რა შესაძლებლობებს აძლევს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს? - PMCG-ის მიმოხილვა

რა შესაძლებლობებს აძლევს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს? - PMCG-ის მიმოხილვა

access_time2022-08-05 17:00:30

რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს რამდენიმე შესაძლებლობაც შეუქმნა, როგორიცაა: შუა დერეფნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაზრდა; კვალიფიციური მუშახელის შემოდინება, მათ შორის სპეციალისტებისა და, უფრო კონკრეტულად, IT სპეციალისტების; რუსეთიდან გასული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის შესაძლებლობა, — ამის შესახებ PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული.


„თითოეული შესაძლებლობა დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი და რაც შეიძლება მალე უნდა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის სარგებლის მოსატანად. უნდა მივიღოთ სასწრაფო ზომები მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე ომის გავლენის შესამცირებლად. საჭიროა ამ ადამიანებისა და ჯგუფების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა. გრძელვადიან პერსპექტივაში, მთავრობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც გამოხატული უნდა იყოს რეალური შემოსავლების ზრდის ტემპში“,  ნათქვამია მიმოხილვაში.


მიმოხილვაში მზარდი გლობალური გაურკვევლობის ტენდენციებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით გაურკვევლობას შემდეგი ფაქტორები ზრდის: 1. რუსეთი-უკრაინის ომი; 2. COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში, განსაკუთრებით ჩინეთში; 3. რეკორდულად მაღალი ინფლაცია მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებში, განსაკუთრებით საკვებისა და ენერგიის გაზრდილი ფასების ხარჯზე. 4. საპროცენტო განაკვეთის გლობალური ზრდა; 5. აშშ-ის ეკონომიკის სტაგფლაციისა და გლობალური რეცესიის რისკი; 6. განვითარებადი ეკონომიკებიდან კაპიტალის გადინების რისკი. 7. COVID-19 პანდემიის ახალი ტალღის რისკი მსოფლიოს მასშტაბით; 8. მიმდინარე ომი, რომელსაც დასასრული ჯერ არ უჩანს, უფრო ამწვავებს უკვე არსებულ პრობლემებს.



„ყველა ეს ფაქტორი ერთად, იწვევს გლობალური გაურკვევლობის ზრდას, რაც შეიძლება გამოიხატოს მსოფლიო გაურკვევლობის ინდექსით. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 პანდემიის დაწყებით გამოწვეული გაურკვევლობა ბევრად უფრო მწვავე იყო, ვიდრე ახლაა, მისი ინდექსი მეტია ან ტოლი ისეთი მოვლენების დროინდელი მაჩვენებლისა, როგორებიცაა: 9/11, 2008 წლის ფინანსური კრიზისი და ბრექსიტი. აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსი გლობალურია და იმის გამო, რომ ომი მიმდინარეობს საქართველოს მეზობელ ქვეყანაში, რეგიონის ამჟამინდელი გაურკვევლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურს“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.


ამის პარალელურად, PMCG-ის რეკომენდაციაა, რომ მთავრობამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ყველა საერთაშორისო სანქციის დასაცავად, რათა ქვეყანა არ აღმოჩნდეს რეპუტაციის შელახვისა და მეორად სანქციებში მოხვედრის რისკის წინაშე.



თეგები:
PMCG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up