რომელი სახეობის პური შესაძლოა, გაძვირდეს 10 თეთრით - პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

რომელი სახეობის პური შესაძლოა, გაძვირდეს 10 თეთრით - პურის მცხობელთა ასოციაციის განმარტება

access_time2021-06-23 21:00:00

პირველ ივლისს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა სრულდება.


როგორც პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, პროდუქცია იმ შემთხვევაში არ გაძვირდება, თუ წისქვილკომბინატები მწარმოებლებს ერთ ტომარა ფქვილს 50 ლარად მიაწვდიან.


,,თუ წისქვილკომბინატები ფქვილს 50 ლარად მოგვაწვდიან, პურის ფასის ზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ეს როგორც ვიცი არ იგეგმება“- ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.


მალხაზ დოლიძის თქმით, თუ ბაზარზე კონკურენციის ჯანსაღი წესები იმოქმედებს, პური არ უნდა გაძვირდეს.



,, ჩვენ, დავინტერესდით, რა ფასად მივიღებთ ფქვილს 1-ლი ივლისიდან. მაგრამ ჯერ ამის პასუხი არ გვაქვს. გუშინ ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.


ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენთვის საჭიროა, ვიცოდეთ, რა ფასად მოგვაწვდიან ფქვილს, სულ რაღაც ერთ კვირაში. მათი პოზიციაა, რომ არის ბაზარზე ფაქტორები, რაც აიაფებს რუსულ ხორბალს და ფქვილს. მაგალითად 13 დოლარად შემოდის ფქვილი ყაზბეგის საბაჟოდან, გაიაფებული ხორბალი შემოვიდა ფოთის პორტში. კონკურენცია ქმნის ჯანსაღ გარემოს და მე ვთვლი, რომ თუ იმუშავებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები, ფქვილის ფასი არ უნდა გაიქცეს.


ჩვენი ანგარიშით, ხარისხიანი სტანდარტებით გამომცხვარი პურის რიგი სახეობები შეიძლება 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდეს. თუმცა, ამას მაინც 1-ლი ივლისიდან დავაკვირდებით. თუ წისქვილკომბინატები ფქვილს 50 ლარად მოგვაწვდიან, პურის ფასის ზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, თუმცა ეს როგორეც ვიცი არ იგეგმება. მე ვესაუბრე მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რომელმაც მითხრა, რომ ფქვილის ფასი შესაძლოა, 60 ლარის ფარგლებში იყოს, რაც ცხადია პურს გააძვირებს“, - განაცხადა დოლიძემ ,,საქმეში“.


BPN.GE




თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up