„მიმტანების ანაზღაურება 3000 ლარიდან“ - რა შემოსავალი აქვთ დღეს სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს

„მიმტანების ანაზღაურება 3000 ლარიდან“ - რა შემოსავალი აქვთ დღეს სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს

access_time2022-11-24 13:10:40

„რესტორანში Veranda Acropoli გვესაჭიროება მიმტანები. ანაზღაურება ზამთრის სეზონზე 3000 ლარიდან, ზაფხულში - 7000 ლარიდან“, - აღნიშნული განცხადება რესტორნის თანამფლობელმა ირაკლი თავართქილაძემ საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა და რასაც რამდენიმე წუთში საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოყვა.


„კომერსანტი“ ბაზარზე არსებული ტარიფებით დაინტერესდა და Veranda Acropoli-ს თანადამფუძნებელს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ზაფხულის შემდეგ ბათუმში მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა და შესაბამისად, მას კადრების დამატება უწევს.


„რეგიონში და ზოგადად ჩვენს რესტორანს საკმაოდ ნაყოფიერი ზაფხულის სეზონი გვქონდა. იყო ბევრი ტურისტი და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქალაქში საცხოვრებლად გადმოვიდნენ. ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15-20 ათასი ადამიანია გადმოსული, რომელთაც საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. მიმდინარე სეზონი, ტრადიციულად, ბათუმში დაბალ სეზონად ითვლებოდა, თუმცა ოქტომბერ-ნოემბრის მაჩვენებლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთარში მაღალი სეზონი იქნება, იქნება საკმაოდ მაღალი მოთხოვნა რესტორნებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტზე. ჩვენს რესტორანში, გასულ წლებთან შედარებით, დატვირთვა 300-400%-ით არის გაზრდილი. ამან ყველაფერმა გამოიწვია კადრების დამატების აუცილებლობა. მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანი ბათუმში, სამუშაოდ სეზონურად ჩამოდის და სექტემბრის ბოლოს ტრადიციულად ბრუნდებიან თავიანთ ქალაქებში და განსაკუთრებით დედაქალაქში. რეალურად დღეს ბათუმში საკმაოდ მაღალი სეზონი გვაქვს, რაც იწვევს კადრების დეფიციტს.


ზაფხულის განმავლობაში ვაკანსია რამდენჯერმე გამოვაცხადეთ კიდეც. ზაფხულში ჩვენს მიმტანებს თვეში 5-დან 7 ათას ლარამდე გამოსდიოდათ. ზაფხულთან შედარებით მუშაობა შემცირებულია, ამიტომ არსებული სტატისტიკით რაც დღეს გვაქვს ოქტომბერ-ნოემბერში, საშუალოდ, ჩვენს მიმტანს თვიურად გამოსდის 3000 ლარის ანაზღაურება. ეს კი რამდენიმე ფაქტორიდან არის გამოწვეული: ეს არის გაყიდვების პროცენტი, ეს არის ბონუსი, ეს არის მომხმარებლის მიერ დატოვებული ე.წ. „ჩაი“. ყველაფერი ეს და არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმდინარე სეზონზე მიმტანს მინიმალური შემოსავალი ქონდეს 3000 ლარი. ვიწვევთ ყველა მსურველს ამ ღია ვაკანსიაზე“, - განუცხადა „კომერსანტს“ ირაკლი თავართქილაძემ.


მისი თქმით, გამოცხადებულ ვაკანსიებზე ზაფხულთან შედარებით გამოხმაურება 3-4-ჯერ არის გაზრდილი.


„ალბათ, ახლა, რადგანაც ზამთრის სეზონია, ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს. მხოლოდ გუშინ ჩემი პირადი „ფეისბუქის“ გვერდზე 60 განაცხადი შემოვიდა, რამდენიმე მათგანი არის თბილისიდანაც. შემოსული განაცხადებიდან ბევრი არის სტუდენტი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. ჩვენ რეალურად დღეიდან მათთან გასაუბრებას ვიწყებთ“, აცხადებს რესტორნის თანამფლობელი.



ირაკლი თავართქილაძე განმარტავს იმასაც, რომ წინა წლებთან შედარებით ზოგადად მომსახურების ღირებულება შეიცვალა, პროდუქტებზე ფასები გაიზარდა და ამ ფონზე სტაფის შემოსავალმაც მინიმუმ 50-60%-ით მოიმატა.


„რესტორნებში ფასები საკმაოდ გაზრდილია, ზოგან 30-40-50%-თაც კი. ეს ავტომატურად იწვევს სტაფის ხელფასის ზრდას, რესტორნის მენიუს ფასებზე მიბმულია მათი შემოსავალი, რადგანაც გაყიდვებიდან ისინი საკუთარ პროცენტს იღებენ. რა თქმა უნდა, ბევრი უცხოელი შემოდის და მათ აქვთ მეტი ე.წ „ჩაის“ დატოვების ტრადიცია. ესეც ზრდის მათ შემოსავალს. შემიძლია ვთქვა, რომ 2019-2020 წლებთან შედარებით მათი შემოსავალი მინიმუმ 50-60%-ითაა გაზრდილი“, ამბობს Veranda Acropoli-ს თანამფლობელი.


მისივე განმარტებით, რესტორანში დასაქმებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, საუბარია უკრაინელებზე.


„ზაფხულის პერიოდში და ახლაც გვყავს რამდენიმე ადამიანი დასაქმებული უკრაინიდან, მათ შორის სამზარეულოში, მიმტანები. ჩვენი მთავარი მენეჯერიც უკრაინიდანაა. თავის დროზე ეს ჩვენი მხრიდან ჰუმანიტარული ნაბიჯი იყო და მათი პროფესიონალიზმი გვაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ უფრო განვითარებულიყვნენ“, - განმარტავს თავართქილაძე.


რა შემოსავალი აქვთ დღეს სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს, ამ კითხვით „კომერსანტმა“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელს მიმართა. შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ მაღალი მოთხოვნის ფონზე ბოლო პერიოდში რესტორნებში ხელფასები გაზრდილია


„ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემები რეალურად არსებობდა კოვიდამდე. კოვიდის შემდეგ სარესტორნო სფეროს აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა ადგილობრივების, ასევე ტურიზმის მხრიდანაც. ეს ყველაფერი აისახება ხელფასებზე და რეალურად დღეს რესტორანში, სადაც მაღალი დატვირთვაა, დაქირავებულის თვიური შემოსავალი 3000-დან 3500 ლარამდეა თავისი ბონუსით, „ჩაით“ და დღიური ხელფასით. გაზრდილია ასევე სხვადასხვა პოზიციებზე ხელფასები და შეიძლება ითქვას, რომ ვითარება, რომელიც გვაქვს სარესტორნო სფეროში ანაზღაურების კუთხით, ნამდვილად ვერ შეფასდება უარყოფითად“, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.


შოთა ბურჯანაძე სამ ფაქტორსაც ასახელებს, რაც ამ სფეროში კადრების დეფიციტს ქმნის.


„მარტივად, რომ ვთქვათ რამდენიმე პუნქტია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმ რეალობას, რაც დღეს გვაქვს. პირველი ეს არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, არასტაბილური მდგომარეობის გამო გავიდა ქვეყნიდან. მეორე - სფერო იყო არასტაბილური და მესამე - ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ, რომ ამ სფეროში იყვნენ დასაქმებულები, არიან დაკმაყოფილებული უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხებით. ეს ადამიანები დღეს სამწუხაროდ არ საქმდებიან და იმ თანხის კმაყოფაზე არიან, რაც უცხოეთიდან ეგზავნებათ“, - ამბობს ბურჯანაძე.






5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up