რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება

რა სიურპრიზს ამზადებს ივანიშვილი და რომელ მინისტრებს მოუწევთ თანამდებობის დატოვება

access_time2019-11-11 21:00:16

„პირველი პროტესტის დროს, პარლამენტში გადაჯგუფება მოხდა; მოიშორეს ხალხი, ვისაც თვლიდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა. ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ახალი პრემიერის მეთაურობით ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ქვეყანას გამოსავალს, „სამოქმედო პროგრამას შესთავაზებდა, რაც ასევე იქნებოდა წინასაარჩევნო პროგრამა; ახალი გუნდი გააკეთებდა განაცხადს რომ „ჩვენ მოვდივართ, - აცხადებს „რეზონანსთან ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.

 

„ქართული ოცნების ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მინისტრების შეცვლის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს; გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, თუმცა, ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება. ამის შესახებ „პირველი რადიო იუწყება.

 

მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობის დატოვებამ ეჭვი გააჩინა, რომ ამ ცვლილებას სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება.

 

ბატიაშვილის შემცვლელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება, რასაც მიმინოშვილი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი მათგანი დაიკავებს მინისტრის თანამდებობას.

 


ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების ნაბიჯს ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ 2020 წლამდე უმრავლესობა განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე.

 

„ცოტა სხვაგვარად ვუყურებდი; არა მინისტრების სათითაოდ ამოკენკვას, არამედ მთლიანად კაბინეტის გადახალისებას, ცოტა უფრო მძლავრ პიარულ ნაბიჯს, მაგრამ „ქართული ოცნება ამ მიმართულებით არ წავიდა, თუმცა, ნელ-ნელა იწყებს მინისტრების ცვლას, რომ ახალი გუნდი შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ მოხდეს მინისტრთა კაბინეტის ცვლილება და „ქართულმა ოცნებამ ის გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ამომრჩეველს შესთავაზებს და ეტყვის, რომ „ეს იქნება მისი გუნდი არჩევნების შემდეგ, თუ ჩვენ მოვალთ უმრავლესობაში.

 

„თურნავამ სავარძელში ჩაჯდომა ვერ მოასწრო; თუ ათავისუფლებენ უკვე, ვერაფრის გაკეთებას მოასწრებდა ამ ხნის განმავლობაში და ვერც გაფუჭებას. პიარ-ნაბიჯია და სწორი ლოგიკაა, ამას მოითხოვს პოლიტიკური განვითარება.

 

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება მაინც ამ ლოგიკას მიჰყვება, ოღონდ ცოტა უცნაურად. ლოგიკურად ასეა, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა, - აცხადებს ძაბირაძე.

 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების რაიმე სტრატეგიას ვერ ხედავს, თუნდაც ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლით.

 

„განზოგადებული ლაპარაკი ვერსიაზე, რომ ეს რაღაც სტრატეგიაა, ჩემთვის ძნელია თქმა. ბატიაშვილმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც სხვა გეგმები აქვს და აღარ უნდა მინისტრობა, მოთხოვნა ახლა დაუკმაყოფილეს. ამიტომ ბატიაშვილის მოვლენა პარტიის სტრატეგია არ არის.

 

თურნავასთან დაკავშირებთ, თუკი ეს ორი ცვლილება მოხდა და კიდევ სხვა, რა თქმა უნდა, სტრატეგიაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით, ბატიაშვილი წავიდა და ისიც თავისი ნებით. ამიტომ არ ვიცი, რამდენად უპრიანია სტრატეგიაზე ლაპარაკი, - ამბობს საყვარელიძე.

 

წყარო: რეზონანსი





პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა

ივლისში ფულადი გზავნილები 22.1%-ით გაიზარდა
access_time2020-08-14 15:20:52
2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების...


მსგავსი სიახლეები

up