რა შემთხვევაში გაძვირდება პური საქართველოში - მეხორბლეთა ასოციაცია

რა შემთხვევაში გაძვირდება პური საქართველოში - მეხორბლეთა ასოციაცია

access_time2020-09-02 14:30:23

რუსეთში ხორბლის გაძვირებას შესაძლოა, საქართველოში პურზე ფასის მატება მოყვეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსული საექსპორტო ხორბალი კიდევ 15 დოლარით გაძვირდება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსსს“ მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.



როგორც ცნობილია, ბოლო დღეებში რუსეთში ხორბლის ფასი იზრდება. გასულ კვირასთან შედარებით ზრდამ 9-10 დოლარი, გასულ წელთან შედარებით კი, 22-23 დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საექსპორტო ხორბლის ღირებულება ერთ ტონაზე კიდევ 12-13 დოლარით გაიზარდოს. ამ დროისთვის ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 2012-2013 დოლარია.



საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავა ამბობს, რომ მიუხედავად ხორბლის ფასისი მატებისა, საქართველოში ფქვილის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის, რუსეთში ხორბლის ფასი კიდევ 15 დოლარით თუ არ გაიზარდა.



,,შესყიდვები ჩვენს მიერ მუდმივად ხორციელდება. პანდემიის პირობებში, მარაგების შესახებ რეკომენდაცია გაზრდილია და ჩვენც მივყვებით ამ გაზრდილი მარაგის პრინციპს, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საკოორდინაციო შტაბთან ერთად მარაგების კონტროლი.



რა თქმა უნდა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენცია ჩვენზეც აისახება, მაგრამ მარაგებიდან გამომდინარე მდორედ მიმდინარეობს პროცესი. თუ ფასი კიდევ 15 დოლარით არ გაიზარდა, ჩვენთან ფქვილი და შესაბამისად, პური არ გაძვირდება. შემდეგ შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებები, მაგრამ არა დრამატული.




ფქვილის ბაზარზე არსებობს ორი რისკი ფქვილის ფასი და ლარის კურსი. რომელიმე ფაქტორი რადიკალურად თუ არ შეიცვალა, არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე ქვეყნაას 1,5-2 ორი თვის მარაგი აქვს“, - განაცხადა სილაგავამ.



სილაგავა ამბობს რომ ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი წელსაც რუსეთი იქნება თუ არა, ამას 20 დღეში ყაზახეთში აღებული მოსავალი განაპირობებს.



,,გასულ წელს ყაზახეთში ხორბლის ძალიან ცუდი მოსავალი იყო, შესაბამისად, სატრანსპორტო მდგენელის სუბსიდირების მექანიზმი ვერ იქნა გამოყენებული, რაც ყაზახეთსა და საქართველოს აქვს. წელს, სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ გაირკვევა როგორი იქნება მოსავალი იქ და რამდენის იმპორტირებას შევძლებთ. ასევე, როგორი იქნება ფასი, ეს 20 დღის შემდეგ გვეცოდინება, როცა ყაზახეთში ხორბლის აღება აქტიურ ფაზაში შევა“, - აღნიშნა სილაგავამ.



მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, წელს, საქართველოში სამწუხაროდ არ იყო კარგი მოსავალი და მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის 10%-ზე ნაკლების დაკმაყოფილებას შევძლებთ: „მაგრამ პროგრამებით, რომელიც ამოქმედდა, 2- 3 წელიწადში იმედი გვაქვს, რომ ცოდნისა და ტექნოლოგიის ხარჯზე, საერთო მოთხოვნის 40% უზრუნველვყოფთ, რაც ჩვენი მაქსიმუმია“, - ამბობს სილაგავა.



შეგახსენებთ, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 222,840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 49,371 მლნ დოლარის ღირებულების.



BPN.GE




თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up