რა უნა ვიცოდეთ ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ?

რა უნა ვიცოდეთ ელექტრონული სიგარეტებისა და თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ?

access_time2020-07-16 13:15:21

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასების მიხედვით, გლობალურად მწეველთა რაოდენობა 1.1 მილიარდს შეადგენს და ეს მაჩვენებელი უახლოესი წლების განმავლობაში დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნდება.

 

“სიგარეტისგან თავისუფალი მომავლის” შექმნისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებული რეგულაციების გამკაცრებასა და ახალი აკრძალვების შემოღებას ემხრობა.

 

თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა კი სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, ახალი კატეგორიის პროდუქტები შექმნეს, რომლებიც ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით ნაკლები კონცენტრაციის მავნე ნივთიერებებს შეიცავენ, რაც არაერთი მეცნიერული დასკვნით არის გამყარებული. იმის გამო, რომ ამ პროდუქტების მოხმარება ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო, მისი შეფასების დროს ძირითადად აფასებენ თუ რამდენად ნაკლებია მათთან ასოცირებული ზიანი ჩვეულებრივ სიგარეტებთან შედარებით.

 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს (Public Health England)  კვლევაც, რომელიც მიუთითებს, რომ ელექტროსიგარეტი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით 95%-ით ნაკლებ მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ელექტროსიგარეტი ჩვეუებრივი სიგარეტის ერთადერთი ალტერნატიული პროდუქტი არაა და მასთან ერთად არსებობს გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებიც, რომლებიც წვის ნაცვლად, თამბაქოს გახურების ტექნოლოგიას იყენებენ.

 

თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები და მათი რისკები

 

2019 წელს აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ქვეყანაში გახშირებული ფილტვების დაავადებების შემთხვევებს ელექტრონული სიგარეტის პოპულარიზაციას უკავშირებდა. მეცნიერების აზრით, ელექტრონული სიგარეტები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია, თუმცა, მათ მაინც შეუძლიათ სასუნთქ გზებზე ნეგატიური გავლენის მოხდენა. კერძოდ კი ელექტრონული სიგარეტების მიერ გამოყოფილი აეროზოლი აკროლეინსა და აცეტონს შეიცავენ, მათი შესუნთქვა კი ცხვირისა და ყელის გაღიზიანებას იწვევს, ვკითხულობთ ერთ-ერთ კვლევაში. მეცნიერები ასევე ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ელექტრონული სიგარეტის აპარატის გამაცხელებელი ელემენტიდან მეტალის ნაწილაკები შესაძლოა მოხვდნენ გამოყოფილ აეროზოლში, რაც დამატებით რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, მწეველმა სრულიად დაანებოს თავი მოწევას.

ლონდონის King's College-ის მკვლევარის ლეონი ბროსი ვარაუდობს, რომ ელექტრონული სიგარეტების გამოყენების შედეგად მწეველ მოსახლეობას უჩნდება სურვილი, თავი დაანებოს ტრადიციული თამბაქოს მოხმარებას და ჩაანაცვლოს ის შედარებით უსაფრთხო ალტერნატივით. ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც სიგარეტის მოწევის პარალელურად ელექტრონულ სიგარეტებს მოიხმარენ, უფრო მეტად მიდრეკილნი არიან გადავიდნენ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის მოხმარებაზე.

თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს ტენდენცია, რომ ელექტროსიგარეტებმა ახალგაზრდებში შეიძლება მოიპოვონ პოპულარობა. ამ საკითხის უფრო დეტალურად გამოკვლევისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) ეროვნული მასშტაბით ჩაატარა გამოკვლევა, რომელშიც აშშ-ის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს დაუსვეს კითხვა ბოლო 30 დღის განმავლობაში თუ ჰქონდათ გასინჯული ელექტროსიგარეტი, რომელზეც 27.5%-მა გასცა დადებითი პასუხი. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევით კი დადგინდა, რომ 11-18 წლამდე მოსახლეობის 15.4%-ს ჰქონდა გასინჯული თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები. ჟურნალ ASH-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად 270 000 ახალგაზრდა მოიხმარს სიგარეტს, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი სკოლის მოსწავლეების 5.8%-ს უტოლდება, ზოგადად თამბაქოს ნებისმიერ სახის პროდუქტთა მომხმარებლების მაჩვენებელი კი 31.2%-ია.


სწორედ ამიტომ, ელექტროსიგარეტებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ ახალგაზრდებში ამ პროდუქტების მოხმარების პრევენცია მოხდეს.

 

თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები ტრადიციულ სიგარეტებთან შედარებით ნაკლებ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავენ. ტრადიციული სიგარეტი მოხმარების დროს 7 000 ქიმიურ ნივთიერებას  გამოყოფს კვამლთან ერთად მაშინ, როდესაც თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტის აეროზოლში მნიშვნელოვნად ნაკლები ქიმიკატების რაოდენობაა. მაგალითად, ფილიპ მორისის IQOS-ის მოხმარების დროს წარმოქმნილი აეროზოლის 90% წყლისა და გლიცერინისგან შედგება.  

კანადური თამბაქოს  მწარმოებელი კომპანიის Rothmans Benson & Hedges-ის დირექტორის, ჯეფ გაულინის განცხადებით, „IQOS-ის შექმნა დიდ ცვლილებაზე მეტყველებს. მოწყობილობა თამბაქოს გამოცდილების სრულ ტრანსფორმაციას წარმოადგენს.“

სწორედ ამიტომ, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის მთავარ პირობას წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა თამბაქოს ალტერნატივების, როგორც მწეველი მოსახლეობისთვის ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტების გავრცელების ხელშეწყობა დაიწყეს.

„შვედეთის, ნორვეგიის, ისლანდიისა და იაპონიის მაგალითები აჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში მწეველი ადამიანები ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად მის ალტერნატივას ირჩევენ“, - ამბობს დევიდ სვეანორი, ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი.

2018 წელს Public Health England-მა ანგარიში მოამზადა ელექტრონული სიგარეტის უპირატესობის შესახებ ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით. ასევე, აშშ-ში კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციების მიუხედავად, 2019 წლის დეკემბერში ადმინისტრაციამ თანხმობა გასცა ბაზარზე IQOS-ის შეტანის თაობაზე. თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებზე მოთხოვნა იზრდება იაპონიაშიც. 2020 წლის 7 ივლისს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ ნებადართულია ქვეყანაში IQOS-ის მარკეტინგი განახორციელოს. ეს გულისხმობს PMI-ის მიერ წარმოებულ მოწყობილობაზე, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტზე (MRTP) ნებართვის გაცემას.

FDA მიუთითებს, რომ IQOS-ი ტრადიციული სიგარეტისგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პროდუქტს წარმოადგენს, რომელიც მწეველებისთვის ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარების გაგრძელებასთან შედარებით უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს.

FDA-ს განცხადების თანახმად:

"IQOS-ის მოწყობილობა მინიმუმამდე ამცირებს მოწევის დროს გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების რაოდენობას, რადგან მოწყობილობა თამბაქოს წვის ნაცვლად იყენებს მისი გახურების ტექნოლოგიას."

იაპონია ქვეყანაში IQOS-ის მომხმარებელთა რაოდენობით ლიდერობს. პროდუქტი ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა და ჯანმოს მონაცემების თანახმად, 2019 წლისთვის ქვეყანაში მოწყობილობის მომხმარებელთა ოდენობა 3 მილიონს გაუტოლდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ალტერნატივების გამოჩენის შედეგად მწეველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება.

 

ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტს?

 

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 2016-2019 წლებში იაპონიაში ტრადიციულ სიგარეტზე მოთხოვნა 5-ჯერ შემცირდა, ამის მიზეზს კი მომხმარებლის მხრიდან მოწევის ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლა წარმოადგენს.

2019 წელს ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იაპონიაში ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა კლებას გააგრძელებს, რადგან მოსახლეობა ჩვეულებრივ სიგარეტს თამბაქოს ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტით ჩაანაცვლებს.

სიგარეტზე მოთხოვნის შემცირების მსგავსი ტენდენცია შეინიშნება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებშიც, სადაც მოწევის ალტერნატიულ მოწყობილობებზე მოთხოვნა გამუდმებით იზრდება. დიდი ბრიტანეთის ონკოლოგიური დაავადებების კვლევის ცენტრის პროფესორი, ლინდა ბაულდი მიიჩნევს, რომ ელექტრონული სიგარეტები მწეველ მოსახლეობას ეხმარება, თავი დაანებოს თამბაქოს მოხმარებას.

2019 წლის მონაცემების თანახმად, შვედეთში ალტერნატიულ მოწყობილობების - სნუსის მოხმარებელთა რიცხვი 1 მილიონს უტოლდება და ქვეყანაში მოწევისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მწეველ მამაკაცებში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. მეცნიერები ამ ფენომენს „შვედური გამოცდილების“ სახელით მოიხსენებენ. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი მწეველების მიერ ალტერნატიული მოწყობილობის - სნუსის მოხმარებას ასახელებენ.

პასუხი კითხვაზე: ჩაანაცვლებს თუ არა თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტს? პასუხი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, საერთაშორისო მონიტორინგის კომპანიის, Marketwatch-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2024 წლისთვის ელექტრონული სიგარეტების ბაზრის წილი 2019 წელთან შედარებით 22.1%-ით გაიზრდება და მისი ღირებულება $15.6 მილიარდ  ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნაკლები რისკის შემცველი პროდუქტების იმპლემენტაცია შესაძლებლობას მისცემს ჯანდაცვის სისტემებს, თამბაქოს ზიანის შემცირების პროგრესს შეუწყონ ხელი.


R

თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up