები ხშირად ხელფასებისა და თანამშრომელთა შემცირების გადაწყვეტილებას იღებენ. ეკონომისტები კატეგორიულად ურჩევენ მათ, თავი შეიკავონ ასეთი უხეში ქმედებებისგან. ამის ნაცვლად ნაკლებად მტკივნეული რეფორმები გამოიყენონ.


რა მდგომარეობაა საქართველოში

საქართველოზე, როგორც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაზე, ფასების გლობალური ზრდა განსაკუთრებით გავლენას ახდენს. აპრილის თვეში ინფლაციის ოფიციალურმა მაჩვენებელმა საქართველოში 12,8% შეადგინა.

ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც დიდწილად უცხოეთიდან მარაგდება, მომწოდებლებმა ნედლეული გაუძვირეს. შედარებით დიდმა კომპანიებმა რუსეთიდან მომწოდებლების ჩანაცვლება და ალტერნატიული ბაზრების მოძიება დაიწყეს. მაგრამ საშუალო და მცირე ბიზნესი ამას ვერ ახერხებს და იძულებულია, ძვირი ფასი გადაიხადოს.

განსაკუთრებით გაიზარდა პურის ფასი, გაძვირებული რუსული ფქვილის და სხვა იმპორტირებული ნედლეულის, ზეთის, მარილისა და საფუვრის გამო. პურის საცხობები საფუარს თურქეთიდან, ხოლო მარილს უკრაინიდან ყიდულობენ.  პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ იძულებულია, ნედლეული ისევ ძველი მომწოდებლებისგან გაზრდილ ფასში იყიდოს, რადგან „ახალი მომწოდებელი არ არის“. მისი თქმით, გადამზიდავ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთში გააქვთ საექსპორტო პროდუქტი, დოლარს ვეღარ უხდიან, შესაბამისად, ვაჭრობა ბარტერული გახდა და უკან გზაზე რუსეთიდანაც პროდუქტი შემოაქვთ. 



წყარო: businessfeed.ge




ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი

ბრიუსელში ვიზიტისას ძალიან ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ? - პრემიერი
access_time2022-05-21 19:29:07
მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა მუშაობდა ინტენსიურად იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები, გაოცებული, მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ,...

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...


მსგავსი სიახლეები

up