რა ტიპის დარღვევები აღმოაჩინა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის საწარმოებში

რა ტიპის დარღვევები აღმოაჩინა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის საწარმოებში

access_time2023-01-24 20:00:09

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისას გარკვეული შეუსაბამობები აღმოაჩინა, გასულ წელს ღვინის  მწარმოებელ 48 კომპანიაში,  972 ნიმუში იქნა აღებული, დარღვევა კი 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა. საკითხზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ისაუბრა.  მისი თქმით მწარმოებელთა რაოდენობის მატების ფონზე,  დარღვევების მაჩვენებელი რომ 3-4% ზე რჩება, ცუდი  შედეგი არ არის.


„სახელმწიფო კონტროლისას, შემოწმების დროს  აღიწერება  ნაშთები,  რა შესაძლებლობა  აქვს საწარმოს  ღვინის  წარმოებისთვის, აღიწერება მარაგები, ცისტერნებიდან  ვიღებთ  ნიმუშს და ტარდება  შესაბამისი  ანალიზი  იმის  დასადგენად, თუ  რამდენად  არის  ეს  თუ  ის ნიმუში  კანონთან  შესაბამისობაში. ხშირად არის  კანონშეუსაბამო  ანალიზის  პასუხები, მაგალითად  ის, რომ ბუნებრივად ნახევრადტკბილი  ღვინოები ტექნოლოგიური  დარღვევები  გამო არ აღმოჩნდება ნახევრადტკბილი და აღმოჩნდება მშრალი, ასეთ შემთხვევაში  ჩვენ  მეწარმეს დაცული  ადგილწარმოშობის  დასახელებას ვუკრძალავთ, ესენია  ხვანჭკარა,  ქინძმარაული და სხვა და ეს  ღვინო ჩამოხარისხდება, როგორც  სუფრის  ღვინო.

 


საექსპორტო განცხადებების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს  საინსპექციო კონტროლი, რომლის დროსაც მოწმდება მხოლოდ  მზა  პროდუქცია, შესაბამისად  ვიღებთ  ლოტს, რომელზეც მეწარმემ  განაცხადა  სერტიფიცირების სურვილი და კონკრეტული  ლოტიდან ვიღებთ  ნიმუშს და დგინდება რამდენად  არის შესაბამისობაში სერტიფიცირებაზე წარმოდგენილი ლოტი  წარმოებულ  ლოტთან  და ამის  შემდეგ  მეწარმეს ექსპორტზე  მწვანე  შუქი ენთება“ , -  აღნიშნა  ლევან  მეხუზლამ. 






USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up