რა შედეგები მიიღო საქართველომ დავოსის ეკონომიკური ფორუმისგან ბოლო წლებში

რა შედეგები მიიღო საქართველომ დავოსის ეკონომიკური ფორუმისგან ბოლო წლებში

person access_time2016-01-21 19:00:28

შვეიცარიის ქალაქი დავოსი ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც ტრადიციულად საქართველოც მონაწილეობს. ქართული დელეგაცია შვეიცარიაში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა წელს ინოვაციური განვითარების პერსპექტივებია.

 

გარდა იმისა, რომ ფორუმზე საქართველოს მთავრობის მეთაურს პლანეტის ეკონომიკური საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ეძლევა, ფორუმი ყველაზე დიდი საშუალებაა მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებთან შესახვედრად და ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად. სწორედ ამ მიზნით მსოფლიოს ლიდერები დავოსში ათასობით შეხვედრას მართავენ და ცდილობენ კონკურენტულ ბაზარზე საკუთარი ქვეყნის მიმზიდველობა წარმოაჩინონ.

 

არის თუ არა რეალური შედეგის მომტანი დავოსში გამართული შეხვედრები საქართველოსთვის და რამდენად შემოდის ქვეყანაში ინვესტიციები ფორუმის შედეგად?

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გადავხედეთ იმ ოფიციალურ შეხვედრებს, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე გამართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე საქართველოს სამ პრემიერმინისტრს რამდენიმე ათეული შეხვედრა აქვს გამართული. მათივე ცნობით, შედეგად, საქართველოში სხვადასხვა სფეროში რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია განხორციელდა.

 

ერთ-ერთი პირველი მსხვილი ინვესტიცია დავოსიდან ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში ინდურმა კომპანია Tata group-მა განახორციელა.  კომპანია აჭარაში ჰესების კასკადის პროექტს ახორციელებს.

 

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კიდევ ერთი შედეგია გარდაბნის მუნიციპალიტეტში მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის  „ჰენკელის“ საწარმოს მშენებლობის დაწყებაც. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დავოსში ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერმინისტრობის დროს ჰქონდა.

 


ასევე ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა დავოსში ფრანგულ კომპანია LAFARGE-ს, რომელმაც  ფოთში თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა  კომპანია ,,ლიდერ ცემენტითან“ ერთად უნდა განახორციელოს.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სწორედ დავოსში ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა ROYAL PHILIPS-მა საქართველოში რეგიონული სერვისცენტრს გახსნა.

 

დავოსში მიმდინარე წლევანდელ ფორუმზე რამდენიმე შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამართა. ის კომპანია BP-ის, Tata Sons LTD-სა და ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Washington state investment board-ის  წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შედეგად ირკვევა, რომ Tata Sons LTD საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს, BP ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის 150 მილიონ დოლარს დახარჯავს, ხოლო Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი საქართველოში ჩამოვა.

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რა შედეგებს მოიტანს დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის მიმართულებით, ეს ქართულ დელეგაციაზეა დამოკიდებული.

 

„დავოსი არის ადგილი, სადაც შეგიძლია, პოტენციურ ინვესტორებს შეხვდე. ქვეყნის წარმომადგენელზეა დამოკიდებული, ამ შესაძლებლობას როგორ გამოიყენებს. შესაძლოა, დავოსის ფორუმზე ერთი შეხვედრაც საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ინვესტიცია შემოვიდეს. ეს ქართული დელეგაციის მუშაობაზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, მხოლოდ ეს ვერ იქნება გადამწყვეტი, მთავარია ისიც, თუ რა მიგაქვს საქართველოდან. როგორია ბიზნესგარემო ქვეყანაში, რადგანაც ამ შეხვედრებზე შენ უხსნი ადამიანებს, რატომ უნდა შემოვიდნენ საქართველოში, ამას კი ბევრი ფონი აქვს უკან და 1-2- დღეში ვერ დახატავ სხვა სურათს. რაც არის ქვეყნის რეალობა, ეს უნდა მოყვე“,- აცხადებს ნამჩავაძე.

 

მისივე თქმით, დღეს მთავრობაში ეკონომიკური გუნდი წინ არის წამოწეული, პრემიერმინისტრიც ეკონომისტია და საგარეო საქმეთა მინისტრიც, ამიტომ  ქვეყნის წარმოჩენა მათ არ უნდა გაუჭირდეთ.

 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცეპრეზიდენტი გია ჯანდიერიც ხაზს უსვამს, რომ ქართულმა დელეგაციამ უნდა შეძლოს იმ მიღწევების და უპირატესობების წარმოჩენა ინვესტორებთან, რაც რეალურად არსებობს ქვეყანაში.

 

„ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ რაც მიღწევები გავქვს საქართველოში, რა პირობებიც გვაქვს, მისი გამოფენა შეძლო და დაარწმუნო ადამიანები, რომ სწორედ შენი ქვეყანა არის ის ქვეყანა, რომელშიც უნდა მოხდეს მეტი ინვესტიციის ჩამოტანა. ამ თვალსაზრისით ბოლო წლებში გვქონდა სხვადასხვა გადახრები, ხანდახან ზედმეტი მოგვდიოდა და შესაძლოა, არ ვიმსახურებდით იმდენ ყურადღებას, რამდენიც შეგვეძლო შეგვეთავაზებინა. ხანდახან იყო განცხადებები, რომელშიც ჩვენ თვითონ ვაძაგებდით  ჩვენს თავს და ვამბობდით, რომ ყველაფერი ტყუილია, რასაც წინა მთავრობა ყვებოდა და ა.შ. მაშინ ისეთი წრამოდგენა იყო, რომ ვიღაცა ყიდულობდა მსოფლიო რეიტინგებს. მაგრამ ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში“,- განაცხადა გია ჯანდიერმა.

 

მისივე თქმით, ზოგადად ძნელი სათქმელია, რომ კონკრეტული ინვესტიცია ზუსტად დავოსის შედეგად შემოვიდა ქვეყანაში.

 

„შენ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელმა უნდა იცოდე, რომ შენი ქვეყანა არის კონკურენციაში სხვა ქვეყნებთან. მას აქვს გარკვეული უპირატესობები და ეს ცალსახაა, რომ ჩვენ გვაქვს ეს უპირატესობები - ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადების მქონე ქვეყანა ვართ.  მეორეა, რომ გვაქვს პრობლემები. არ უნდა გეგონოს, რომ ვერ ხედავენ ამ პრობლემებს სხვები. უნდა აგრძნობინო, რომ შენც იცი ამ რისკების შესახებ“,- აცხადებს გია ჯანდიერი.

 დავოსის ეკონომიკური ფორუმი 23 იანვარს იხურება.



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up