რა შენდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ - ორანჟერეა, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია

რა შენდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ - ორანჟერეა, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია

access_time2019-06-12 10:56:37


კარგ სიახლეზე უნდა ვისაუბროთ, ამიტომ საკითხის ტექნიკური ნაწილი თავიდანვე მოკლედ მიმოვიხილოთ.


დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანთან არსებული ტერიტორია (7 648კვ.მ.), რომელზეც ამჟამად „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა. იმავე კომპანიას ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიმდებარე მეორე ნაკვეთიც (9 623 კვ.მ.). „კია მოტორსს“ ტერიტორია დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული.


ამბავი ასეთია: მოძველებული და ერთფუნქციური შენობა, ახალი, მრავალფუნქციური ორანჟერეით უნდა ჩანაცვლდეს. შესაბამისად, დახურული სივრცე გაიხსნას და საერთო სარგებლობის გახდეს. სამუშაოების ფარგლებში, უნდა დაირგოს 150-მდე ხე-მცენარე, რომელიც ტყე-პარკის ტერიტორიას შეემატება. „ანაგმა“ პროექტის შემუშავება კომპანია „სტუდია 9„-ს დაუკვეთა.
სანამ საკითხის დეტალებზე გადავალთ, გეტყვით, რომ გასული წლის 20 ივნისს თბილისის არქიტექტურის სამსახურთან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. სამუშო პროცესში პროექტი უფრო დაიხვეწა და საბოლოოდ სახით, სექტემბერში დამტკიცდა.


პროექტის შესახებ მის ავტორს, „სტუდია 9„-ის საპროექტოს მთავარ არქიტექტორსა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა ჩხაიძეს ვესაუბრეთ.






- რას გულისხმობს ორანჟერეა და როგორია პროექტი?


- წარმოიდგინეთ ზამთრის ბაღი... უფრო ზუსტად კი, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, ღია სივრცეში არსებული გადახურული პარკი, რომელიც მთლიანად ლანდშაფტურ ზონას წარმოადგენს. თანაც, დიდი პარკისგან განსხვავებით, აქ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში შეგიძლიათ ისეირნოთ მეგობრებთან, ოჯახთან ერთად, დაისვენოთ და გაერთოთ. მრავალფუნქციური ორანჟერეა სხვადასხვა კულტურულ-გასართობ სივრცეებს აერთიანებს. აქ მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, ქალაქის მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მეტიც, სცენის კაპიტალურობიდან გამომდინარე, ორანჟერეაში თეატრალური სპექტაკლების გამართვაც კი იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მინდა, ხაზი ერთ სასიამოვნო გარემოებასაც გავუსვა. ტურისტები ჩვენს დედაქალაქში, პირველყოვლისა, ძველი თბილისით ინტერსდებიან ხოლმე. ორანჟერეა ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან მის არიქტექტურაში წარმოდგენილი იქნება ძველი ქალაქის ფრანგმენტები, რომლებიც თბილისურ ხასიათს წარმოაჩენენ.


პროექტის თანახმად, პარკის ინტერიერი და ექსტერიერი ერთ მთლიანობას წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობისგან განსხვავებით, ტერიტორია არ შემოიღობება და არასდროს იქცევა ჩაკეტილ ზონად. ის ქალაქის თითოეული მაცხოვრებლისა და სტუმრისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. საბოლოოდ, მივიღებთ ისეთ რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც თბილისს არასდროს ჰქონია. სწორედ ამის გამო ვთვლით თავს ნოვატორებად პროექტის შემქმნელები, რომლებმაც ქალაქის, მოსახლეობის და კერძო მესაკუთრის ინტერესების გაერთიანება შევძელით.




- ნაკვეთი, რომელზეც ორანჟერეა უნდა მოეწყოს, ფუნქციური ზონის სტატუსიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის მშენებლობას ექვემდებარება?



- რა თქმა უნდა. ტერიტორიას 2011 წელს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც მსგავსი ტიპის მშენებლობას შესაძლებელს ხდის. „ანაგმა“ ნაკვეთი 2012 წელს იყიდა.



- ბატონო მამუკა, პროექტის განხორციელება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას სრულად გამორიცხავს?


- ამას, ფუნქციიდან გამომდინარე, თავად პროექტი გამორიცხავს. დღესდღეობით, დაბეტონებული ნაკვეთის პირობებში, ხეებზე საუბარიც ზედმეტია. პროექტის განსახორციელებლად მხოლოდ ხეების არ მოჭრა კი არ იგემგება, ორანჟერეის მიზანი უფრო მეტი მცენარეა. ორანჟერეის შიდა სივრცესთან ერთად, ახალი მცენარეები გარე ტერიტორიაზეც უნდა დავრგოთ, ძველები კი, შევინარჩუნოთ. დენდროლოგები დეტალურად სწავლობენ არეალს, რათა ზუსტად გაარკვიონ, რომელ მცენარეს რა პერსპექტივა ექნება და როგორ შეასრულებს მინიჭებულ ფუნქციას. საუბარია ეგზოტიკურ მცენარეებზე, რომლებსაც ტყე-პარკში ვერ შეხვდებით. არ მგონია, ვინმეს ეს იშვიათი მრავალფეროვნება არ მოეწონოს.





- როგორ ფიქრობთ, ეს მშენებლობა მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ტიპის მშენებლობების წამოწყების მიზეზი ხომ არ გახდება?


- ჩვენ ვთავაზობთ მერიას, უარი თქვან ყოველგვარ მშენებლობაზე დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რადგან არც ერთი კვადრატული მეტრი არ იყოს გამოყენებული ისეთი კერძო ინტერესისთვის, რომელიც თუნდაც მცირე ტერიტორით სარგებლობას შეუზღუდავს ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს. ორანჟერეა არ არის ჩვეულებრივი შენობა. ის ლანდშაფტური, გამწვანებული სივრცეა, რომლის მიზანიც დიღმის ტყე-პარკისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა. ამ ტერიტორიაზე მშენებლობის განვითარება კატეგორიულად მიუღებელია.



7 648 კვ.მ-დან „კია მოტორსის“ ავტოსალონს 4 900 კვ.მ. უკავია. მშენებლობის დაწყების და გაგრძელების პრეცედენტი რომ არ გაჩენილიყო, კომპანიამ გადაწყვიტა, ორანჟერეა, მეტწილად, არსებული შენობის გაბარიტებში ჩაესვა და დამატებით გაეგრძელებინა ამავე ნაკვეთის მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს „კია მოტორსი“ სხვდასხვა მასალის განსათავსებლად იყენებს. მოკლედ, ორანჟერეა მხოლოდ ამ ნაკვეთს იკავებს და გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის გარდა, სხვა ტიპის მშენებლობა და მშენებლობის სამომავლო განვითარება იდეის დონეზეც არ განიხილება. ეს მკაცრადაა განაზღვრული თავად „ანაგისთვის“ და მერიასთანაც ასეა შეთანხმებული.



- ხსენებული ნაკვეთის გვერდით „ანაგის“ საკუთრებაში არსებული მეორე ნაკვეთიც მდებარეობს. რა ბედი ეწევა ამ ნაკვეთს?


- „ანაგის“ საკუთრებაში არსებული 9 623 კვ.მ ტერიტორია, კომპანიის გადაწყვეტილებით, ხელუხლებლად რჩება პარკის საერთო სარგებლობაში.


- ბატონო მამუკა, რომ შევაჯამოთ, დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეის მოწყობა მოსახლეობის ინტერესს ხომ არ დააზიანებს და შეძლებს თუ არა ახალი პარკი, ორგანულად შეერწყას არსებულ ლანდშაფტს?


- თუ დღეს რაიმე აზიანებს მოსახლეობის ინტერესს, ეს, პირველყოვლისა, ავტოსალონია. ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ადგილას მდებარე დაწესებულება, რომელიც, ფუნქციიდან გამომდინარე, გარემოს გარკვეულ ზიანსაც აყენებს. ჩვენ სერიოზული ამბიცია გვაქვს - ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში, სწორედაც რომ, ორგანულად ჩაეწეროს. შესაბამისად, არსებული ვითარება არა გარეგნულად, არამედ ფუნქციურად იცვლება. ეს ნაბიჯი იქნება სტიმული იმისა, რომ მესაკუთრემ პირადი ინტერესი ქალაქის ინტერესზე წინ არ დააყენოს. ნაცვლად იმისა, რომ არსებული შენობა დაეტოვებინათ, ჭერი გადაეღებათ ან უბრალოდ შეერემონტებინათ, შინაარსობრივად არაფერი შეეცვალათ და ობიექტი მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინათ (რაც, კანონით, შესაძლებელი იყო), გადაწყვეტილება სხვაგვარი მიიღეს. ტექნოლოგიურად, დამკვეთს მდგომარეობა გაურთულდა. შენობა, ორანჟერეის მოსაწყობად, მთლიანად უნდა დაინგრეს და თავიდან, სხვა პრინციპებითა და მიდგომებით აშენდეს: მოეწყოს ტექნიკური სართული, სადაც მთელი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება, შენობა მინით გადაიხუროს, რათა მცენარეებამდე მზის სხივებმა მიაღწიოს, შენარჩუნდეს ჰავა, გაკეთდეს შადრევანი, შიდა გადაადგილებისთვის მოეწყოს ქვაფენილიანი ქუჩა და მივიღოთ საბოლოო შედეგი - განვითარდეს ეკოლოგიური და საპარკე ინფრასტრქუტურა, რომლებიც ერთმანეთს შეერწყმება.


ჩვენი საპროექტო მზადაა, სამომავლოდ მერიას წინადადებით მიმართოს და პარკის მთელი კონცეფცია შეიმუშაოს. ვთვლით, რომ ახლა სწორედ პარკის კონცეფციის ერთ ნაწილს ვაშენებთ.


- თქვენი ინფორმაციით, ჰქონდა თუ კომპანიას კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და როგორ ფიქრობთ, რამდენად პოზიტიურად შეხვდებიან ისინი ასეთი კომპლექსის არსებობას?


- კომპანია „ანაგი“ და ასევე, პროექტის ავტორები უახლოეს დღეებში ვაპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრა გავმართოთ და პროექტის შესახებ ინფორმაცია პირადად გავაცნოთ. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეორგოლიც, სადაც მთლიანად არის ახსნილი და ნაჩვენები პროექტის დეტალები. დარწმუნებულები ვართ, რომ იმ სიმახინჯეს, რომელიც ქალაქის ამ უბანში არსებობს, ყველა ჯანსაღი აზროვნების ადამიანი ნამდვილად არჩევს ასეთი რესპექტაბელური კომპლექსის არსებობას, რომელიც შესაძლოა, ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდეს. ამ პროექტით თბილისლები, რეკრეაციული ზონის სახით, კომპანიისგან ერთ ძალიან დიდ საჩუქარს მიიღებენ.




(NS)






დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up