რა შედეგები მოჰყვება ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას

რა შედეგები მოჰყვება ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას

person access_time2016-03-17 13:26:31

გავიხსენოთ, თუ როგორ შეძრა მსოფლიო აზიისა და რუსეთის ფინანსურმა კრიზისმა 90-იანი წლების ბოლოს. მას შემდეგ, პირველად, შეერთებული შტატების მონეტარული პოლიტიკა ისევე კონცენტრირებულია გლობალური ზრდის რისკებზე როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ ფაქტორებზე. ასე იწყება კრეიგ ტორესის სტატია, რომელიც ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგმა“ გამოაქვეყნა თავის ბოლო გამოშვებაში. აი რას ვკითხულობთ სტატიაში:

 

„ფედერალურ სარეზერვო ბანკში გაჩენილ, ასე ვთქვათ, ინტერნაციონალიზმს თავისი მიზეზები აქვს. ესაა პირველ რიგში შეშფოთება დოლარის ამჟამინდელი სიძლიერით რომელიც განპირობებულია საგარეო ვაჭრობის აგრესიული ექსპანსიით. კერძოდ, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, რაოდენ შეკავებული იქნება შეერთებულ შტატებში ინფლაცია, როცა გასესხებულ ფულზე ინტერესის მთავარი მაჩვენებელი ნულთან ახლოსაა. გარდა ამისა, არსებობს შეშფოთების სხვა მიზეზიც. ესაა გლობალური ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა რომელსაც დღეს ლიდერად სათავეში არ უდგას რომელიმე დინამიურად მზარდი ეკონომიკა.  

 

გასულ ოთხშაბათს, შეერთებული შტატების ფედერალურმა ბანკმა გადაწყვიტა ინტერესის მთავარი მაჩვენებელი შეაკავოს 0.25 და 0.5 პროცენტს შორის დიაპაზონში. ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ გასულ თებერვალს შანჰაიში გამართულ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ რომ გამოიყენებენ ფინანსური პოლიტიკის ყველა შესაძლო ბერკეტს გლობალური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.

 

როგორც ნიუ-იორკში „დოიჩე ბანკის“ ფილიალში ვარაუდობენ, ფედერალური სარეზერვო ბანკის პოლიტიკა გულისხმობს თვალყურის დევნებას პირველ რიგში მსოფლიო ეკონომიკისა, ხოლო შემდეგ ადგილობრივ ეკონომიკურ პროცესებზე. დროთა განმავლობაში გაირკვევა თუ რამდენად მართებული იყო ასეთი სტრატეგიული მიდგომა. 


 

შეერთებული შტატების ფედერალური ბანკის გადაწყვეტილებას შეაკავოს ინტერესის მთავარი მაჩვენებლის შემდგომი ზრდა, მოჰყვა გარკვეული მოლოდინები რომ იაპონიის ბანკი და ასევე ევროპის ცენტრალური ბანკი შეეცდებიან დამატებითი ზომების მიღებას ეკონომიკური სტიმულირების მიზნით.


სტატიაში ვკითხულობთ:

 

„შანჰაის ზემოხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობდა დევიდ ლიპტონი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ მეტის დაყოვნება აღარ შეიძლებოდა და საჭირო იყო დაუყოვნებლივად სათანადო ზომების მიღება გლობალური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაფიოდ იხატება ისეთი რისკები, როგორიცაა კაპიტალის გამოუყენებლობა, დაბალი პროდუქტიულობა, დეფლაცია და უნიათო ეკონომიკური ზრდა. 

 

უნდა აღინიშნოს რომ მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა ბოლო თვეების მანძილზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ ვარაუდობდა სამომავლო ეკონომიკურ ზრდას 3.6 პროცენტის ნიშნულზე, ამ დღეებში მან თავისი პროგნოზი 3.4 პროცენტის დონემდე შეამცირა. პროგნოზირებისას ოპტიმიზმის კლების ძირითად მიზეზად დასახელებულია ჩინეთის ამჟამინდელი ეკონომიკური შენელება, რომელმაც განაპირობა ნედლეულზე ფასების დაცემა-განვითარებადი ქვეყნებისთვის არასახარბიელო ეკონომიკური შედეგებით. 

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ განვითარებადი ქვეყნების ჯამური ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის 40-დან 50 პროცენტამდე შეადგენს“ - ნათქვამია ინტერნეტ-გამოცემა „ბლუმბერგის“ სტატიაში. 



თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up