რა შემთხვევაში დაეკისრება იმპორტიორს ჯარიმა? შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს მიმართავს

რა შემთხვევაში დაეკისრება იმპორტიორს ჯარიმა? შემოსავლების სამსახური ავტოიმპორტიორებს მიმართავს

access_time2021-02-14 12:00:50

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები დაიცვან.

 

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, გარკვეული პერიოდულობით განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1-ელ აპრილამდე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელები თავდაპირველად დეკლარირების ვალდებულებისაგან გათავისუფლდნენ 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ აღნიშნული შეღავათი გავრცელდა, ასევე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და მათ მფლობელებს განბაჟების ვადა ჯერ 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ 1-ელ მარტამდე გაუხანგრძლივდათ.

 

მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

 

პირველი ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4825082?publication=0

 

მეორე ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4868074?publication=0

 

საბოლოო ცვლილება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4966957?publication=0


 

„ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია, 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტი ან სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევა 1-ელ მარტამდე უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.

 

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1-ელ მაისის შემდგომ, საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებას აქვს 60-დღიანი დეკლარირების ვადა.

 

იმპორტიორმა ამ ვადაში უნდა მოახდინოს ავტომობილის იმპორტის რეჟიმში მოქცევა (განბაჟება) ან საბაჟო საწყობში დასაწყობება ან უნდა განახორციელოს რეექსპორტი (სატრანსპორტო საშუალების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გაყვანის მიზნით, რისთვისაც მას დამატებით ეძლევა 45 კალენდარული დღე).

 

თუ პირი 60 კალენდარულ დღეში ვერ ახერხებს აღნიშნული ქმედებების განხორციელებას, მას შეუძლია დეკლარირების ვადა კიდევ გაახანგრძლივოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადებისგან თავის არიდებისა და არაკანონიერი ქმედებების აღკვეთის მიზნით, რათა არ მოხდეს განსაბაჟებელი სატრანსპორტო საშუალებების დაშლა/დანაწევრება და შემდგომში მისი ავტონაწილებად რეალიზაცია, აუცილებელია განხორციელდეს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მკაცრი მონიტორინგი.

 

„თუ ავტოიმპორტიორი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განახორციელებს შესაბამის ქმედებებს, მას დეკლარირების ვადის დარღვევისთვის დაეკისრება ჯარიმა ყოველ დაგვიანებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა. ამასთან, პირს განესაზღვრება 30 კალენდარული დღე ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენას და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებას.

 

თუ პირი მოცემულ ვადაში ვერ/არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას, ავტომანქანა ჩაითვლება უკანონოდ განკარგულად და მის მიმართ, განხორციელდება, როგორც საურავის (ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის) ასევე, ჯარიმის სახით, იმპორტის გადასახდელების 100 პროცენტის ოდენობის თანხის დარიცხვა და გადასახდელების სახით იმპორტის გადასახდელების ოდენობის თანხის დარიცხვა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ავტოიმპორტიორებს დაიცვან კანონით დადგენილი საბაჟო პროცედურები და ვადები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up