„რა უფლება გვაქვს თანამშრომლების კუთვილი თანხა ჩვენ გავაჩეროთ? “-ბიზნესი საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებულ თანხებზე

„რა უფლება გვაქვს თანამშრომლების კუთვილი თანხა ჩვენ გავაჩეროთ? “-ბიზნესი საპენსიო სააგენტოდან დაბრუნებულ თანხებზე

access_time2019-07-05 10:00:34


საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საპენსიო ფონდში დარეგისტრირებულია 828 000-ზე მეტი მოქალაქე და აკუმულირებულია 265 მილიონამდე ლარი. თუმცა, უკვე ჩაირთო მეორე ეტაპი - 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს შეუძლიათ საპენსიო სისტემას გამოეთიშინ და დაგროვილი თანხაც უკან დაიბრუნონ. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, გასვლაზე განცხადება  13-მა პროცენტმა უკვე დაწერა.


„კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისის მერიაში საპენსიო ანარიცხების დაბრუნება გრაფიკის მიხედვით ხდება, რაც თანამშრომლებში ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევს. მანამდე, სანამ თბილისის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ და ოფიციალურ კომენტარს გააკეთებენ, „კომერსანტი“  დაინტერესდა, როგორც ხდება ბიზნეს სექტორში საპენსიო სისტემდან გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნება, რა სქემით და არის თუ არა კონკრეტული კომპანიისთვის საპენსიო ანარიცხების უკან დაბრუნება წნეხი?


ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი „კომერსანტთან“  აცხადებს, რომ საპენსიო დანარიცხების უკან დაბრუნება გრაფიკის გარეშე, ერთბაშად ხდება. მისი განმარტებით, კომპანიას არანაირი პრობლემა არ აქვს, რადგან „დიოს“ საპენსიო სააგენტოსგან  უკან გადმორიცხულ თანხებს სხვა მიზნით არ იყენებს.


„რაც კომპანიის წილია ჩვენ ვიტოვებთ, რაც თანამშრომლებისაა, მათ უახლოეს ხელფასთან ერთად ვუბრუნებთ,“-აცხადებს დაუშვილი.


კითხვაზე, 40 წელს გადაცილებულმა „დიოს“ რამდენმა თანამშრომელმა დატოვა საპენსიო სისტემა, დაუშვილი განმარტავს, რომ მათი წილი დაახლოებით 90%-ს შეადგენს.


მიზეზი, რის გამოც „დიოს“ თანამშრომლებმა საპენსიო სისტემა დატოვეს, ლარის კურსის მიმართ უნდობლობა იყო. დაუშვილის განმარტებით, საერთოდ რთული განსასაზღვრია დღეს არსებული ფულის ღირებულება  მომავალში რა იქნება.




„როგორც ჩანს, ადამიანებმა ამჯობინეს დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელ ქათამს. მარტივი არჩევანის წინაშე დავდექით. მთავრობამ რომ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელოს, ძალიან დიდი ნდობა უნდა ჰქონდეს და ავტორიტეტი. შესაბამისად, ბოლო პერიოდში არსებული სიტუაცია, არასტაბილურობა თუნდაც ლარის  კურსის მიმართ, ადამიანებს უქმნის შეგრძნებას, რომ ფული თავად მათთან იყოს და მათვე დააგროვონ, ან უბრალოდ დღევანდელი საჭიროებებისთვის გამოიყენონ. ეს რომ იყოს დოლარი ან ევრო, კიდევ შეიძლება გარკვეული გეგმები შეადგინოს დასაქმებულმა. ლარზე ვერაფერს ვერ განსაზღვრავ. ლარი რომ იგივე ტემპით გაუფასურდეს, როგორც აქამდე უფასურდებოდა და 20 წლის შემდეგ ლარის კურსი დოლართან იყოს ერთი ათთან, ჩვენი დაგროვილი თანხა მნიშვნელოვნად გაუფასურებული იქნება. სხვანაირად ფიქრისა და ანალიზის საშუალებას არ იძლევა ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა,“-აღნიშნავს დაუშვილი.



მისივე განცხადებით, ვიდრე არ მოწესრიგდება ლარის კურსის საკითხი და არ მიებმება რომელიმე მყარ ვალუტას, შეგრძნება სტაბილურობის არ იქნება და არავინ თავის ფულს ლარში არ დააგროვებს. როგორც დაუშვილი აცხადებს, დღეს ლარს დაგროვებითი ფუნქცია დაკარგულო აქვს. 

კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  40 წელს გადაცილებულმა  ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა  „ვისოლში“  საპენშიო  სისტემა დატოვეს, თუმცა, მათთვის ფულის დაბრუნება (კუთვნილი2%-ის) მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში ხდება.


„ჩვენ ერთი წამი არ ვაჩერებთ მათ ფულს. რა უფლება გვაქვს თანამშრომლების კუთვილი თანხა ჩვენ გავაჩეროთ? არც არანაირი ტვირთი არ არის ეს კომპანიისთვის,“— აცხადებს სოსო ფხაკაძე.

 

კომპანია „ნატახტარის“კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ  40 წელს გადაცილებული თანამშრომლების გარკვეულმა რაოდენობამ საპენსიო სისტემა დატოვა, თუმცა, მათი წილი თანხის დაბრუნება იმ წუთში ხდება, რა წუთშიც საპენსიო სააგენტო კომპანიას გადმოურიცხავს.

 

მისი განმარტებით, კომპანიისთვის ამ თანხის სწრფად დაბრუნება არანაირად ტვირთს არ წარმოადგენს.

 

 საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელი „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელის, ანზორ ქოქოლაძის ინფორმაციით, საპენსიო სისტემა მისი კომპანიის არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია. თუმცა, ზოგადად, ის თანხა რომლის დაბრუნებაც  კომპანიებს უწევთ, ბიზნესისთვის ტვირთს ნამდვილად არ წარმოადგენს.



2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია — მათ უკვე აქვთ არჩევანის უფლება - დარჩენენ ან გავიდენენ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება უწევს - 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო რიცხავენ.

 

სოფო ქსოვრელი  






ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up