22 მარტიდან „ვაკის აუზის“ კლუბის წევრებს უამრავი სიახლე ელოდებათ როგორებიცაა: 100%-ით, განახლებული ოლიმპიური სტანდარტის კონუსური ფსკერის მქონე „ევრო 7“ სტანდარტის საცურაო აუზი ულტრათანამედროვე წყლის ფილტრაციის სისტემებით, სრულიად ახალი საუნებით, განახლებული კაფეთი, ფიტნეს მენიუთი და უამრავი სხვა სიახლით.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ შპს ვაკის აუზის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე განცხადებით „ვაკის აუზი“ პანდემიამდეც და ახლაც სრულიად აკმაყოფილებს მოწინავე ქვეყნებში მსგავსი პროფილის სპორტულ—
გამაჯანსაღებელ კომპლექსებში დამკვიდრებულ უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს.
„ვაკის აუზის” ვიზიტორებს მოსვლისას ჩაუტარდებათ თერმო სკრინინგი, ასევე კომპლექსის სრულ ტერიტორიაზე განთავსებულია ყველა ის მნიშვნელოვანი სტაციონალური დანადგარი, რომელიც დამტკიცებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ვაკის აუზის ტერიტორიაზე განთავსებული უნიკალური კომპიუტერული დანადგარები შესაბამისი პროგრამით სრულად აკონტროლებს ვიზიტორების რაოდენობას,რათა შენობაში რეგულაციის მიხედვით განსაზღვრულზე მეტი პირი არ დაიშვას.“ - აცხადებს ვაკის აუზის წარმომადგენელი.
როგორც ვაკის აუზის წარმომადგენელმა "კომერსანტთან" საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და ფიტნეს ცენტრების გახსნა დააანონსა, მომხმარებელთა მხრიდან აქტივობა 100%-ით გაიზარდა. როდესაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ობიექტი არ ფუნქციონირებდა, აუზს სრული მოდერნიზება ჩაუტარდა და ევრო 7- ის სტანდარტზე გადაეწყო. თუმცა კომპანიაში აღინიშნავენ, რომ ეს ცვლილება კლუბის წევრების მიმართ საფასო პოლიტიკას არ შეცვლის.
„პანდემიამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ჯანმრთელობა, ჯანმრთელი ცხოვრების წესი და ძლიერი იმუნიტეტი, პანდემიასთან ბრძოლაში მძლავრი იარაღია. ინვესტირება ჯანმრთელობაში — ეს არის ვაკის აუზის სლოგანი და ვფიქრობთ, რომ ეს სიტყვები გლობალურ მნიშვნელობას შეიძენს.
რადგან
მსოფლიოში სულ
უფრო და
უფრო პოპულარული
ხდება ჯანმრთელი
ცხოვრების წესი,ასევე შესაბამისად
მეტად ფასდება
ხარისხი და
პროფესიონალური დამოკიდებულება
საქმის მიმართ,
ვფიქრობთ, რომ
ვაკის აუზის
განვითარების გეგმები
და შესაძლებლობები
უდიდესი ოპტიმიზმის
საფუძველს იძლევა“ - აღნიშნა ვაკის აუზის წარმომადგენელმა.
თაკო კვაჭანტირაძე