რა შემთხვევაში აღარ გაიზრდება ფასები - დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტება

რა შემთხვევაში აღარ გაიზრდება ფასები - დისტრიბუტორთა ასოციაციის განმარტება

access_time2022-08-02 20:00:00

დახლზე ფასების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ლარის კურსი დამაბალანსებელი ფაქტორია, თუმცა ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ გაზრდილი თვითღირებულებისა და ლოჯისტიკის მაღალი ფასის გამო - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა.


„ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რით არის გამოწვეული ლარის გამყარება. ეს არის, გადმორიცხვების კოლოსალური ზრდა რუსეთის ფედერაციიდან. ასევე, ამის ხარჯზე გაზრდილია მოხმარება განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტზე. ყველაზე მნიშვნელოვანია და ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ, რატომ არ იაფდება სურსათი, ლარის გამყარების პარალელურად. უნდა დავიწყოთ იმით, რომ ლარი თავისებურად ამოუცნობ ობიექტად იქცა. გვინახავს წინა წლებში, 40 პუნქტით გამყარებული ლარი და მერე, ისევ უცებ გაუფასურებული.


ჩვენ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე დავაკვირდებით ტრენდს. იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდა 2.70-2.80-ის ფარგლებში, ეს დადებითად აისახება ფასებზე, ანუ მეტად აღარ გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ პროდუქციის ფასი მხოლოდ კურსით არ არის განპირობებული. საერთაშორისო ბაზარზე, მკვეთრი მატებაა. სურსათზე 20-დან 40-%-მდე იყო გაზრდილი თვითღირებულება. ლოგისტიკის ნაწილში კი, 50-დან რიგ შემთხვევაში 150-200%-მდეც კი ადიოდა ზრდა.



დახლზე ფასების შენარჩუნება ნიშნავს, რომ ლარის კურსი დამაბალანსებელი ფაქტორია“, - განაცხადა ჭყონიამ ,,საქმეში“.


ინფორმაციისთვის, ლარი მიმდინარე წლის მარტის შემდეგ, გამყარების ტრენდს ინარჩუნებს.


bpn.ge




თეგები:
ივა ჭყონია



სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის გასასხვისებლად მორიგი აუქციონი 30 სექტემბერსაა ჩანიშნული
access_time2022-09-24 23:00:00
თბილისში კოსტავას 68-ში მდებარე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა მორიგ აუქციონზე იყიდება. მიმდინარე აუქციონზე, რომელიც 30 სექტემბერსაა ჩანიშნული, ობიექტის საწყისი ღირებულება დღგ-ს გარეშე 65 000 000 ლარს, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 76 700 000 ლარს შეადგენს, რომელიც მყიდველს შემდეგი გრაფიკით უნდა გადაიხადოს: 45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში; 20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31...

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა

ევროპის ავტომობილების ბაზარი პანდემიამდელ ზრდის დონეს დაუბრუნდა
access_time2022-09-25 11:00:20
აგვისტოს თვეში, ევროპაში ავტომობილების გაყიდვები 4,4%-ით გაიზარდა, რაც 650,305 მანქანას შეადგენს.    ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ASEA) მონაცემებით, ეს პირველი დადებითი შედეგი იყო 13 თვიანი ვარდნის...

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა

ბელარუსმა მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვა 6 თვით გაახანგრძლივა
access_time2022-09-24 21:01:27
ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა. ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელარუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელარუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა...

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა

საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - პუტინმა კანონს ხელი მოაწერა
access_time2022-09-24 18:00:05
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე. ამასთან, კანონი დეზერტირობისთვის, ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის...

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კახა კალაძე
access_time2022-09-24 17:20:47
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რაც შეეხება წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების რეაბილიტაციას, პროცესი ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება. „ეს სამუშაოები დაიწყება მას...


მსგავსი სიახლეები

up