მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ფარგლებშისტომატოლოგიურ ასოციაციებთან და სტომატოლოგიურ პროფკავშირებთან შეთანხმებით და მათი უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტიაციის გათვალისწინებით შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენასთან დაკავშირებით - ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომელსაც სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ.
„სტომატოლოგიურმა კლინკება უნდა შეავსონ განაცხადი და გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე. 11 მაისიდან სააგენტო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგებლებთან ერთად შემოსული განაცხადების საფუძველზე დაიწყებს სტომატოლოგიური კლინკებების მონიტორინგს. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კლინკებს მიეცემათ საშუალება მოსახლეობას გეგმიური მომსახურება გაუწიონ“- განაცხადა ზაალ კაპანაძემ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან აღდგება.