რა სპეციალური გზავნილი აქვს ვაშინგტონს საქართველოსთვის

რა სპეციალური გზავნილი აქვს ვაშინგტონს საქართველოსთვის

access_time2019-08-19 21:15:54

გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომაზე საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც, სავარაუდოდ, „კონტი ჯგუფის" ინვესტიციის მაგივრად ახალ წინადადებას შემოიტანს ქვეყანაში.

 

ანაკლიის კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებლის გარეშე დარჩა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აშშ-ის ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს ოფიციალური განცხადებებით ანაკლიის პროექტის მხარდაჭერას.

 

„რეზონანსი" სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან შეეცადა იმის გარკვევას, სავარაუდოდ ვინ შეიძლება ჩამოვიდეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონიდან და კონკრეტულად რა გეგმები დაისახება ანაკლიის პორტის განვითარებასთან დაკავშირებით.

 

ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ შესაძლოა, ამერიკელი მაღალჩინოსანმა ანაკლიის პორტში ინვესტირების ახალ ვარიანტები შესთავაზოს ქართულ მხარეს, მაგრამ ამავე დროს, გაარკვევს იმასაც, რამდენად შეასრულებს ქართული მთავრობა ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებს.

 

„მაღალჩინოსნის ჩამოსვლა საქართველოში არ არის გამორიცხული, რადგან სექტემბერში პოლიტიკური, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური სეზონი იწყება. ალბათ, ჩამოვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ერთერთი თანაშემწე, რომელიც, როგორც ჩანს ანაკლიის პორტის საკითხს აქტიურად წამოწევს წინ, რადგან კონსორციუმით ამერიკული მხარე მართლაც დაინტერესებულია, ფაქტობრივად, ეს ამერიკული პროექტია.

 

„კონტი ჯგუფის" მიერ კონსორციუმის დატოვება, ალბათ, იმის მანიშნებელია, რომ თუ ამერიკის წარმომადგენელი მართლა ჩამოვა, ახალი ინვესტორის ინტერესებს დაიცავს და გაირკვევა ის, თუ რამდენად მოახერხებს აშშ ამ ინვესტიციის დაზღვევას და გაარკვევს საქართველოს მთავრობასთან, რამდენად განახორციელებს ქართული მთავრობა საკუთარ ვალდებულებას, რადგან, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა მთავრობამ საკუთარ თავზე $100 მლნ-ის ინვესტირების ვალდებულება აიღო.

 

„განაწილებული იყო ისე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში $100 მლნ უნდა დაედო საქართველოს მთავრობას, როგორც სახელმწიფო საგარანტიო წილი, რამდენიმე „თი ბი სი ჯგუფს" და დანარჩენი $400 მლნ მოდიოდა პროექტის დანარჩენ მეწილეებზე. თვითომ პროექტი $600 მლნ ჯდება. ახლა მთავარი ისაა, ამ თანხების აკუმულირების შემთხვევაში რამდენად გაგრძელდება სამუშაოები ამ პორტის ასაშენებლად", - დასძენს მაისაია.

 

ირაკლი მენაღარიშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის კონსორციუმიდან „კონტი ჯგუფის" გასვლა კონკრეტული ბიზნესმენის პირადი გადაწყვეტილება და ამერიკის მხარდამჭერ პოზიციასთნ არანაირ კავშირში არაა - ამერიკა უჭერდა პორტის მშენებლობას მხარს დათავის პოზიციას არ ცვლის.

 


„ყოველ შემთხვევაში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს პორტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ამერიკის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას.

 

„რაც შეეხება „კონტი ჯგუფის" გასვლას ანაკლიის პროექტის მშენებლობიდან, ეს „კონტი ჯგუფი" გახლავთ კერძო ინვესტორი. ის თავისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და შესაძლებელია, ეს ინტერესები არ ემთხვეოდეს ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციას - ასეც ხდება ხოლმე.

 

„რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი შემთხვევები ხშირი და ჩვეულებრივია, მაგრამ არც უცხო არაა. ცნობილი აზერბაიჯანული კონსორციუმი, რომლის ორი გიგანტური პროექტი, ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი და ბაქო - თბილისი - ერზრუმი, საქართველოზე გადის იმ კონსორციუმში მართლაც მსოფლიო გიგანტები იწყებდნენ მონაწილეობას, შემდეგ გადიოდნენ და ა.შ. ამიტომ, იქაც არაერთი ცვლილება მომხდარა.

 

"თავისთავად ეს უცნაური არ არის, მაგრამ შეიძლება, რომ მიზეზი (ანაკლიის კონსორციუმიდან გასვლა) იყოს ისეთი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას, თუმცა, ამის შესახებ საჭიროა ინფორმაციის ფლობა, რომელიც მე არ გამაჩნია.

 

„ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩანს, რომ ანაკლიის პორტში, ამჟამად, მუშაობა მიმდინარეობს, ვერ გეტყვით რამდენად აქტიურად და არსებული გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ სამუშაო პროცესები მიმდინარეობს და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების თემა.

 

"იცით, რომ იქ სამშენებლო სამუშაოებიც მიმდინარეობდა და მისასვლელი გზების, რკინიგზის, თვით პორტის აკვატორიუმის ფსკერის მომზადების სამუშაოებზეც ძალიან დიდი ინფორმაცია იყო, ასე რომ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომპროექტი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების სფეროს წარმოადგენს", - ამბობს მენაღარიშვილი.

 

მაისაია მიიჩნევს, რომ ანაკლიის პროექტისთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთის მხარდაჭერაც, რომელიც ამერიკის მოწინააღმდეგე არის, მაგრამ შესაძლოა, რომ საქართველოში საერთო პროექტის განხორციელებისას მორიგდნენ კიდეც.

 

„როგორც ჩანს, შესაძლოა, ამერიკელებმა ჩამოიტანონ ახალი საინვესტიციო პაკეტის წინადადება და ამერიკის მთავრობაც, როგორღაც ჩაერთვება ამ საკითხში ან კრედიტს გაუხსნის საქართველოს მთავრობას ამ მიმართულებით. შემთხვევითი არაა ის, რაც მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინელების ჩართვა ამ საკითხში მათთვის არაა მისაღები. საქართველოს თავისუფლად შეეძლო, რომ აეღო ჩინეთისაგან სახელმწიფო კრედიტი, რაც სავსებით მისაღებია, რადგან თუ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩინეთი არის მოწინააღმდეგე, საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია.

 

„მე ჩინეთისა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთვის თანასწორ პოზიციაზე დავაყენებდი, რადგან დღეს საქართველოში ჩინური ინვესტიცია მეტია და საქართველოს ექსპორტის დაახლოებით 30% მიდის ჩინეთში.

 

"გარდა ამისა, ჩინეთის გეოპოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც გუგტიანთკარში ხორციელდება ჰიბრიდული ომი, ოკუპაცია და აგრესიული ქმედებები რუსეთის მხრიდან.

 

„აქედან გამომდინარე, საქართველო დილემის წინაშეა - ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთთან ქიშპობენ, მაგრამ ორივეს საქართველოსთან სტრატიგიული პარტნიორული ურთიერთობა გააჩნია, შეიძლება, რომ საქართველო ჩინეთსა და ამერიკას შორის გარდამავალ ხიდათაც გადაიქცეს.

 

"ორივე ქვეყანას ძალიან დიდი ინტერესი გააჩნია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და შეიძლება, რომ მათი ინტერესები დაემთხვას კიდეც. ამ კონტექსტშიც შეგვიძლია, რომ განვიხილოთ ამერიკის მაღალჩინოსნის, სავარაუდო, ჩამოსვლა საქართველოში", - განმარტავს მაისაია.

 

წყარო: რეზონანსი





არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up