რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?

რა უჯდება ბიუჯეტს არჩევნები და პოლიტიკური პარტიების შენახვა?

access_time2020-10-31 10:00:12

არჩევნებს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ პროდუქტს თუ მომსახურებას თავისი ფასი გააჩნია. ხარჯი ორგვარია: პირდაპირი, რაც გულისხმობს ბიულეტენების ბეჭდვას, საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ხელფასების გადახდას, სარეკლამო დროს, ტრანსპორტირებას, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას... ასევე პარტიების მხრიდან კამპანიაზე გაწეულ ხარჯებს.  და მეორე, ირიბი   განვითარებად ქვეყნებში, სადაც მაღალია მოულოდნელობის კოეფიციენტი წინასაარჩევნოდ ეკონომიკური აქტივობა მცირდება. მთავრობებს კი სოციალური ხარჯების ზრდის ცდუნება სძლევთ ხოლმე.


პირველი და ყველაზე ადვილად დასათვლელი ცესკოს გაზრდილი ხარჯია. არჩევნების პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ერთჯერად ანაზღაურებას იღებენ, ცესკოს თანამშრომლები კი გაორმაგებულ ხელფასს. 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცესკოს ხარჯმა 72 მლნ ლარს გადააჭარა, 2019 წელს, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არ იყო მისი ხარჯი  თითქმის 45 მლნ-ით, 27.5 მლნ-მდე შემცირდა, 2020 წელს უწყებაზე ისევ 72.5 მლნ ლარია გამოყოფილი.


პოლიტიკური პარიები ბიუჯეტიდანაც ფინანსდებიან. განახლებული ფორმულით დაფინანსებას მიიღებს ის პარტია, რომელიც გადალახავს 1%-იან ბარიერს. პირველ 50 000 ხმაზე პარტია მიიღებს ხმაზე 15 ლარს, შემდეგ კი 5 ლარს. ანუ თუ პარტიამ მიიღო 40 000 ხმა ის 600 000 ლარით დაფინანსდება (40 000*15), თუ  90 000 ხმა - 950 000 ლარით (50 000*15+40 000*5). 0.5 მლნ ხმის შემთხვევაში დაფინანსება 3 მლნ ლარს აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ დაფინასებეა ორსაფეხუროვანია სულ რა თანხა გამოიყოფა პარტიების დაფინასებაზე ძნელი სათქმელია. 1%-იანი ბარიერის პირობებში პირველ 15 ლარიან საფეხურზე დატვირთვა გაიზრდება. მცირე ზომის პარტიების ხარჯზე დაფინასების მოცულობა სავარაუდოდ 10 მლნ ლარს გადააჭარბებს.


განსხვავებული იყო დაფინასება 2016 წლის არჩევნებზე, სადაც სავალდებულო იყო 3%-იანი ბარიერის გადალახვა. იმ პარტიებისთვის რომლებმაც პარლამენტში მოსახვედრი 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს საბაზისო დაფინანსება 300 000 ლარს შეადგენდა და მას 1 ხმაზე 1.5 ლარი ემატებოდა. ლეობორისტულმა პარტიამ 55 ათასი ხმის მიღება შეძლო, შესაბამისად 382 ათას ლარიანი დაფინანსება მიიღო (300 000 + 55 000*1.5). წელს იმავე ოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში პარტი პარლამენტშიც მოხვდება და დაფინასებაც გაორმაგდება. იმავე არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ქართულმა ოცნებამ 2.08 მლნ ლარიანი დაფინანსება მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ - 1.22 მლნ-იანი, პატრიოტთა ალიანსმა - 744 ათას ლარიანი, თავისუფალმა დემოკრატებმა 512 ათას ლარიანი. თანხები ერთჯერადი არაა და ყოველწლიურად შემდგომ არჩევნებამდე გაიცემა.


პარტიების საარჩევნო კამპანიების ღირებულება არჩევნების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა შესაძლებელია წინა არჩევნების მაგალითის მოშველიება, რომელიც დღევანდელ ვითარებაში, პანდემიის პირობებში, როდესაც კამპანია არასრულყოფილია ზუსტ ანალოგად ვერ გამოდგება, მაგრამ მიახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად საკმარის კრიტერიუმებს მაინც აკმაყოფილებს.



ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს პარტიებს 40 მლნ ლარი დაუჯდათ. ამ თანხის ნახევარზე მეტი - 22 მლნ ლარი „ქართულმა ოცენბამ“ დახარჯა. მეორე ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 2.5 მლნ ლარი. 2.4 მლნ ლარი დახარჯა „პატრიოტთა ალიანსმა.“ 1.9 მლნ ლარი  „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.


უფრო ადრე 2012 წელს მმართველმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებამდე ბოლო 2 თვეში 19 მლნ ლარი დახარჯა, იმ დროს მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ ქართულმა ოცნებამ კი 3-ჯერ ნაკლები. პარტიის დამფუძნებელსა და ლიდერს - ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახსრების გამოყენების საშუალება დიდწილად არ მიეცა. პარტიის ქმედებათა უმრავლესობას აუდიტის სამსახური ჯარიმით პასუხობდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებმა კამპანიისთვის ოფიციალურად 6.9 მლნ ლარი დახარჯეს მათ შორის 4.1 მლნ სალომე ზურაბიშვილმა, 1.5 მლნ გრიგოლ ვაშაძემ და 0.9 მლნ დავით ბაქრაძემ. ამავე მიმდევრობით განაწილდა მიღებულ ხმათა რაოდენობაც.

როგორც ამჟამინდელ, ასევე წინა ხელისუფლებას მუდმივად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ და ადანაშაულებდნენ. ოპოზიციისა და არასამთავრობოთა დიდი ნაწილის მტკიცებით მართველ გუნდს საჯარო მოხელეები აგიტატორებად ჰყავს გადაქცეული და გარდა იმისა, რომ ამით კანონი ირღვევა, ისინი ზოგავენ იმ ფულს რომელიც ცალკე აგიტატორებისთვის უნდა ეხადათ. მათივე განცხადებით ხშირ შემთხვევაში სამსახურეობრივი ავტომობილი, რომლის საწვავის ფულიც ბიუჯეტიდან იფარება ხშირ შემთხვევასი პარტიულ ინტერესებს ხმარდება.

არჩევნების წელს როგორც წესი სუბსიდიები, პენსიები და სოციალური დახმარებები იზრდება ხოლმე. თუ 2011 წელს რქაწითელის ფასი 60-65 თეთრს შეადგენდა, 2012 წელს 1 ლარი გახდა, იმიტომ რომ სუბსიდიის მოცულობა გასამმაგდა და 3.1 მლნ-დან 9.4 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2020 წელს პენსია 20 ლარით 70 წელს გადაცილებული პირებისთვის კი 50 ლარით გაიზარდა. ასევე გაიზარდა პოლიციელების, სამხედროებისა და მასწავლებლების ხელფასები. მთავრობის განცხადებით არჩევნები არაფერ შუაშია, საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.


ყველაზე დიდი ხმაური 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ფონდ „ქართუს“ მიერ ვალების განულების პროგრმას მოყვა. „ქართუს“ ეს პროგრამა 37.5 მლნ ლარი დაუჯდა, მაგრამ წარმოჩინდა ისე, რომ 4.1 მლრდ-ს ვალები დაიფარა. თანხა ამ ზომამდე მასზე მიწერილმა ჯარიმებმა და საურავებმა გაზარდა, მატი უდიდესი ნაწილი უიმედო იყო და საკრედიტო ორგანიზაციებს უკვე ზარალში ჰქონდათ გატარებული. 2020 წელს დამატებითი ბრალდებები უკვე კოვიდთან ბრძოლის პროგრამის მიმართ გაისმა.


განვითარებად ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, მოლოდინის რეჟიმის გათვალისწინებით ეკონომიკური აქტიობაც მცირდება, რაც განსაკუთრებით უცხოურ ინვესტიციებზე აისახება. მაგრამ რადგან ინვესტირების მოცულობა სხვა ბევრ ფაქტორზეცაა დამოკიდებული, იმის დადგენა თუ რამდენია მასში არჩევნების წილი ძნელია, მითუმეტეს წარმოუდგენელია წელს პანდემიის პირობებში.


საბოლოდ შეიძლება ითქვას, რომ დეკლარილებული ხარჯი: ცესკოს გაზრდილი დაფინანსება პლუს პარტიების საარჩევნო კამპანია და პარტიების დაფიანსება, 90-95 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს ხოლო ირიბი ხარჯი, რომლის ზუსტი დადგენაც შეუძლებელია მას რამდენჯერმე აღემატება.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
არჩევნები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up