რა შეეშალა მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებით

რა შეეშალა მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესებით

access_time2021-01-20 16:00:46

სპეციალისტების შეფასებით, მთავრობის მიერ ნაწილობრივი ლოკდაუნი ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ აისახება და მისი გავლენა დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ასეთი მიდგომით საბოლოოდ დაზარალდა როგორც დაკეტილი ბიზნესი, ასევე ის დარგებიც, რომელთა საქმიანობაზე შეზღუდვა არ გავრცელდა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ სჯობდა, საერთოდ არ დაეკეტათ ეკონომიკა, თუმცა, თუ ეტაპობრივად გახსნას აპირებენ, განმარტონ, რ ეტაპებად და როგორი ტემპით გაიხსნება და რომელ სექტორებს მოიცავს.

 

,,ზოგიერთი სეგმენტი საერთოდ დახურულია, ზოგიც – ნაწილობრივად, თუმცა მათი დახურვის აუცილებლობა ვერ დადასტურდა. ისიც კი, რომელიც ღიადაა დარჩენილი, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა არსებული შეზღუდვების ფონზე. მიდგომა ცალსახაა, დღეს ჩვენ გვაქვს შეზღუდვები, რასაც ეკონომიკური მდგომარეობა მიჰყავს დაღმასვლისკენ, რა ეკონომიკური ვითარებაცაა, განპირობებულია დიდწილად არასწორი მიდგომით, რასაკვირველია, მოხსნა აუცილებელია, მაგრამ დეტალები, რას და როგორ გეგმავენ, უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს. სექტორულად ვერ გამოვყოფთ, ბევრი დარგი პირწმინდად განადგურებულია, მათ შორის სარესტორნო ბიზნესი და სავაჭრო სფეროს დიდი ნაწილი, 400 ათასამდე სამუშაო ადგილი დაიკარგა, კომპანიები გაკოტრდნენ და ეს პროცესი გრძელდება. აქედან გამომდინარე, არ იქნება სწორი ვთქვათ, რომ ვიღაცას შეუძლია კრიზისისდან გამოსვლა, ვიღაცას – ვეღარ, გახსნა, საქმიანობის დაშვება ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება”, – ამბობს ბაირახტარი.

 

მისი შეფასებით, შეცდომა იყო შეზღუდვების გადავადება, რამაც უფრო მეტად დაამძიმა სიტუაცია და კომპანიებს კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა საბოლოოდ მოუსპო.

 


,,ბიზნესს უნდა ჰქონდეს მუშაობის საშუალება. ძალიან არაადეკვატურ მიდგომებთან გვაქვს საქმე, ვიცით, რომ სავაჭრო სექტორი 16 იანვრამდე უნდა გახსნილიყო, მაგრამ არც ეს გააკეთეს და შეზღუდვები გადაავადეს, არც ამაზე გაკეთდა განმარტება, როცა საუბარი იყო მთავრობის მხრიდან, რომ ამ სექტორმა ღირსეულად გაართვა თავი ვალდებულებების შესრულებას, მაინც ჩაკეტეს. ამ დროს ბიზნესმა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოთხოვნილი სტანდარტი მაქსიმალურად დაიცვა და ამით მთავრობის ქებაც კი დაიმსახურა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი არგუმენტი. ამ დროს გერმანიაში სარესტორნო ბიზნესიც ნებადართულია და ფიტნესიც, ტრანსპორტი კი თითქმის ყველგან მუშაობს. აქაც შეიძლებოდა შესაბამისი ზომები მიეღოთ, რაც ეპიდემიური მდგომარეობის დამძიმებას არ გამოიწვევდა. დაკეტვა მარტივი, მაგრამ ძვირადღირებული გზაა, რის ფუფუნებაც ეკონომიკას არ გააჩნია”, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

 

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის დაგეგმვა დაავალა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მონახაზები უკვე არსებობს.

 

წყარო: report.ge





საქართველომ უკრაინულ „ALTKOM“-ს საერთაშორისო დავა მოუგო

საქართველომ უკრაინულ  „ALTKOM“-ს საერთაშორისო დავა მოუგო
access_time2021-06-25 10:00:53
მრავალწლიანი საერთაშორისო დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.   „ALTKOM“-ს მიერ ვალდებულებების დარღვევის გამო გაფორმებული ხელშეკრულება 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეწყვიტა. რის შემდეგაც...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-24 21:00:30
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. კოვიდრეგულაციების დარღვევებზე დაკისრებული ჯარიმები გაუქმდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწტვეტილებით, 245 000 ფიზიკურ და 344 პირს კოვიდჯარიმები ჯამში 76 მლნ ლარი ჩამოეწერება.   2. „ქართული ოცნების“ მხრიდან მეტ პოპულიზმს ვნახავთ“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი კოვიდჯარიმების...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან მიმართ გამყარდა
access_time2021-06-24 18:00:11
ლარი გამყარებას განაგრძობს. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა ძირითად საერთაშორისო ასევე თურქულ ლირასთან და აზერბაიჯანულ მანათთან მიმართებაში გამყარდა. სომხურ დრამთან და რუსულ რუბლთან კი გაუფასურდა. 0.79 თეთრიანი გამყარების შემდეგ 25 ივნისს, დოლარის ოფიციალური კურსი 3.1470 იქნება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კი მიმდინარე კურსი 3.1450-ა, იმდენივე, რამდენიც დილით ვაჭრობის დასაწყისში. ევროსთან მიმართ ლარი 1.04 თეთრით გამყარდა და კურსი...

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან

ვითიბიში ლარის ანაბრის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე სხვასთან
access_time2021-06-24 16:55:59
ვითიბი მომხმარებელს ლარში გახსნილ ანაბრებზე საუკეთესო პირობებს სთვაზობს. დღეიდან,  ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვითიბიში გახსნის ანაბარს ლარში,  ყველაზე მაღალ - 12.75% წლიურ სარგებელს (12.03% ეფექტური) მიიღებს, ხოლო, ვადიანი ანაბრის დარღვევის შემთხვევაში, მიიღებს ყველაზე მაღალ, წლიურ 9%-ს, რითიც დააზღვევს ლარის შესაძლო გაუფასურებით გამოწვეულ სავალუტო რისკს.   „ჩვენ...

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა

Covid ამნისტია - ამომრჩევლის მოსყიდვა თუ დაჯარიმებულების ფინანსური კეთილდღეობა
access_time2021-06-24 19:00:18
დღის მთავარი თემა გახდა პრემიერის გადაწყვეტილება, რომ კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო 245 000 ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს 76 მლნ ლარის მოცულობის ჯარიმები ჩამოეწერება – კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ამნისტიას მხოლოდ გადაუხდელ ჯარიმებზე ითვალისწინებს და ვინც უკვე გადაიხადა, მას თანხა არ დაუბრუნდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება Commersant-ს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. ამის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე...


მსგავსი სიახლეები

up