რა შემთხვევაში შეძლებთ საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას -ცვლილებები საჰაერო კოდექსში

რა შემთხვევაში შეძლებთ საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას -ცვლილებები საჰაერო კოდექსში

access_time2020-05-26 11:00:15

საქართველოში ავიკომპანიის დაფუძნება და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მოპოვება მხოლოდ იმ კომპანიებს შეეძლებათ, სადაც საკონტორლო პაკეტს საქართველოს მოქალაქეები ან სახელმწიფო ფლობს, – ცვლილება „საჰაერო კოდექსში“ შედის, რომელიც სავარაუდოდ 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.


ახალი რედაქციით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში კომპანიაზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო ან საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი ფლობს წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, თავად ამ იურიდიული პირის 50%-ზე მეტსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქე, ან მოქალაქეები, სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულები.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ ცვლილებას პრაქტიკაში მიღებულ შედეგებს უკავშირებს.


აქამდე საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნება და ოპერირების მოწმობის მოპოვება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ კომპანიას შეეძლო, თუმცა აღმოჩნდა, ასეთი კომპანიებისთვის მაინც შეუძლებელია უცხო ქვეყნის კომპეტენტური უწყების შესაბამისი ფრენის ნებართვა მოიპოვოს (კონკრეტულ შემთხვევაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან გაიცა უარი ამგვარი ავიაკომპანიისთვის ფრენის ნებართვაზე), რაც საბოლოოდ შეუძლებელს ხდის ამგვარი ავიაკომპანიის მხრიდან გარკვეული საერთაშორისო ფრენის განხორციელებას.



„ანუ ამგვარი ავიაკომპანია აიღებს ქართულ გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას, თუმცა სხვა ქვეყანაში მან შესაძლოა მაინც ვერ შეასრულოს ფრენა, თუკი შესაბამისი სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანო უარს განაცხადებს მისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ ეს კომპანია არ წარმოადგენს ქართულ კომპანიას. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია 581 მუხლის მე-2 ნაწილიდან დაკორექტირდეს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


ამგვარი პრობლემა მაგალითად შეექმნა ავიაკომპანია MYWAY AIRLINES-ს, როდესაც ევროპულ ქვეყნებში ნებართვის მიღებისთვის კომპანიამ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილება შეიტანა.


კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება შედის, კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველი ვალდებული იქნება მოიპოვოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა არა მხოლოდ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, არამედ აგრეთვე საჰაერო ხომალდის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემისთვისაც.


ამ შემთხვევაში მეიჯარე სარგებლობის უფლებით გადასცემს მოიჯარეს საჰაერო ხომალდს ეკიპაჟთან ერთად და აღნიშნული საჰაერო ხომალდის ოპერირებაზე (ე.ი. უშუალოდ საჰაერო ხომალდზე, მის ეკიპაჟზე, აგრეთვე ტექნიკურ მომსახურებაზე და დაზღვევაზე) პასუხისმგებელი რჩება მეიჯარე.


„ბიზნესპარტნიორი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up