რა უჯდება ქართულ ეკონომიკას არჩევნები?

რა უჯდება ქართულ ეკონომიკას არჩევნები?

person access_time2016-08-11 12:01:20

 

საქართველოში 2012 წლიდან დღემდე სამი არჩევნები ჩატარდა.  პარლამენტის ბოლო არჩევნებიდან დღემდე მხოლოდ ერთმა, 2015-მა წელმა ჩაიარა ისე, როდესაც არჩევნები არ გამართულა. 2012 წელს მოსახლეობამ პარლამენტი აირჩია, 2013 წელს პრეზიდენტი, 2014 წელს კი თვითმმართველობები. 4 წლის შემდეგ უკვე მეორედ საქართველოს მოქალაქეები პარლამენტს კიდევ ერთხელ აირჩევენ. საკუთარ აზრს ისინი მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დააფიქსირებენ.


ექსპერტების აზრით, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველო მუდმივად საარჩევნო პერიოდშია, ხელისუფლებამ არაერთი რეგულაციის თუ კანონის მიღება გადადო, როგორიცაა ტექდათვალიერება, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა და ა.შ.


გარდა იმისა, რომ ამომრჩეველთა დაკარგვის შიშით არმიღებული გადაწყვეტილებები ქვეყანას აზარალებს, „კომერსნატი“ დაინტერესდა, რა უჯდება რეალურად ქვეყანას არჩევნები და რა თანხები იხარჯება მათი ორგანიზებისთვის?


2012 წლიდან დღემდე 4 არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 127,5 მილიონ ლარს აღწევს. ამასთან, არჩევნების ორგანიზების ხარჯები წლიდან წლამდე იზრდება.


ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებისთვის 26 მილიონ 880 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩვენებისთვის ეს თანხა  27 მილიონს შეადგენდა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩვენები ქვეყანას 35 მილიონ 512 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება წლევანდელ არჩევნებს, ამისთვის 38 136 230  ლარია გამოყოფილი.



როგორც ცენტრალური საარჩევნო კომიისიის სპიკერი ანა მიქელაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, არჩევნების ორგანიზებისთვის გამოყოფილი თანხები სხვადასხვა მიმართულებით იხარჯება.


ანა მიქელაძე არჩევნების წლევანდელ ბიუჯეტზე საუბრობს და ამბობს, რომ 38 მილიონიდან მილიონ 500 ათას ლარს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების შრომის ანაზღაურება შეადგენს, საუბარია 964 საოლოქო კომისიის წევრზე. 13 მილიონი ლარი იხარჯება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შრომის ანაზღაურებაზე, ამ თანხით  48 ათასი საარჩევნო მოხელის ანაზღაურებაა მოხდება. აქ მოიაზრება როგორც პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების ანაზღაურება, ასევე კვლაფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნული წევრების შრომის ანაზღაურება.


2 მილიონი ლარია გამოყოფილი 11 კვალიფიციური სუბიექტისთვის/პარტიისთვის რეკლამის განთავსებისთვის.


ასევე ფინანსდება საუბნო და საოლქო კომისიებში წარმომადგენლების შრომის ანაზღაურება, რაც 11 კვალიფიური სუბიექტისთვის ჯამში 4 მილიონ 190 ათას ლარს შეადგენს.


„დამატებით არის ბიუჯეტში გათვალისწინებული ყოველთვიური დაფინანსება პარტიებისთვის, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გასცემს, ეს არის 11 კვალიფიციური სუბიექტისთვის 8 მილიონ 523 ათასი ლარი და გარდა ამისა, ჩვენი სწავლების ცენტრი გასცემს დაფინანსებას პარტიებისათვის, რაც საერთო ჯამში არის 2 მილიონ 130 ათასი ლარი“,- აცხადებს ანა მიქელაძე.


მისივე თქმით, დანარჩენი თანხები ხმარდება ცესკოს აპარატის შრომის ანაზღაურებას და არჩევნების ორგანიზების სხვა ხარჯებს.


„ამაში აპარატის ხელფასის გარდა  შედის რეკლამების განთავსების ხარჯები, ტრენინგების ჩატარება, არჩევნების დღისთვის სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯები - ინვენტარია შესაძენი, გასანახლებელია კაბინები, საარჩევნო ყუთები და ა.შ.“,- აცხადებს ცესკოს სპიკერი.

 

 

 

 

 



„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up