რა შემოსავალი აქვს

რა შემოსავალი აქვს "ჰაიდელბერგ საქართველოს"?

access_time2019-02-08 19:45:19

Heidelberg-ი საქართველოში მოქმედი ერთერთი ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა. მან დღეს კასპში $100-მილიონიანი ინვესტიციით მოდერნიზებული ქარხანა გახსნა, რომელიც პროდუქციას გაზრდილი ენერგოეფექტურობით და შესაბამისად უკეთესი თვითღირებულებით გამოუშვებს.



Heidelberg-ი 2018 წლის 4 აპრილამდე ორი ძირითადი კომპანიის სახელით - “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსისა” და “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” სახელით ოპერირებდა. ამ თარიღის შემდეგ, კომპანია კონსოლიდირებული სახით საქმიანობს.



Heidelberg-ის 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლები საჯაროა. გამოქვეყნებულია, როგორც “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის”, ასევე “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ფინანსური მაჩვენებლები.



“ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” 2017 წლის განმავლობაში 231 მილიონი ლარის მთლიანი შემოსავალი ჰქონდა. კომპანიის შემოსავალი მისი მთლიანი ხარჯების დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა, რის გამოც, მან 3.7 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. ზარალიანი იყო 2016 წელიც და ის 17.5 მილიონ ლარს შეადგენდა.



“2017 წლის შემოსავალი (ბრუნვა) 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, თუმცა საერთო მოგება შემცირდა 18%-ით, რაც ძირითადად განპირობებული იყო იყო 2017 წელს საწვავზე (ნახშირი და გაზი) და ელეტროენერგიაზე ფასების მატებით,”- წერია ანგარიშგებაში.



კომპანიამ 2017 წლის განმავლობაში 1,463,499 ტონა ცემენტის და 9,509 ტონა საცემენტე კლინკერის რეალიზაცია მოახდინა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია რუსთავში 2 და კასპში 1 ქარხანას ფლობდა. ასევე ოპერირებას უწევდა ფოთში მდებარე საწარმოსაც.



უფრო დეტალურად “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:



მთლიანი შემოსავალი - 231,444,000 ლარი;


ხარჯები:


გაყიდული საქონლის თვითღირებულება - 204,784,000 ლარი;


რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯები - 9,961,000 ლარი;


ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები - 10,197,000 ლარი;


სხვა საოპერაციო ხარჯები - 5,041,000 ლარი;


ფინანსურ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები - 7,363,000 ლარი;


კურსთაშორისი სხვაობიდან მიღებული ზარალი - 1,012,000 ლარი;


წლის მთლიანი ზარალი - 3,788,000 ლარი.


რაც შეეხება “ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსს”, მან 2017 წელი ზარალის ნაცვლად 2.9 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. კომპანია აღნიშნულ პერიოდში მართავდა რუსთავში მდებარე ცემენტის ერთ ქარხანას და საქართველოს რეგიონებში ბეტონის მწარმოებელ 12 ქარხანას.



“ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსმა” 2017 წელს 686,458 მეტრ კუბი ბეტონი და 374,554 ტონა საცემენტე კლინკერი გამოუშვა.


მისი ფინანსური მაჩვენებლები ასეთი იყო:

მთლიანი შემოსავალი - 125,011,000 ლარი.



ხარჯები:


გაყიდული საქონლის თვითღირებულება - 114,385,000 ლარი;


რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯები - 2,843,000 ლარი;


ზოგადი და ადმინისტრაციული ხარჯები - 9,644,000 ლარი;


სხვა საოპერაციო ხარჯები - 3,259,000 ლარი;


ფინანსურ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები - 2,871,000 ლარი;


წმინდა მოგება - 2,964,000 ლარი.


2017 წლის 11 ნოემბერს კომპანიაში 45%-იანი წილი შეიძინა საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტრანზაქციის ღირებულება 115 მილიონი ევრო იყო. ივანიშვილის ფონდი ჰაიდელბერგის წილს Cement Invest B.V-ის მეშვეობით ფლობს.



ჰაიდელბერგის მეწილეები არიან:


ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია HeidelbergCement Central Europe East Holding B.V. - 45.00%;


ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Cement Invest B.V. 45.00% ;


სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი - 10.00%


კომპანიის მთლიანი აქტივები ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს.



bm.ge




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up