რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

access_time2020-06-05 12:00:42

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია ბაზრიდან რომ გასულიყო, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, „სითი პარკს“ 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც მიიღო კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები. ამასთან, „სითი პარკმა უარი განაცხადა დავაზე, რომელიც თბილისის მერიის წინააღმდეგ იყო აღძრული. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ კომპანიასა და თბილისის მუნიციპალიტეტს შორის ოპტიმალური შეთანხმება შედგა, რითიც მუნიციპალიტეტმა დაზოგა საერთაშორისო დავისთვის საჭირო მნიშვნელოვანი სახსრები და მიიღო აქტივები, რომელიც ესაჭიროებოდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.


აღნიშნული შეთანხმების შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ დედაქალაქს და მის საპარკინგე ადგილებს ის შეღავათი, რაზეც თბილისის მერი საუბრობდა ამ დრომდე არ ეტყობა. თბილისში არც მრავალსართულიანი საპარკინგე ადგილები მოწყობილა და არც მიწისქვეშა, რომელიც დაზოგილი თანხებით უნდა აშენებულიყო. 


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, აუცილებელია გამოცხადდეს ტენდერი და შეირჩეს კომპანია, რომელიც ქალაქისთვის საჭირო პირობებით მოაწყობს ახალ საპარკინგე ადგილებს, არსებულს კი მოუვლის და ხელახლა დახაზავს.


„სითი პარკის“ გაყვანას ვუჭერდით მხარს, მაგრამ არა ისე რომ 15 მილიონი ლარით თბილისელები გვეზარალებინა. რა გამოვიდა ვთქვით რომ სითი პარკი გავიყვანეთ მაგრამ ჩემი, თქვენი თბილისელების ჯიბიდან 15 მილიონი ლარი გადავიხადეთ, არასწორად რომ მოიქცა კალაძე და თავში ტვინი არ აქვს სწორედ ამიტომ. თუმცა რა მივიღეთ იმის შემდეგ რაც ეს კომპანია აღარ არის, უკვე წელიწადზე მეტი დრო გავიდა და არცერთი საპარკინგე ადგილი თბილისს არ დამატებია, მეტიც რაც იყო დახაზული ისიც აღარ არის და გაქრა. პლიუს ამას ჯარიმები არის აბსოლიტურად იგივე, საურავები არის იგივე და ავტომობილის გადაყვანის წესიც არის აბსოლიტურად იგივე. როდესაც ამბობდნენ რომ „სითი პარკი“ თბილისელებს აღატაკებდა, დღევანდელ პირობებში, პანდემიის დროსაც კი გაგანია საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი წერდა მერია ჯარიმებს. ანუ თბილისელებს ამით არაფერი შეღავათი არ მისცემია.



თუ 2014 წელს ჯარიმების შესდიოდა 25-დან 30 მილიონ ლარამდე , კალაძის პერიოდში, 2020 წლის ბიუჯეტში დაიგეგმა 50 მილიონის შესვლა ამ ჯარიმებიდან, ამასობაში ტრანსპორტის სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა ეს სტრუქტურა და ვხარჯავთ, როგორც თანამშორმლების ხელფასებსა და პრემიებში, ასევე ადმინისტრაციულ შენობასა და მანქანით მომსახურეობაში. ჯამში წლიდან წლამდე 4-5 მილიონი ლარი მინიმუმ ადმინისტრაციულ ხარჯებში მიდის.


მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიამ გაიტანოს ტენდერზე და ისეთ კომპანიას მისცეს რომელიც გააკეთებს ახალ საპარკინგე ადგილებს და პლიუს არსებულს გააკეთებს. ახლა არც ახალი საპარკინგე ადგილია არც ძველი გაუკეთებიათ, ის რომ ამბობდა კალაძე რომ მიწის ქვედა და მიწის ზედა საპარკინგე ადგილებს აკეთებს და დღემდე არაფერი გაკეთებულა, თუ ამის თავი არ აქვს კალაძეს, გაიტანოს ტენდერზე,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.


თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება არ იგეგმება და თუ იგეგმება, მაშინ აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას არ ფლობენ. რაც შეეხება ახალ საპარკინგე ტერიტორიების მოწყობას, აღნიშნავენ რომ კომპანია აწარმოებს ადმინისტრაციულ სამუშაოებს, რაშიც შედის, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზედამხედველობა, ჯარიმების გამოწერა, ჯარიმების კონტროლი, არასწორი პარკირების ზედამხედველობა ა.შ. ხოლო რაც შეეხება ახალ საპარკინგე ადგილებს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის არაერთი განცხადებით იგეგმებოდა, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის.


„თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაევალა, სითი პარკის გაუქმების შემდეგ თბილისის პარკინგის ადმინისტრირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზედამხედველობა, ჯარიმების გამოწერა, ჯარიმების კონტროლი, არასწორი პარკირების ზედამხედველობა ა.შ. თუ დამატებით მერია გეგმავს ახალი კომპანიის შემოყვანას და ამ უფლებების მათზე გადაცემას მე, ეს ინფორმაცია არ მაქვს, აღნიშნული კითხვაზე მერიამ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციის შესახებ, რომ ვინმე სხვა კომპანია გადაიბარებს აღნიშნულ სერვისი ჩვენ არ გვაქვს.


ოფიციალური წერილის საფუძველზე შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რამდენი ჯარიმა დაიწერა წლის განმავლობაში, რამდენი თანხა შემოვიდა, ასევე რამდენი საპარკინგე ადგილი დაიხაზა, იმიტომ რომ თითქმის ყველა ის საპარკინგე ადგილი დაიხაზა, რომელიც ჩვენს ადმინისტრირებაში გადმოგვეცა, ჩვენ არ ვქმნით ახალ საპარკინგე ადგილებს, ჩვენ რასაც მერია გადმოგვცემს იმის ადმინისტრირებას ვახდენთ, დაიხაზა საპარკინგე ადგილები, ამოქმედდა საათობრივი პარკირება სხვადასხვა ქუჩებზე და ამის ადმინისტრირებასაც ჩვენ ვახდენთ, გამოიცვალა აბსოლიტურად ყველა ნიშანი, ბევრად უფრო გამართული და ადვილად საკითხავი რომ იყოს. ამას გარდა ადმინისტრირებასა და სერვისში რაც იგულისხმება,-აცხადებს სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.


(R)


თეგები:
სითი პარკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up