რა სიახლეები ელის თბილისს სექტემბრიდან: ტროტუარებზე პარკირებები უქმდება, ახალი საბაგირო კი უახლოეს დღეებში ამუშავდება

რა სიახლეები ელის თბილისს სექტემბრიდან: ტროტუარებზე პარკირებები უქმდება, ახალი საბაგირო კი უახლოეს დღეებში ამუშავდება

person access_time2016-08-26 12:53:13

თბილისში ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების ადგილები ეტაპობრივად გაუქმდება და პროცესი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ „კომერსანტს“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. 

 

მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგეგმებოდა ზაფხულის განმავლობაში ტროტუარებზე არსებული 1500 პარკირების გაუქმება.

 

„რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია. როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით სითი პარკს და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500–იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან. ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს: როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე – როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადადგილდებიან და იქვე მოძრაობენ  ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ სითი პარკს, ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს,“ – განაცხადა ნარმანიამ.

 

დღეს ირკვევა, რომ თბილისის ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებზე არ წავიდა და პარკირებების ერთბაშად გაუქმებაზე უარი თქვა, რადგან ეს ერთის მხრივ ავტომობილების მფლობელებისთვის პრობლემების შექმნას, მეორეს მხრივ კი მათ მიერ პარკირების წესების დარღვევების ზრდას გამოიწვევდა.


სწორედ ამიტომ  მერიამ ადგილების გაუქმების პარალელურად მათთვის ალტერნატივების შექმნა დაიწყო. შესაბამისად, პროცესმა უფრო მეტი დრო მოითხოვა.


მამუკა მუმლაძის თქმით, ამ ეტაპზე პარკირების ადგილები უქმდება ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არსებულ მიშველაძის ქუჩაზე (27 პარკინგი),  ჩოლოყაშვილის გამზირზე გაუქმდება16 ადგილი, ასევე საპარკინგე ადგილები გაქრება ნუცუბიძის, პეკინისა და ყაზბეგის, ცოტნე დადიანის ქუჩებზე. 


პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს, რათა პარკირების გაუქმების პარალელურად მოხდეს „შეჭრების“ გაკეთება. მუმლაძის განმარტებით, მერიამ ასეთი მიდგომა იმის გამო აირჩია, რომ არ მომხდარიყო დისკომფორტის შექმნა მძღოლებისთვის და, ფეხით მოსიარულეებისთვის ტერიტორიის გამოთავისუფლებასთან ერთად, ავტომფლობელებისთვის მანქანის გაჩერების ალტერნატიული ადგილები შეეთავაზებინათ.



საქალაქო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მრავალდონიანი ავტოსადგურის მშენებლობაზე და დაგეგმილი 10 ლოკაციის გარდა მერია გეგმავს დამატებითი ადგილები მოიძიოს, რათა მსგავსი  სადგური დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი იყოს.


„არ გვინდა საკითხები ხისტად, ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტოთ, თუმცა ჩვენი საბოლოო მიზანი არის ტროტუარების მთლიანი განთავისუფლება ავტომობილების პარკირებებისგან,“– აცხადებს მამუკა მუმლაძე.


მისი ინფორმაციით, ორი წლის წინ თბილისში, ტროტუარებზე პარკირების 2 ათასამდე ადგილი იყო, დღეს კი ეს რაოდენობა 800–დან 900–მდე ერთეულს შეადგენს.


დედაქალაქში უახლოეს კვირებში კიდევ რამდენიმე სიახლე იგეგმება: პეკინის გამზირიდან ბახტრიონის ქუჩაზე გადასახვევ მონაკვეთში ჭკვიანი შუქნიშანი გაჩნდება. სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“  წინა ტერიტორიაზე დამატებითი ზოლები გაკეთდება, რათა ამ მონაკვეთში გზა გაფართოვდეს და საცობების განტვირთვა მოხდეს.


მიმდინარე კვირის დასაწყისში შუქნიშნები ჩაირთო სააკაძის მოედანზე, სადაც უსაფრთხოების კუნძულები მოეწყო და. როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ამბობენ, მოძრაობა ორგანიზებული გახდა. მათი თქმით, ეს სიახლე ამ მონაკვეთში მოძრაობას 8–10%–ით განტვირთავს. 


სააკაძის მოედნის ირგვლივ რამდენიმე (ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თიბისი ბანკის ფილიალთან) პარკირება გაუქმდა, ამიტომ ბენზინგასამართი სადგურების აღება, რაზედაც საუბრები იყო, აღარ გახდა საჭირო.

 


რაც შეეხება ახალ, გერმანული „მანის“ ავტობუსებს, მათი პირველი პარტია, 10 ავტობუსი, დედაქალაქში უახლოეს დღეებში, 15 სექტემბრამდე გამოჩნდება და ჭავჭავაძე–რუსთაველი–ბარათაშვილი–პუშკინის მიმართულებით ივლის.

მამუკა მუმლაძის განმარტებით, მომდევნო თვეებში ავტობუსების დამატება და, შესაბამისად, ავტოპარკის განახლება მოხდება – გარეუბნებში, ამორტიზებულ ყვითელ ავტობუსებს შეცვლის იგივე ყვითელი, თუმცა შედარებით ახალი ავტობუსები. როგორც ცნობილია, თბილისში თებერვლამდე „მანის“ 143 ლურჯი ავტობუსი უნდა შემოვიდეს, სულ კი ქალაქს 750 ერთეული სჭირდება. ამ ოდენობის ახალი ავტობუსების შემოყვანა მომდევნო წლების პერსპექტივაა.


ამ ეტაპზე დედაქალაქს 512 ავტობუსი ემსახურება. ახალი ავტობუსების შემოსვლის შემდეგ, მათი რაოდენობა  580–604–მდე გაიზრდება.


ასევე სიახლეა ის, რომ დედაქალაქში შემომავალი საქალაქთაშორისო მარშრუტები განისაზღვრება და შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მხოლოდ ამ მარშრუტზე მოძრაობის უფლება ექნება.


უახლოეს დღეებში თბილისს კიდევ ერთი სიახლე ელის – 5 სექტემბრამდე პერიოდში, პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კუს ტბის განახლებული საბაგირო ამოქმედდება. 
მუშაობა მიდის მთაწმინდის საბაგიროს განახლებაზეც – ეს ხაზი თბილისს მომავალი წლის ივლისისთვის დაემატება, ამ ეტაპზე კი კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up