რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

access_time2019-11-15 22:30:57

გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს.


მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების შემცირებას.


გეგმის თანახმად, 2020 წლიდან განიხილება შუქნიშნების უკვე არსებული ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა:


შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია;
შუქნიშნების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და მართვის ცენტრთან კავშირი;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული მოძრაობის სისტემის დანერგვა;
შუქნიშნების მაგისტრალებზე ე.წ „მწვანე ტალღების“ შექმნა;
სხვადასხვა უწყებებში თავმოყრილი სატრანსპორტო სისტემების ერთიან ქსელში ინტეგრირება;
შუქნიშნებისა და არარეგულირებადი გზაჯვარედინების ტრანსპორტის აღმრიცხველი და გამონაბოლქვის დეტექტორებით აღჭურვა;
ქუჩებში ცვლადი საინფორმაციო ნიშნების ელექტრონული ტაბლოების მონტაჟი.



„აღსანიშნავია, რომ პარალელურად, საერთაშორისო ფონდების დაფინანსებით ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სამარშრუტო სქემას, ხოლო დანიური კომპანია „რამბოლი“ - „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას“. ეს უკანასკნელი მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტია. იგი მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას: საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, რკინიგზა, საბაგირო) განვითარების გეგმებს, პარკირების ზონებისა და კერძო ტრანსპორტის ნაკადების მართვის სტრატეგიას,“-ნათქვამია ტრანსპორტის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


bpn.ge





ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...


მსგავსი სიახლეები

up