რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს COVERED BOND-ის ინვესტორი საპენსიო სააგენტო - ლევან სურგულაძის პასუხი

რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს COVERED BOND-ის ინვესტორი საპენსიო სააგენტო - ლევან სურგულაძის პასუხი

access_time2022-01-24 11:00:59

ქართულ ბაზარზე იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ე.წ. Covered Bonds-ის ინსტრუმენტი ინერგება. კანონპროექტის მიზანია, დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება. ჩარჩოს შემუშავებაში ჩართულები არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც (EBRD, IFC).



როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოში ლარის იპოთეკური სესხების უდიდესი ნაწილი არის ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე და ასეთ შემთხვევაში საპროცენტო რისკი გადადის მსესხებელზე. თუ ლარის გრძელვადიანი დაფინანსება და მისი წილი გაიზრდება ფიქსირებული განაკვეთით, ეს ხელს შეუწყობს ფიქსირებული ტიპის სასესხო ინსტრუმენტების განვითარებას. თუკი იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები აქტიურად იქნება გამოყენებული საბანკო სექტორის მიერ, იპოთეკური სესხის განაკვეთი მიებმება არა რეფინანსირების განაკვეთს, არამედ Covered Bonds-ის განაკვეთს და შესაბამისად, იპოთეკური სესხების პროცენტი შეიძლება ფიქსირებული გახდეს.



ფინანსისტმა და საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ „კომერსანტთან“იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ ვრცლად ისაუბრა.



„იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ბონდი და უფრო ზოგადად, აქტივებით უზრუნველყოფილი ბონდი წარმოადგენს წარმოებულ (derivative) ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელ ინსტრუმენტშიც დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, მე-20 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, საპენსიო აქტივების ინვესტირება აკრძალულია.


იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ბონდების ემისიის შემთხვევაში, სესხები რჩება ემიტენტი ბანკის ბალანსზე და ამ სესხების ოპერაციულ მომსახურებასააც ბანკი აწარმოებს. სესხებიდან შემოსული სარგებელი კი ემსახურება აღნიშნულ ბონდებზე სარგებლის გადახდას ინვესტორებისთვის. არსებითად, ბანკი თმობს მისი იპოთეკური სესხების პორტფელის ან მისი ნაწილის შემოსავლიანობას და, შესაბამისად რისკსაც, რომელსაც გადასცემს ინვესტორს, ხოლო თვითონ იტოვებს ამ სასესხო პორტფელის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ჩვენი იპოთეკური ბაზარი არ არის იმდენად განვითარებული, რომ არსებული კონკურენციის პირობებში, ბანკებს ჰქონდეთ გარანტირებული მოტივაცია დათმონ მათ იპოთეკურ პორტფელებზე შემოსავალი ან მისი ნაწილი.


ნებისმიერ შემთხვევაში, იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების საკანონმდებლო ჩარჩო და ასეთი ინსტრუმენტების გამოჩენის შესაძლებლობა, უდაოდ არის წინგადადგმული ნაბიჯი, სტრუქტურული ფინანსების უმარტივესი პროდუქტის გამოჩენით, საფუძველი ჩაეყაროს უფრო სოფისტიცირებული, უფრო მოქნილი, ინვესტორის საჭიროებებზე მორგებული სექიურიტიზაციის ინსტრუმენტების განვითარებას. ასეთ ინსტრუმენტებში, თუნდაც იგივე იპოთეკური სესხების პორტფელში დაბალი კორელაციის გათვალისწინებით და შესაბამისი ტრანშირების მეთოდოლოგიის გამოყენებით შეიძლება შეიქმნას როოგორც ძალიან მაღალი საკრედიტო ხარისხის (დაბალიი რისკის), ისე საშუალო და დაბალი საკრედიტო ხარისხის (მაგრამ, მაღალშემოსავლიანი) ობლიგაციები, რომლებიც ინვესტორებს მისცემს უფრო ფართო არჩევანს მათთვის სასურველი რისკი / სარგებლიანობის სასურველი ბალანსის მიხედვით და შესაბამისად გაფართოვდება პოტენციურ ინვესტორთა არეალიც“,
- განმარტა ლევან სურგულაძემ.




სებ-ის მოლოდინით, ლარის COVERED BOND-ის ინვესტორი საპენსიო სააგენტოც იქნება, ანუ ის კატეგორია, რომელსაც გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკა გააჩნია. თუმცა, ლევან სურგულაძე თვლის, რომ აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობაა.



„რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს მიერ საპენსიო ფონდის სახსრებით ზემოაღნიშნული იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების შეძენას, აქ მნიშვნელოვანი წინაპირობებია შესასრულებელი, მათ შორის და არა მარტო:


  1. კანონმა უნდა დაუშვას ასეთ წარმოებულ (derivative) ინსტრუმენტებში ინვესტირება;
  2. საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ექსპერტიზა, რომ სწორად გამოთვალოს ასეთი ინსტრუმენტების შესაძენი სამართლიანი ფასი. ასეთი ინსტრუმენტების შეფასება მოითხოვს ძალიან მაღალ კვალიფიკაციას;
  3. საპენსიო სააგენტოს უნდა გააჩნდეს რისკის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოქმედი სტრუქტურა და მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც ფლობენ შესაბამის მეთოდოლოგიებს და შეძლებენ აღნიშნული ინსტრუმენტების რისკების პერიოდულ გამოთვლას და მთლიანი საინვესტიციო პორტფელის რისკის პროფილთან აგრეგირებას“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.



აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s - მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ იპოთეკური ობლიგაციების შესახებ კანონპროექტზე თავის ანგარიშში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, იპოთეკური ობლიგაციების შესახებ საქართველოს ახალი კანონპროექტი ბაზრის განვითარების მყარ საფუძველს ქმნის. პროექტი, ევროპის სხვა ქვეყნების კანონმდებლობის მსგავსად, ითვალისწინებს მძლავრი დაცვის მექანიზმებს ინვესტორებისთვის, მათ შორის ნორმებს უზრუნველყოფის ბაზის ხარისხის შენარჩუნების თაობაზე და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის მოთხოვნებს, რომლებიც უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთი დამკვიდრებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის შემთხვევაში.



ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up