რა შედეგი აქვს თამბაქოს ნაწარმზე ახალ საგადასახადო რეგულაციებს

რა შედეგი აქვს თამბაქოს ნაწარმზე ახალ საგადასახადო რეგულაციებს

access_time2019-10-29 14:55:15

ACT Impact-ის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი გადასახვევ თამბაქოს მოიხმარს.აღიარებულია, რომ თამბაქოზე დაწესებულმა გადასახადებმა მისი მოხმარება უნდა შეამციროს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში რეგულაციებს შედეგი არ მოქვს. ასე მოხდა საქართველოშიც- თამბაქოზე აქციზის მომატებით ქვეყანას არც დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლები და არც სხვა სარგებელი მიუღია. ამ ცვლილებით ვერც მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება მოხერხდა, პირიქით, სიგარეტის უფრო იაფფასიანი და დაბალი ხარისხის ალტერნატივით ჩანაცვლებამ ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი რისკები შექმნა.


ACT Impact-მა ჩაატარა კვლევა, რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.


გამოკითხვამ აჩვენა, რომ მწეველების დაახლოებით მესამედი რეგულარულად მოიხმარს გადასახვევ თამბაქოს, რადგან პროდუქტის ფასი მათთვის ხელმისაწვდომია. მწეველთა 14.9%-მა, რომელთაც იციან გასახვევი თამბაქოს არსებობს შესახებ, თუმცა, არასდროს მოიხმარდნენ, განაცხადეს, რომ მომავალში აპირებენ პროდუქტის მოხმარებას. ამავე ჯგუფის 16,1%-მა არ იცის რას იზამს და როგორ შეცვლის ქცევას. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ყოფილმა მწეველებმა მოწევას თავი უმეტესად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაანებეს (54.6%), ხოლო გაზრდილი ფასები ბარიერად მხოლოდ 5.3%-მა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია ფილტრიანი სიგარეტის გადასახვევი თამბაქოთი ჩანაცვლება, ვიდრე უფილტრო ბრენდირებული თამბაქოთი.


აქციზის ზრდამ სხვა უარყოფითი შედეგებიც მოიტანა:



ინფლაციის ზრდა - სიგარეტი პირველადი მოხმარების საქონელს წარმოადგენს (სამომხმარებლო კალათაში სიგარეტს 3.01%-იანი წილი უკავია). შესაბამისად, სიგარეტის ფასის ხელოვნური ზრდა პირდაპირ მოქმედებს ინფლაციაზე.


საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ბოლო შეფასებაში მიუთითებს, რომ „აგვისტოში უფრო მაღალი ინფლაცია (4.9 პროცენტი, წინა წელთან შედარებით) ასახავდა თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას, საკვების უფრო მაღალ ფასებს და ლარის გაუფასურებას“. სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ „საჭიროა 2019 წლის აქციზის გადასახადებში ზარალის გამოსწორების გზების ძიება“.
ვაჭრობის შემცირება - მომხმარებელი უფრო იაფიან და შესაბამისად, უფრო დაბალი ხარისხის მქონე ალტერნატივას ირჩევს. იზრდება გასახვევი თუთუნის რეალიზაცია, რომელიც აქციზით არ იბეგრება, რაც ამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს და ქმნის მხოლოდ ილუზიას, რომ სიგარეტის მოხმარება მცირდება. გასაკვირი არაა, რომ 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2019 აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მილიარდ 287 მილიონი ლარია, რომელიც, 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. სამინისტრო აღიარებს, რომ ამის მიზეზი გასახვევი თუთუნის მოხმარების ზრდაა.


არალეგალური ბაზრისა და კონტრაბანდის გაზრდა- აქციზის გადასახადის უეცარი და მკვეთი გაზრდა ხელს უწყობს თამბაქოს არალეგალური ბაზრის განვითარებას. არალეგალური ბაზარი კი ორგანიზებული დანაშაულის დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო ხდება. იწყება თამბაქოს პროდუქტების არაკანონიერი წარმოება, იმპორტი, ექსპორტი ან გაყიდვა. ამგვარ კავშირს ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების გამოცდილებაც (მოლდოვა, პოლონეთი, ბულგარეთი და უკრაინა) ადასტურებს.


ACT Impact-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აქციზის გაზრდის შემდეგ არალეგალურმა იმპორტმა აზერბაიჯანიდან - წლიურად საშუალოდ 10%-ით, ხოლო თურქეთიდან 34%-ით მოიმატა. საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში სიგარეტი გაცილებით იაფი ღირს, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი კონტრაბანდული გზით შემოდინების რისკს. სიგარეტის კონტრაბანდაზე აღძრული საქმეების რაოდენობა 2019 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 211% -ით არის მომატებული, ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა კი 148%-ით გაიზარდა. სიგარეტიდან აქციზის გადასახადის სახით მიღებულ შემოსავლებს 2018 წლის მესამე კვარტლიდან კლებადი ხასიათი აქვს. 2019 წლის მეორე კვარტალში წინა პერიოდთან შედარებით საბიუჯეტო შემოსავლების 34%-იანი კლება დაფიქსირდა.


კვლევა ადასტურებს, რომ აქციზის განაკვეთზე უფრო მეტად კონტრაბანდის ზრდას შესაბამისი სტრუქტურების სუსტი მოქმედება უწყობს ხელს. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი კონტრაბანდის აღსაკვეთად. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად საგადასახადო რეგულაციები ყველა სახის თამბაქოზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.


„კომერსანტი“

თეგები:
თამბაქო



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up