რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

access_time2018-02-19 16:31:48

2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია. 


„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი.



ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. ბოლო მონაცემებით კი, 2016 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 185,7 ლარი შეადგინა. 



საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულად ხარჯებში შედის - სურსათი, სასმელი, თამბაქო, ტანსაცმელი, განათლება, ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, გათბობა, ელექტროენერგია, საოჯახო მოხმარების საქონელი და სხვა.


რაც შეეხება იმას, თუ რამდენს ხარჯავს ადამიანი საშუალოდ თითოეულ მათგანზე, საქსტატის მონაცემებით, სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე 185.7 ლარიდან გათვალისწინებულია 66.6 ლარი, ტანსაცმელსა და ფეხაცმელზე - 7.6 ლარი იხარჯება, საოჯახო მოხმარების საქონელზე - 7.9 ლარი, ჯანმრთელობის დაცვაზე - 26.8 ლარია გათვალისწინებული, ელექტროენერგიასა და გათბობაზე კი - 23.1 ლარი, ტრანსპორტზე - 19.4, განათლებაზე - 6.4 ლარი, სხვა სამომხმარებლო ხარჯებზე კი - 28 ლარია გათვლილი.




აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ გამოვიანგარიშებთ, გამოდის, რომ ოთხსულიანი ოჯახის შენახვა საქართველოში ყოველთვიურად საშუალოდ 742.8 ლარი დაჯდება. შეგახსენებთ, რომ აქ შედის მხოლოდ სამომხმარებლო ფულადი ხარჯები, რომელშიც იგულისხმება საკვები, სასმელი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და ა.შ.



რაც შეეხება შემოსავლებს, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, 2016 წელს საშუალო თვიური ფულადი შემოსავალი ერთ ადამიანზე 237,4 ლარი იყო. ცნობისთვის, ფულად შემოსავალში შედის - დაქირავებული შრომა, თვითდასაქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა, პენსია, გზავნილი და ა.შ.



შესაბამისად, თუ ოთხსულიან ოჯახში საშუალო ფულადი შემოსავალი (პენსია, გზავნილი, თვითდასაქმება და ა.შ.) მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, ოჯახის შემოსავალი საშუალოდ 237.4 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხსულიან ოჯახს მხოლოდ სამომხმარებლო ხარჯების დასაფარად საშუალოდ 742.8 ლარი სჭირდება. შესაბამისად, გამოდის, რომ ოჯახში სამი საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანის მუშაობის შემთხვევაშიც კი, ფულადი შემოსავალი თვიურ სამომხმარებლო ფულად ხარჯზე ნაკლები იქნება.


წყარო: bpn.ge



14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“

ბაზარზე ზეითუნის ზეთის და ზეთისხილის 20-22% უკვე ქართულია - „ქართული ზეთისხილი“
access_time2021-05-14 17:00:56
,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.   გიორგი სვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.   ,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს...

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის

Forbes: მიშვებული კონფლიქტი ისრაელს და პალესტინას შორის
access_time2021-05-14 18:00:05
ერთხელ ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის ერთ-ერთმა მრჩეველმა ცხელ გულზე განაცხადა - „იერუსალიმში ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ტუალეტსაც კი ვერ ჩადგამ“.   გარკვეულწილად ეს ასეც არის, თუმცა, გასაგებია რატომაც - იერუსალიმის საკითხი ისრაელის შიდა საქმეების კატეგორიას კარგა ხანია გასცდა და ის მთელს მსოფლიო პოლიტიკაზე მოქმედებს.   რეალურ ცხოვრებაში, ამ ქალაქის ერთიანი სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე, განცალკევებული და თითქმის ავტონომიური...

"ჯერჯერობით კონსესუსს ვერ მივაღწიეთ" - ლუდის ინდუსტრია ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვს

access_time2021-05-14 15:00:48
ლუდის სექტორსა და სახელმწიფოს შორის რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კორონავირუსის პანდემიის პირობებში ინდუსტრია მთავრობისგან დახმარებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. სექტორის მხრიდან წაყენებულ მოთხოვნებს შორის აქციზის გადახედვა და დღგ-ს გადავადება პრიორიტეტულ საკითხებად სახელდებოდა.   როგორც კომპანია „ზედაზენის“ დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძე აცხადებს, სექტორს მძიმე ტვირთად დააწვა ახლად ამოქმედებული რეგულაციებიც.   „სახელმწიფოს...


მსგავსი სიახლეები

up