პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი განმარტავს, რა შემთხვევაში ექვემდებარება COVID-19-ით ინფიცირებული მოქალაქე ჰოსპიტალიზაციას. რატიანის თქმით, სწორედ ამ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის დროს უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ოჯახის ექიმს ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კლინიკაში გადასაყვანად.
"ინფიცირების შემთხვევაში, მას თუ დაერთო კლინიკური სიმპტომატიკის გამოვლინება – 5 ტიპად შეგვიძლია დავყოთ გამოვლინება: აკლინიკური ფორმა, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული. ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც:
- აქვთ ძლიერი საერთო სისუსტე;
- გამოხატულია 48 საათს პლუს 1 საათი ცხელების ეპიზოდი – ეს არის ცხელება 38 პლუს 1°C;
- ძლიერი საერთო სისუსტე;
- სუნთქვის გაძნელება;
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა აუცილებლად ჰოსპიტალს. ეს იქნება ოჯახის ექიმი, თუ გადაუდებელი დახმარების ცენტრი". – ამბობს ლევან რატიანი.
Tabula.ge