რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ - „კონკრეტულ სეგმენტს, მომხმარებლები 20-40%-ით შეუმცირდა“

რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ - „კონკრეტულ სეგმენტს, მომხმარებლები 20-40%-ით შეუმცირდა“

access_time2021-12-07 17:00:00

„ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეს ეხება კოვიდ პასპორტების წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ჩამოსული სტუმრების, ისე ადგილობრივების შემთხვევაში“,- ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.



მისი თქმით, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, ზარალდებიან გარკვეულ სეგმენტზე ორტიენტირებული ობიექტები. როგორც შოთა ბურჯანაძე ამბობს, ქართული რეალობიდან გამომდინარე, ტრადიციულ რესტორნებს როგორც წესი, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფები სტუმრობდნენ, ახალ რეალობაში კი, თუ მათგან თუნდაც ერთს, მწვანე სტატუსი არ აქვს, ობიექტში ვიზიტისგან მთლიანი ჯგუფი თავს იკავებს. შედეგად, ამ კონკრეტულ სეგმენტს, მომხმარებლები 20-40%-ით შეუმცირდა.



„მწვანე პასპორტების იდეა, რაც უნდა ყოფილიყო, იმუნიზაციის დაჩქარება და უსაფრთხო ზონების შექმნა, ისე რომ, ეს ნეგატიური გავლენა არ მოეხდინა ბიზნეს ოპერატორზე, სამწუხაროდ (როგორც წინასწარ გვქონდა ნათქვამი), არ გამართლდა.



დღეს ჩვენს სფეროში არსებობს სეგმენტი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე დაზარალდა და გრძელვადიანში უფრო მეტ ზიანს მიიღებს. განსაკუთრებით, რეგიონები. კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეს ეხება კოვიდ პასპორტების წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ჩამოსული სტუმრების, ისე ადგილობრივების შემთხვევაში. ყველაზე მთავარი, რაც აქ არის, დიდ და საშულო რესტორნებს მომხმარებლები ძალიან დააკლდათ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცენტულად შედარებით ცოტაა ის, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.



ჩვენ ქვეყანაში, რესტორნების ნაწილში, არ არის გათვალისწინებული შემდეგი პრინციპი, მაგალითად, უცხოეთში წყვილი მიდის რესტორანში იმისთვის, რომ კერძები მიირთვას, ჩვენთან, როგორც წესი, დადიან საქეიფოდ. არა ორი, არამედ, ჯგუფები. როდესაც მათგან ერთი ადამიანი მაინც არის, ვინც ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, თავისთავად ჯგუფი უარს ამბობს რესტორნის სტუმრობაზე. ქართული რეალობისთვის, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა.




პატარა რესტორნების შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნაზე არ ასახულა. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებლის რაოდენობა გაიზარდა კიდეც. ის ვინც, თავს არიდებდა რესტორანში წასვლას, რადგან იქ შეკრებილი ხალხი საფრთხე იყო, მწვანე ზონის პირობებში, პატარა რესტორნებში გამოჩნდნენ. ამასთან, ისინი, ვინც ასეთი ტიპის რესტორნებში ისედაც დადიოდნენ, დარჩნენ. მაგრამ ე.წ ტრადიციულ რესტორნებს სტუმრის 20-40% ავტომატურად მოაკლდა“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.



რაც შეეხება კონკრეტულ სისტემურ ხარვეზებს, „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შემდეგნაირად განმარტავს:


„მოლოდინი, რომ ხარვეზები არ იქნებოდა, ნამდვილად არ გვქონია. ჩვენ ამის არაერთი მაგალით გვქონდა, არა მხოლოდ ამ წელს, არამედ გასულ წლებშიც. რამდენიმე წლის წინ, საქართველო უპრეცენდენტო, ჩემპიონთა ლიგის სუპერ მატჩს მართავდა და იქ ვერ მოხდა ბილეთებზე ტექნიკურად გამართული სისტემის შექმნა. ამის შემდეგ უკვე კოვიდ ვითარების დროს, ვერცერთი ვაქცინის რეგისტრაცია ვერ ხდებოდა ტექნიკური გამართულობით და რატომ უნდა ყოფილიყო ეს გამონაკლისი?!

პრობლემა არის შემდეგი, ჩამოსული სტუმრების შემთხვევაში ვერ ფიქსირდება მისი კრიტერიუმები; ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელებიც სასწავლებლად ან სამუშაოდ არიან უცხოეთში და იქ არიან აცრილები, პრობლემა ექმნებათ ამ კუთხით. არის პრობლემა ჯონსონით აცრის შემთხვევაშიც, როდესაც ვაქცინაცია ერთხელ არის გაკეთებული და ვერ ფიქსირდება. ასევე პრობლემაა, როდესაც ჩვენ ბაზაში ვერ ფიქსირდება ის აცრა, რომელიც წესით, მესაზღვრემ უნდა გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროს. ეს ყველაფერი თავისთავად დისკომფორტია როგორც სტუმრისთვის, ისე რესტორნისთვის. თუმცა, ორივე მხარე შეჩვეულია და დიდი უხერხულობა არ იქმნება, უბრალოდ, დროის მომენტია და უკვე იუმორის დონემდე დადის ეს ყველაფერი“,- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.



კითხვაზე, რა იქნებოდა გამოსავალი?- „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პასუხობს, რომ მწვანე ზონების ნებაყოფლობით შექმნა.



„მე ვფიქრობ, კოვიდ პასპორტების და მწვანე ზონების იდეა რომ შედეგიანი იყოს, გამოსავალი იქნებოდა, ეს საკითხი ნებაყოფლობითი იყოს. ვისაც სურვილი აქვს შექმნას უსაფრთხო ზონა და იზრუნოს თავის სტუმრებზე, ეს უნდა გააკეთოს და სტუმრისთვისაც მარტივი გადასაწყვეტი იქნება, თუ რომელ რესტორანში მივიდეს. შესაბამისად, დაკმაყოფილდება როგორც მწვანე ზონის იდეა, ასევე საზოგადოების მოთხოვნა. სახელმწიფოსთვისაც ეკონომიკის კუთხით ეს იქნებოდა შესაძლებლობა, რომ მეტი ფულის ბრუნვა მოხდეს. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ვინც მწვანე ზონა შექმნა, უნდა ჰქონდეს ის ბენეფიტი, რაც დღეს ზოგადად არ აქვს რესტორნებს, ივენთების, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების საშუალება. ამ კუთხით, ის კონკურენტი იქნება იმ სარესტორნო სეგმენტისთვის, რომლისთვისაც არ არის მისაღები მწვანე ზონა, ან არ თვლის სწორად. ასეთ კონკურენტულ გარემოში ჩვენ შევძლებდით რამდენიმე კურდღლის დაჭერას“,- ამბობს შოთა ბურჯანაძე.



ცნობისათვის, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდა. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეუძლია ესტუმროს რესტორნებს, კაფეებს და სხვადასხვა კვების ობიექტებს. სავაჭრო ცენტრებში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეიძლება, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up