რა შემთხვევაში დაწესდება ხელახლა შეზღუდვები

რა შემთხვევაში დაწესდება ხელახლა შეზღუდვები

access_time2020-04-28 13:53:17

არ არის გამორიცხული, რომ თუ კი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, არსებული შეზღუდვები არა თუ მოიხსნას, არამედ პირიქით, უკან დაბრუნება და გამკაცრება მოგვიწიოს. ზუსტად ამ საფრთხეებზე საუბრობენ „რეზონანსთან“ სპეციალისტები, რომლებიც ამბობენ, რომ, რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი არ გვაქვს და არ ვიცით სტატისტიკა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით დავდებული რამდენი ადამიანი გვყავს.


პაატა იმნაძემ კი განაცხადა, რომ უკვე ე.წ. პიკურ პერიოდში ვიმყოფებით და ყველა ის ადამიანი გააკრიტიკა, ვინც ამბობს, რომ უფრო მეტი დაავადებული გვყავს, ვიდრე ამის გამოვლენა ხდება.


თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეზღუდვების შესაძლო ძალაში დატოვებას თავად ხელისუფლებაშიც განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელახლა დაწესდეს და ამოქმედდეს შეზღუდვები. ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია და წესი, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და გარშემომყოფებს.


“გეგმა, რომელიც წარდგენილი იქნა საქართველოს მთავრობის მხრიდან, იყო თანმიმდევრული და მას გააჩნდა რამდენიმე ეტაპი, რომელშიც გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა, ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე - ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ჩვენს ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება მთელი ქვეყნის მასშტაბით.


“კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მათ გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში და მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და საკუთარ წრეს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის თითოეულ მიმართულებაზე კვირის განმავლობაში დარგობრივი სამინისტროები პრეზენტაციებს წარადგენენ.


ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ყველა მიხვდა მხოლოდ სოციალური დისტანცია და სახლში ჯდომით ვირუსს ვერ გავუმკლავდებით, რადგანაც ის არსად წასვლას არ აპირებს. მითუმეტეს, ასე დიდხანს ჩაკეტვა ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის შიმშილით სიკვდილის ტოლფასია.



სურგულაძე ამბობს, რომ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტი უფრო სწორი მიმართულებაა, რადგანაც რაც უფრო მეტი ადამიანი გადაიტანს ამ ვირუსს ადვილად, იმუნიტეტს მით უფრო მეტი გამოიმუშავებს. ამიტომაც, მისი აზრით, ქვეყნის ჩაკეტვა იმაზე ადრე მოგვიწია, ვიდრე ეს საჭირო იყო. ხოლო ახლა თუ კი ეპიდემიოლოგირუი სიტუაცია დამძიმდება, მაშინ გამოვა, რომ ეკონომიკას და ხალხს ამდენი ზიანი ტყუილად მივაყენეთ.


„ეს ყველა შეზღუდვები იმისთის არის, რომ სამედიცინო სფეროს გადატვირთვა არ მოხდეს. სამედიცინო ინფრასტრუქტურამ ერთდროულ ნაკადს გაუძლოს. შეერთებულ შტატებში ძირითადი ნაწილი სახლში მკურნალობს და მხოლოდ სუნთქვის გაძნელების შემდეგ საავადმყოფოში გადაჰყავთ.“ამერიკას ამდენი სიკვდილიანობაც ამიტომ აქვს, რომ ერთნაირმა ნაკადმა დაარტყა თავიდან და კონტროლი ვერ შეძლეს. თუმცა, საქართველოში ეს არ მოხდა. მაგრამ, ხალხს მოშივდა და კორონავირუსს იმდენ საფრთხედ აღარ მიიჩნევენ, როგორც შიმშილს. ამერიკის მსგავსი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არ ვართ.


“ეკონომიკას, რაც უფრო გვიან ავამუშავებთ, მით უფრო მეტი პრობლემები გვექნება. უბრალოდ, ვერ ვხვდები მიზეზსს, მუნიციპალური ტრანსპორტი რატომ არ უნდა ამუშავდეს, თუ კი ყველანაირ რეკომენდაციებს დავიცავთ.“მაგალითად, ავტობუსში მგზავრების რაოდენობა დავაწესოთ, რამდენი უნდა იჯდეს დისტანცირებულად. ასევე, პირბადის გარეშე არ აუშვას პოლიციამ მგზავრი ტრანსპორტში. მიკროავტობუსებში კი მხოლოდ დასაჯდომი რაოდენობის ადამიანები შევუშვათ.


“თუმცა არსებობს შანსი, რომ ეპიდემიოლოგირუი სიტუაცია გაუარესდეს, რადგანაც ქვეყანას ზუსტი სტატისტიკა და მონაცემები არა აქვს. ეს კი გამოვა, რომ უკან დაბრუნება მოგვიწევს და სიტუაციას კიდევ უფრო გავირთულებთ“, - ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.


მისივე თქმით, პატარა მაღაზიებიც უნდა ამუშავდეს, ასევე, სხვა დაწესებულებებიც, სადაც დისტანცია და უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება. სურგულაძე ამბობს, რომ გაუგებარია ორკვირიან ინტერვალს ობიექტების გახსნისთვის რატომ იყენებენ.


„უკან ისევ აკრძალვებზე დაბრუნება რომ არ მოგვიწიოს, რა აქვთ ინდიკატორი, რითაც ხელმძღვანელობენ - უნდა ვიცოდეთ. რის საფუძველზე მოგვიწევს ერთი ნაბიჯიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცით. გარანტია გვაქვს, რომ ამ ორ კვირაში სიტუაცია ქვეყანაში არ შეიცვლება? სტატისტიკა კორონავირუსის მატარებლები რამდენი გვყავს გვაქვს? რამე გამოვიკვლიეთ და მივიღეთ კონკრეტული ზომები, რათა თუ კი პიკური პერიოდი დაიწყება და როდის იქნება ეს, როგორც ჩანს ზუსტად არ ვიცით, დარწმუნებულები ვართ, რომ ისევ ყველაფრის ჩაკეტვა არ მოგვიწევს? - ამ ყველაფერზე გახარიას არაფერი უთქვამს.


ასევე, გაუგებარია ქალაქებს შორის მოძრაობა ისევ აკრძალული რატომ არის? ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ რეალურად აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა. ზუსტად ეს დრო იმისთვის უნდა მოგვეგო, რომ უასფრთხო სიტუაცია ქალაქებში და სოფლებში მოგვემზადებინა. მოგვემარაგებინა ნიღბები და ჯანდაცვის სისტემას დრო მოეგო. რა გაკეთდა ამისთვის? ტყუილად ხომ არ ჩაგვკეტეს ეს პერიოდი? ეს კითხვები ჩნდება და იმის საშიშროება არის, რომ ისევ უკან არ დავბრუნდეთ“,-ამბობს სურგულაძე „რეზონანსთან“.


ასევე ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხელისუფლება თავს იზღვევს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლაო ჩაკეტვა ისევ მოუწიოს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ რეალური სტატისტიკა და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვქვს. მისივე თქმით, თუ კი ამ ყველაფერს მივაბამთ იმას, რომ ხელისუფლებას ზუსტი სურათის გამომჟღავნება საგანგებო მდგომარეობის არ მოსხსნისთვის სჭირდება, ამაში ლოგიკას ვიპოვით.


„ვერ „გაარტყეს“ როდის არის პიკური პერიოდი. არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა. არ ვიცი ქვეყანაში დაინფიცირებული რამდენი ადამიანი გვყავს. ამისთვის არის ზუსტად ეს ტესტირება. თუ ეს არ გვეცოდინება და ხან 5 გვაქვს, ხან 10 და ხანაც 20, ვერ ვიგებთ ზუსტ სურათს და ვერც გავრცელების დინამიკას ვადგენთ. ამიტომ არის, რომ სულ გაიძახიან 2-3 კვირა და აღარ მოვიდა ეს დრო.


“მაშინ, ასეთი ტემპით თუ წავედით, ივლისის თვეშიც ვიტყვით, რომ პიკური პერიოდამდე 2-3 კვირა დაგვრჩა. შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეს უსიმპტომოდ გადააქვს, ამაშია ზუსტად ყველაზე დიდი ბომბი ჩადებული.


“მაშინ ეჭვი ჩნდება, რომ ასე ოქტომბრადე მივალთ და ეს საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას არჩევნებისთვის პირადი მიზნებისთვის სჭირდება“,-ამბობს სერგი ჩიხლაძე „რეზონანსთან“.


გაზეთი „რეზონანსი“


თეგები:
შეზღუდვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up