რა თანხა შესწირეს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს

რა თანხა შესწირეს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს

access_time2020-10-25 21:00:21

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, პოლიტიკური კამპანიები დასკვნით ფაზაში შედის, ასევე, გააქტიურებულია პოლიტიკური შემოწირულობებიც, რომლებმაც სექტემბერ-ოქტომბერში 26,761,929 ლარს მიაღწია. ჯამურად, პირველი სექტემბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით 1000-ზე მეტი დონაცია გაიცა. ამ დონორებს შორის წელსაც, ისევე როგორც სხვა არჩევნების დროს, განსაკუთრებულად აქტიურობდნენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და უშუალოდ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან დაახლოებული პირები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები.

 

ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველი პოლიტიკური პარტიის - “ქართული ოცნების” სასარგებლოდ განხორციელდა, რომელმაც დონაციების სახით 10,760,907 ლარი მიიღო. ეს მთლიანად პოლიტიკური შემოწირულობების 40%-ია. ამ პერიოდის განმავლობაში ოცნებას 60,000 ლარი 60-ზე მეტმა ადამიანმა შესწირა. მათ შორის პარტიის სასარგებლოდ 60,000 ლარი გადარიცხა კომპანია “ყაზბეგის” დამფუძნებელმა გოგი თოფაძემ, ასევე ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა, რომელიც კომპანია “გლობალფარმის” დამფუძნებელია. ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ გიორგი ბაჩიაშვილმაც. მასთან ერთად პარტიის სასარგებლოდ 60,000 ლარი KTW-ს დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემაც გადარიცხა. პარტიის ახალმა წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ კი ოცნებას 60,000 ლარი გადაურიცხა.

 

პოლიტიკური შემოწირულობებით მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 3,853,964 ლარი მიიღო. პარტიის შემომწირველებს შორის არის “ზედაზენის” დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი, მან ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 55,000 ლარი შესწირა. ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის კომპანიამ “ჯი-ემ-პიმ” ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 120,000 ლარი გადაურიცხა. სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანუკა ჟორჟოლოანმა კი პარტიას 20,000 ლარი შესწირა.


 

შემოწირულობებით მესამე ადგილზეა პარტია “ლელო საქართველოსთვის”, რომელმაც 3,836,290 ლარის დონაციები მიიღო. მათ შორის 10-ზე მეტი შემოწირულობა 60,000 ლარს შეადგენდა. 2,238,498 ლარით მეოთხე ადგილზეა “სტრატეგია აღმაშენებელი”, მას კი 1,886,805 ლარით “პატრიოტთა ალიანსი” მოსდევს. ევროპული საქართველოს შემოწირულობებმა 1 სექტემბერი-23 ოქტომბრის პერიოდში 1,836,324 ლარი შეადგინა. სხვა ყველა პარტიის შემოსავალი კი 1 მილიონ ლარზე ნაკლები იყო.



ბიემჯი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up