რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა

რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა

access_time2019-09-16 19:45:29

მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული.


საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში შეავსო. ამ დეკლარაციაში მან 2018 წლის მონაცემები შეიტანა. პრემიერს შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 220 ევრო გადაუხდია, იგივე თანხა აქვს მას მითითებული წინა წლების მონაცემებშიც. ამავე დეკლარაციაში მითითებული თარიღების მიხედვით პრემიერის შვილი სკოლის მოსწავლეა.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ კი, გასულ წელს სკოლის ასაკის სამი შვილის სწავლისთვის 7000 ევრო გადაიხადა. ამის შესახებ მან ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა. რომელ სკოლაში სწავლობენ მინისტრის მოადგილის შვილები, კახაბერ საბანაძის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.


2000 გირვანქა-სტერლინგი შეიტანა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გასულ წელს შვილის, ნატა ხატიაშვილის ანგარიშზე. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს ასახავს. წინა წლის დეკლარაციის მიხედვით კი [2017 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდი] ცქიტიშვილმა შვილის ანგარიშზე თანხა სამჯერ შეიტანა. ამ შენატანმა ჯამში 59 000 დოლარი და 7407 გირვანქა-სტერლინგი შეადგინა. გარდა ამისა, მან დანახარჯებში ცალკე მიუთითა 8 316 ლარი, როგორც ნატა ხატიაშვილის სწავლის ღირებულების თანხა.


მაია ცქიტიშვილის შვილი სავარაუდოდ სტუდენტია.


3 524 ევრო მიუთითა ორი შვილის სწავლის წლიურ საფასურად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2019 წლის 31 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში. მან დეკლარაციაში ჩაწერა ისიც, რომ შვილებს გერმანულ სკოლაში ასწავლის.



განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გასულ წელს შვილის სწავლის საფასურის სახით 6 775 ლარი გადაიხადა. ეს დეკლარაცია მინისტრმა 2019 წლის 13 აგვისტოს შეავსო და ის 2018 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამავე დეკლარაციაში წერია, რომ შვილის სწავლის საფასურის სახით 2200 აშშ დოლარი გადაიხა მისმა მეუღლემ ნინო დოლიძემაც. დეკლარაციის მონაცემების მიხედვით, მინისტრის შვილი სასკოლო ასაკის, 16 წლისაა.


გასულ წელს სასკოლო ასაკის ორი შვილის სწავლის საფასურის სახით 8000 ევრო გადაიხადა განათლების მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ. მას იგივე თანხა აქვს გადახდილი 2017 წელსაც. განათლების მინისტრის კიდევ ერთმა მოადგილემ ირინე აბულაძემ კი შვილის სწავლის გადასახადის სახით, გასულ წელს, 9900 ლარი გადაიხადა.


შვილების სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 400 ევრო გადაიხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კი, ორი შვილის სწავლის საფასურის სახით გასულ წელს 5 600 ლარი გადაუხდია.


შვილების განათლებისთვის სოლიდურ თანხას ხარჯავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. მისი ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის აგვისტოშია შევსებული და 2017 წლის, ნაწილობრივ კი, 2018 წლის მონაცმებს მოიცავს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრმა სკოლის ასაკის უმცროსი შვილის სწავლის საფასურის სახით გადახდილ თანხად 22 000 ლარი, ხოლო მეორე სრულწლოვანი შვილის სწავლის გადახდილ საფასურად 16 150 ლარი მიუთითა.


4500 ლარი გადაუხდია გასულ წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, აკაკი საღირაშვილს სასკოლო ასაკის შვილის სწავლის გადასახადის სახით, ხოლო ბაღის ასაკის შვილისთვის – 3600 ლარი.


24 483 ლარი აქვს გასულ წელს გადახდილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ალავიძეს. მისი ერთი შვილი სრულწლოვანია, ორი – არასრულწლოვანი. ის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2019 წლის 10 მაისიდან მუშაობს.


20 520 ლარი გადაიხადა ორი შვილის სწავლის საფასურის დასაფარად ნინო ენუქიძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.



batumelebi.netgazeti.ge







„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის

„კომერსანტის“ ექსკლუზივი: მარტიდან სათამაშო ბიზნესი გარე რეკლამაზე უარს იტყვის
access_time2020-02-27 20:00:25
კომერსანტის ექსკლუზიური ინფორმაციით სათამაშო ბიზნესი მარტის პირველი რიცხვებიდან გარე რეკლამის შეზღუდვას იწყებს.ინფორმაციას ადასტურებს  სათამაშო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბერუაშვილი. როგორც ბერუაშვილი განმარტავს მიღებული გადაწყვეტილება საზოგადეობის მაღალი ინტერსითაა განპირობებული:   „შემიძლია გითხრათ ის, რომ პირველი მარტიდან მინიმუმ თბილისში, მოსახლეობა დაინახავს, რომ სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამა აღარ იქნება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე...

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება

10 000 მაყურებელზე გათვლილი 71 მილიონიანი პროექტი - ახალი საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოები იწყება
access_time2020-02-27 18:21:57
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და...

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის

WIZZ AIR იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ცვლის
access_time2020-02-27 17:45:30
Wizz Air, ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესი დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია, იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირის შემცირებას აანონსებს. მიზეზი ჩრდილოეთ იტალიაში COVID-19 ტიპის ვირუსის გავრცელებაა. 2020 წლის 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ფრენების სიხშირე იტალიის მიმართულებით 60%-ით შემცირდება. საჰაერო მიმოსვლა სტანდარტული რეჟიმით 2 აპრილიდან აღდგება. მგზავრები, რომლებსაც მიმდინარე ცვლილებები შეეხებათ, მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ ბილეთები...

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს

როდის მოგვარდება პარკინგის პრობლემა თბილისში – მერია პარკირების უფლების გაყიდვას აღარ აპირებს
access_time2020-02-27 17:45:28
პარკირების პრობლემა დედაქალაქისთვის დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად არის ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ ეს უფლება ”სითი პარკს” ჩამოართვა და ხელშეკრულებაც შეუწყვიტა, ამ მიმართულებით სიტუაცია ფაქტობრივად არ შეცვლილა. რეალურად, ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიის შესაბამისი უწყება იგივე საქმიანობას აგრძელებდა, რასაც მანამდე ახორციელებდა ”სითი პარკი”. ფაქტობრივად არ მოწყობილა ახალი საპარკინგე ადგილები და არც იმის შესახებ არის ცნობილი თუ რისი გაკეთება იგეგმება არსებული...

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა

აჭარის ა/რ უმაღლესმა საბჭომ თითო ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებაზე 3 წელში საშუალოდ 17 341 ლარი დახარჯა
access_time2020-02-27 16:40:54
აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ბალანსზე რიცხული 17 ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის 2019 წლის განმავლობაში 60000 ლარი დაიხარჯა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ აღმოაჩინა, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შარშან უწყებამ ორჯერ შეისყიდა, განსხვავებული ღირებულებებით. პირველი ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (NAT180019578), რომლის საპრეისკურანტო ღირებულება 407874 ლარი იყო, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 50000 ლარი, 2019 წლის...


მსგავსი სიახლეები

up