1-ლი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.შესაბამისად, უკვე ივლისიდან რამდენიმე მიმართულებით ფრენები აღდგება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები აეროპორტებისა და საჰაერო ტრანსპორტისთვის.
მათ შორის, ამ რეკომენდაციებით, 3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აიკრძალება მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თვითმფრინავში კვებასთან დაკავშირებით, ასე გამოიყურება:
მინიმუმამდე შეამცირეთ მომსახურება;
3 საათზე ნაკლები ხანგრძლივობის ფრენისას აკრძალეთ მგზავრთა კვებით უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში გამოიყენეთ წინასწარ შეფუთული და დალუქული საკვების და სასმელი პროდუქტების, მიწოდების სერვისი;
მგზავრთა კვებისთვის, უზრუნველყავით ერთ მწკრივში მსხდომი მგზავრებისთვის საკვების რიგრიგობით მიწოდება, რათა არ მოხდეს მათ მიერ ერთდროულად ნიღბის მოხსნა;
ბორტზე აკრძალეთ პროდუქტის გაყიდვა;
bpn.ge