რა შეიძლება გახდეს ანაკლიას ალტერნატივა - შეწყვეტს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“

რა შეიძლება გახდეს ანაკლიას ალტერნატივა - შეწყვეტს თუ არა სახელმწიფო ხელშეკრულებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“

access_time2019-12-11 20:00:54

შემთხვევაში, თუ სახელმწიფო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას შეწყვეტს, მოიძებნება მისი ალტერნატივა, რაც შესაძლოა ფოთის პორტი იყოს. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საუბრობს, თუმცა, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეკოლოგიური რისკებიც, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამ გადაწყვეტილებამ გარემოს სერიოზული ზიანი მიაყენოს.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კონსორციუმს ვალდებულებების, 400 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვისა და საკუთარი კაპიტალის შევსების საბოლოო ვადა წლის ბოლოს, 31 დეკემბერს ეწურება, თუმცა, „გადაწყვეტილება რომც მიღებული იყოს, შემდგომი ბედის განსაზღვრა დროში მაინც გაიწელება".

 

„ანაკლიის პორტის დანიშნულება მხოლოდ ეკონომიკური მიმართულება არ არის. თუ ვსაუბრობთ მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურაზე, ალტერნატივის პოვნა შეიძლება არ იყოს რთული, გამომდინარე იმ თვითნაკადებიდან, რაც პერსპექტივაში მოსალოდნელია უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში. ეს ამოცანა გადაწყვეტადია, აქ პრობლემა არ არის.

 

„თუმცა, ანაკლიას უფრო სხვა მნიშვნელობა ჰქონდა - შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სერიოზული ინდუსტრიული ზონა განვითარებულიყო, რომელიც მოემსახურებოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ეკონომიკურ აქტივობას, არა გადაზიდვების მიმართულებით, არამედ საწარმოო მიმართულებით," - ამბობს ხუხაშვილი.

 

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული.

 

კითხვაზე, თუ სახელმწიფო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას, ჯავახაძე ამბობს, რომ ალტერნატივები არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ალტერნატივებზე საუბარი გამართლებული არაა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი" წერს.

 


გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რიონის დელტაში გაშენებული ქალაქი ფოთი ალტერნატივად გამოდგება, თუმცა, სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ, ეს ეკოლოგიური ზიანის მოტანი რამდენად შეიძლება იყოს.

 

„თუ ეკონომიკურ ასპექტში ვისაუბრებთ და მხოლოდ გადაზიდვაზე, ამის ალტერნატივა არის, თუნდაც ჩრდილოეთი ნაწილი, ცნობილი 380 ჰექტარი, რომელიც დიდი ხანია გამოყოფილია რიონის დელტაში. შესაბამისი სტრუქტურის გაფართოება და იქ რაღაცის გაკეთება, შესაძლებელია.

 

"ფოთთან ეს საკითხი შეიძლება გადაწყდეს, თუმცა, იქ არის გარკვეული რისკები, მათ შორის ეკოლოგიური, რადგან რიონის დელტაში ხდება სერიოზული დასილვა და ეს დასილვა რომ შეწყდეს, ერთ-ერთი ტოტი რიონის დელტაშია გადასაკეტი. ამან რა ეკოლოგიური საფრთხე შეიძლება შექმნას ფორთის პორტში, არ ვიცი.

 

„დროში ყველა შემთხვევაში გაიწელება, გადაწყვეტილება იქნება თუ არ იქნება მიღებული. გადაწყვეტილება რომც იყოს მიღებული, დროში მაინც გაიწელება შემდგომი ბედის განსაზღვრა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შემდეგ საკითხი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლებს და განხილვის პერიოდში, ბუნებრივია, ახალი ინტერესის გამოხატვის ინიცირების საშუალება ხელისუფლებას არ ექნება," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა.

 

მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის: „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ცნობისათვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების, 400 მლნ დოლარის ინვესტიციის მოზიდვისა და საკუთარი კაპიტალის შევსების საბოლოო ვადა, 31 დეკემბერს ეწურება.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, ეს კონსორციუმისთვის ბოლო შანსი უნდა იყოს და გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. თავის მხრივ, კონსორციუმში ვადებზე საუბარს არაკონსტრუქციულს უწოდებენ და მთავრობას მოუწოდებენ, ყველაფერი გაკეთდეს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.


Resonancedaily 





„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...

„მერის ახალი ინიციატივა სამშენებლო ნებართვების გაცემის ტემპს დააჩქარებს“

„მერის ახალი ინიციატივა სამშენებლო ნებართვების გაცემის ტემპს დააჩქარებს“
access_time2020-01-23 12:29:53
პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება.   „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე აღნიშნულ ცვლილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება, რადგან გაიზრდება თანამშრობლების რიცხვი და დაჩქარდება ის სამუშაოები, რომელიც დროში ...


მსგავსი სიახლეები

up