რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა - სოციალური პასუხისმგებლობა თუ კორუფციული სქემა

რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა - სოციალური პასუხისმგებლობა თუ კორუფციული სქემა

access_time2020-04-13 14:20:14

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში სამედიცინო მასალების მწვავე დეფიციტი გამოიწვია, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. ქვეყანაში სამედიცინო პირბადეები დიდი ხნის წინ გაქრა, თუმცა, პრობლემის მოგვარებაში ძალიან მალე სახელმწიფო ჩაერთო და საქართველომ პირბადეების წარმოება დაიწყო.


ადგილობრივი წარმოების პროგრამაში 10-მდე სამკერვალო საწარმო ჩაერთო და დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები წამყვან სააფთიაქო ქსელებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა. გაყიდვაში ჩაშვებულ პირბადეს საზოგადეობის ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქართულ პირბადეებს აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ დოლბანდისგან შეკერილი პროდუქტი კორონავირუსისგან მათ დაცვას ვერ შეძლებს. მოქალაქეებს კითხვის ნიშნები პირბადის თვითღირებულებასთან დაკავშირებითაც აქვთ, მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მსგავსი ხარისხის პროდუქტს არ უნდა ასუბსიდირებდეს. საუბარია, 400 000 პირბადეზე, რომლის შესყიდვაც სახელმწიფოს 570 000 ლარი დაუჯდა. ერთ ცალ პირბადეში ჯანდაცვის სამინისტრომ „შპს ქართულ ტექსტილს“ 1,15 თეთრი გადაუხადა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად რეალურია საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადის ღირებულება, რა დაუჯდა სამკერვალო საწარმოს პროდუქტის წარმოება და რამდენად ეფექტურია  დოლბანდისგან შეკერილი პირბადე. საკითხზე სასაუბროდ „შპს ქართულ ტექსტილის“ დირექტორს და 100% წილის მმართველს ნიკა სიმონიშვილს დავუკავშირდით, თუმცა, სიმონიშვლმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და კომპანიის დირექტორთან ირაკლი გვენეტაძეთან გადაგვამისამართა. (ოფიციალურ დოკუმენტებში ირაკლი გვენეტაძე არ ფიგურირებს)

 

როგორც ირაკლი გვენეტაძე გვიყვება, 2018 წელს დაფუძნებული „შპს ქართული ტექსტილი“ 2000 წელს დაფუძნებული შპს Miller Industrial Group შვილობილი კომპანიაა. მისი თქმით, კომპანიას საწარმო აქვს როგორც თბილისში, ასევე ტყიბულში და ჯამში შპს Miller Industrial Group -ში 300 -მდე ადამიანია დასაქმებული. დირექტორის განმარტებით, კომპანიის ძირითადი საქმიანობა ტანსაცმლის შეკერვა და ექსპორტზე გატანაა, ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ  შპს Miller Industrial Group თანამშრომლებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორიცაა ZARA ,Koton H&M და ა.შ. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, კომპანიამ წარმოება შეწყვიტა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში პირბადეების წარმოება დაიწყო:

 

„ძირითადად, ექსპორტის მიმართულებით ვმუშაობთ, უბრალოდ ამ ვითარებიდან გამომდინარე შევაჩერეთ პროდუქციის ექსპორტზე გაგზავნა, სახელმწიფოს ვეხმარებით  და პირბადეების წარმოება დავიწყეთ. ვეხმარებით იმიტომ, რომ ჩვენი მუშაობა არის წამგებიანი. ექსპორტი ბევრად შემოსავლიანია, ვიდრე პირბადეების წარმოება. ეს ჩვენი მხრიდან დახმარება გამოდის. ადგილობრივ ბაზარზე პირბადეების დეფიციტი რადგან შეიქმნა, ჩვენ ვახდენთ დეფიციტის აღმოფხვრას“, - განმარტავს ირაკლი გვენეტაძე.

 

როგორც ირაკლი გვენეტაძე ამბობს, კომპანია პირბადეებს ახლაც აწარმოებს, მისი თქმით  „შპს ქართული ტექსტილი“ სახელმწიფოსთან თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს და ეს თანამშრომლობა იქამდე გაგრძელდება, სანამ სახელმწიფო მოითხოვს. „კომერსანტის“ კითხვაზე რა ჯდება პირბადის წარმოება? კომპანიის დირექტორი გვპასუხობს:

 

„რა მნიშვნელობა აქვს რა ჯდება პირბადის წარმოება? საჯაროა ხელშეკრულება და შეგიძლიათ ნახოთ. არანაირი მოგება ამ საქმიანობაში არ გვაქვს. ყველაფერი სერტიფიცირებულია, გვაქვს ლუგარის ლაბორატორიის დასკვნა, რის შემდეგაც დავიწყეთ წარმოება, პირბადეები ყველა სტანდარტს შეესაბამება. საწყენია, როდესაც სრული დატვირთვით ვმუშაობთ, ვშრომობთ და ცილს გვწამებენ“,- ამბობს ირაკლი გვენეტაძე.

 

 „ერთი არის უდავო რომ ეს კომპანია შერჩეული იყო რაღაც კავშირების საფუძველზე, ამას წყალი არ გაუვა, რადგან ჩვენთან სხვანაირად არ ხდება“,- ასე აფასებს სახელმწიფოს და „შპს ქართულ ტექსტილის“ თანამშრომლობას შეაჩერე კორუფციის“ ხელმძღვანელი ქეთევან ენუქიძე. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ როდესაც სახელმწიფო ბიზნესში ერევა დიდი ალბათობაა იმის, რომ რომელიმე კომპანია გარკვეული ნიშნით მაგალითად, ნეპოტიზმით იყოს შერჩეული.


 

„კარგად ვხედავთ, რამდენი სახეობის პირბადეა ბაზარზე, ვინმე იტყვის, რომ ხარისხით რომელიმე განსხვავდება ერთმანეთისგან, ამის ექსპერტიზა ვინმემ ჩაატარა? როდესაც კიდევ ერთი პროდუქცია შემოდის იმავე კატეგორიის მაგრამ აქ სახელმწიფოს ფული იხარჯება ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებელი. ფაქტია, რომ სახელმწიფო რადგან  დაინტერესდა ამ კომპანიით,მათთან გარკვეული კავშირებია  ოსაძებნია. იცით რამდენი კომპანიაა ვისაც ლობი ჰყავს? ძლიერებსაც  მათ შორის, რადგან ჩვენთან კომპანიები უმძიმეს მდგომარეობაში არიან და რა ქნან? პატრონი თუ არ მოძებნეს თავი რითი გაიტანონ, ბიზნეს ხომ არ დააქცევენ. ყველანი კარგად ვხვდებით, რომ თუ რომელიმე ბიზნესმენმა ფული არ გაიღო და ხელისუფლება არ დააფინანსა, იმ კომპანიის საქმე წასულა.კომპანიებს სხვა გზა არ აქვთ, იყენებენ ხელისუფლებას და ხელისუფლება თავის მხრივ შეიძლება უფრო მეტად იყენებდეს ამ ადამიანებს. ეს ყველფერი თავის დროზე ამოტივტივდება“, - განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.

 

„შეაჩერე კორუფციის“ ხელმძღვანელ ქეთევან ენუქიძეს აინტერესებს სინამდვილეში არის თუ არა 1,14 ლარი ამ პროდუქციის ნამდვილი ღირებულება. მისთვის გაუგებარია რატომ დასჭირდა სახელმწიფოს პირბადეები შეესყიდა მაშინ, როდესაც ბაზარი სავსეა ამ პროდუქციით. კიდევ ერთი საკითხი რაზეც ენუქიძე ყურადღებას ამახვილებს არის ეკონომიკის მინისტრის სატელევიზიო ეთერი როდესაც, ნათია თურნავამ მოსახლეობას სხვა სახის პირბადე წარუდგინა.

 

„პირბადეებთან დაკავშირებით პრეტენზიის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ 24 მარტს ნათია თურნავამ სულ სხვა პირბადეები წარმოგვიდგინა, ეს პირბადეები ვიზუალური კუთხითაც გაცილებით უკეთესი ხარისხის იყო, მაგრამ ფაქტის წინაშე როდესაც აღმოვჩნდით სულ სხვა პირბადეები მოგვაწოდეს. რატომ იყო შემოთავაზებული ერთი სახეობა და რატომ არის მოწოდებული მეორე სახეობა. მარტო ვიზუალურ მხარეზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე რომ სხვა გამოვიწერეთ და სხვა ჩამოვიდა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ფულია დახარჯული წარმოებაში და ეს არ არის კონკრეტული კომპანიის კერძო წარმოება, რომელიც ბაზარზე კონკურენტულ გარემოს შექმნიდა. აქ კომპანია არაფერ შუაშია, სახელმწიფო ფაქტობრივად გვატყუებს“, - აცხადებს ქეთევან ენუქიძე.

 



არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს აინტერესებს დოლბანდის პირბადე, რამდენად არ შეიყვანს ადამიანს შეცდომაში და რამდენად შეიძლება მოქალაქეების დაცულობა აბსოლუტურად იყოს უზრუნველყოფილი.

 

„მოვისმინეთ, რომ ეს პირბადეები შავი ჭირის დროს გამოიყენეს, შავი ჭირის ბაქტერია და კორონავირუსის ბაქტერია ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება, ესეც სპეციალისტების ნათქვამიდან შეგვიძლია დავასკვნათ. კორონავისუთან დაკავშირებული პანდემია თუ შავი ჭირისგან დამცავი იგივე ფაქტურის პირბადის წარმოება რამდენად ადექვატურია? ყველანაირად ცდილობენ უტრირებულად წარმოგვიდგინონ პრობლემა რომლიც არის მაშინ, როდესაც ბიუჯეტის ფულია დახარჯული. ეს არის იმ ხალხის ფული, რომელიც ახლა ფაქტობრივად უმუშევარი დარჩა“, - ამბობს ქეთევან ენუქიძე.

 

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს სადაც ვკითხულობთ, რომ დოლბანდის პირბადეები უფრო ცუდად იცავს (ფილტრავს) ვირუსებისგან ვიდრე ერთჯერადი ქირურგიული პირბადე. მისი თქმით, მოქალაქეებს თუ სხვა არ აქვთ, შეუძლიათ ატარონ ქართული წარმოების პირბადე, გარკვეულად შეძლებენ თავის დაცვას, თუმცა, დოლბანდის პირბადეების გამოყენება სამედიცინო პერსონალის მიერ სრულიად გაუმართლებელია. ექიმი ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ მსგავსი პირბადეების წარმოება არანაირად არ არის გამართლებული. რევაზ ბოჭორიშვილის განცხადებით, ის ფინანსები რაც წარმოებისთვის გამოიყო, სჯობდა ერთჯერადი პირბადის შესასყიდად დახარჯულიყო.

 

თუმცა, რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ ქართველ მედიკოსებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება.

 

„ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც, შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში წარმოებული ნიღბები წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად იცავს და მისი გამოყენება არათუ მოქალაქეებს, არამედ მედიკოსებსაც შეუძლიათ.

 

„დღევანდელი თაობა ცოტა განებივრებულია პირბადეების ნაირსახეობებით, რომელიც არსებობს ბაზარზე და იყო მსოფლიოში, დღეს კი ყველგან დეფიციტია. მე გუშინ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ვნახე და ამის დიზაინი ბევრად უკეთესია, ამას აქვს ერთი მხრიდან ცხვირის ადგილას მონიშნული და ვერ შეცვლი ისე, რომ არასწორად გაიკეთო. ეს აშკარად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია, ვიდრე ჩვეულებრივი პირბადე და ეს არის ანა-ბანა.

 

სანამ იქნებოდა ის ნიღბები, ჩვენ ყველანი, მათ შორის ჩვენი სამსახური, რომელსაც ყველაზე საშინელი სახელი ერქვა საქართველოში – „შავი ჭირი“, ვიყენებდით ასეთ ნიღბებს და ვმუშაობდით არა მარტო „შავ ჭირზე“. სწორედ იმ დეპარტამენტის, რომელიც შეისწავლის და დასკვნებს გასცემს, ეს პირბადეები რამდენად დამცავია, მისი ხელმძღვანელები არიან ბატონი შოთა ცანავა და გელა მგელაძე. ეს ორი ადამიანი, საქართველოში თავის დროზე ყვავილის ვირუსზე მუშაობდა და მუშაობდნენ აი, ასეთი პირბადეებით, ჩვეულებრივი ბინტით. ეს იცავს წვეთოვანი ინფექციებისგან ძალიან ეფექტურად. ჩვენ ექიმებს ვურჩევთ, გამოიყენონ რესპირატორი N95 მხოლოდ იმ დროს, როცა ისინი ახორციელებენ პაციენტებთან ინტუბაციას, სადაც აეროზოლიზაციის რისკი მაღალია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეს ექიმმაც კი შეიძლება უპრობლემოდ გამოიყენოს, არათუ მოსახლეობამ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

საქართველოში წარმოებული პირბადეების ხარისხთან დაკავშირებით კითხვები არც ეკონომიკის მინისტრს აქვს. ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პირბადე მოდური აქსესუარი არაა და ბაზარზე არსებულ პირბადეებს შორის ყველაზე უსაფრთხოა. რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია საქართველოში წარმოებული პირბადეები ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა მოსახლეობას სხვა ალტერნატივას არ სთავაზობს.

 

 ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up