რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

რა თანხა დაიხარჯა ონში უხარისხოდ დაგებულ გზებზე? – აუდიტის დასკვნა

access_time2019-02-17 10:25:12

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ონის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. 

აუდიტი აღნიშნულ პერიოდში გზის რამდენიმე მონაკვეთზე განხორციელებულ სამუშაოებსაც მოიცავს. 

როგორც უწყების მიერ მოძიებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ორი ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილი გზის საფარი დეფორმირებულია და დაბზარულია, ხოლო მესამე ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული გზის ერთი მონაკვეთი ჩავარდნილია. 

"სამუშაოების შესყიდვის პროცესში მერიას არ ჰქონდა დანერგილი ეფექტური კონტროლის პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფდა ხარისხიანი სამუშაოების ჩაბარებას. ასევე არ არის სათანადოდ განხორციელებული შემდგომი რეაგირება ხარვეზების გამოსასწორებლად. შესაბამისად სამუშაოების მონიტორინგის, მიღება- ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია დაზიანებული გზის საფარის არსებობა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯი", – წერს აუდიტის სამსახური საკუთარ დასკვნაში. 

რაც შეეხება უხარისხოდ დაგებული გზის მონაკვეთებს, ერთ–ერთი მათგანი, სოფლებში − ბარი-მრავალძლის მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებია. 

"2016 წლის 30 მაისს, ონის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით გააფორმა ხელშეკრულება შპს "ინვესტროი რეგიონის წარმომადგენლობა საქართველოსთან". 

მუნიციპალიტეტმა განხორციელებული პროექტი ჩაიბარა 2017 წლის 22 აგვისტოს. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 531.4 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა, 2018 წლის 12 ივნისს, ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული პროექტი. გამოვლინდა, რომ დაზიანებულია მოასფალტებული გზის საფარი", – ნათქვამია დასკვნაში. 

მორიგი შენიშვნა კვაშხიეთი-შქმერის გზის მონაკვეთისა და ქალაქ ონის შიდა ქუჩების მოასფალტებას ეხება. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ამ ყველაფერზე 1,026.0 ათასი ლარი დაიხარჯა და სამუშაოების ჩაბარებიდან ორ თვეში, მუნიციპალიტეტმა პროექტის განმახორციელებელ კომპანიას აცნობა, რომ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, გზის 9 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაზიანებულია. 

მესამე მაგალითად კი აუდიტის სამსახურს სოფლების − ზუდალის, კვაშხიეთის, ბოყვის და შქმერის გზის მოწყობა მოჰყავს, რაზეც 310.5 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა დაახლოებით ორ თვეში, აღნიშნულ სამუშაოებში ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ხარვეზები აღმოაჩინა. 

ზემოთ აღნიშნული ფაქტების შესწავლის შედეგად, აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ "მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა სამუშაოების შესყიდვის პროცესი ვერ განახორციელეს ყველა საჭირო კონტროლის მექანიზმის გათვალისწინებით, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტის შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან". 

"კონტროლის პროცესთან დაკავშირებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია უხარისხოდ შესრულებული პროექტის ჩაბარება. ასევე არ არის სათანადოდ განხორციელებული შემდგომი რეაგირება ხარვეზების გამოსასწორებლად", – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ონის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციას აძლევს, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სათანადო კონტროლის მექანიზმები დანერგოს და შესაბამისი პროცედურები დააწესოს, რომლებიც შესრულებული სამუშაოების სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს. 

"ონის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს გამოვლენილი დარღვევები და დაადგინოს ხარვეზების გამომწვევი მიზეზები. ასევე გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ სამუშაოების ხარისხის დაცვა და მათ მიმართ გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები", – წერს აუდიტის სამსახური საკუთარ რეკომენდაციებში. 


BM


თეგები:
გზები



ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up