„ღამის ეკონომიკა“ მინუსშია – რა სჭირდებათ კლუბებს სრულფასოვნად ამუშავებისთვის

„ღამის ეკონომიკა“ მინუსშია – რა სჭირდებათ კლუბებს სრულფასოვნად ამუშავებისთვის

access_time2021-09-24 14:00:40

კიდევ ერთი დაპირება გააჟღერა თბილისის მერობის კანდიდატმა ქართული ოცნებიდან კახა კალაძემ, რომელიც პანდემიის გამო სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ღამის კლუბების დახმარებას გულისხმობს სრულფასოვნად ასამუშავებლად. კანდიდატმა ჟურნალისტებთან საუბარში არ დააკონკრეტა, რა სახის დახმარებას გულისხმობდა, თუმცა თავად ღამის კლუბებმა კარგად იციან საკუთარი პრობლემები და გამოსავლის გზებიც.



„კომერსანტთან“ საუბარში ღამის კლუბის „ხიდი“ დამფუძნებელს თამუნა აქსანდერსი ამბობს, რომ კლუბები გაბანკროტების პირას არიან, რადგან თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ კონკრეტულად მის ობიექტს ძალიან დიდი რაოდენობის ვალი დაუგროვდა.



„ერთი კვირის წინ მე თვითონ დავუკავშირდი კლუბების ასოციაციას და უბრალოდ მოვიკითხე რა ხდებოდა, რადგან უკვე გაბანკროტების პირასაც აღარ ვართ, უფრო ცუდი მდგომარეობა გვაქვს. მითხრეს რომ რაღაც მოლაპარაკებები არის, თუმცა კონკრეტული არაფერი. რეალურად მთელმა მსოფლიომ გახსნა ღამის კლუბები და მომხმარებელს მხოლოდ pcr ტესტის ან აცრის დოკუმენტის საფუძველზე უშვებენ, ჩვენთან ეს არ ხდება.



რაც შეეხება დახმარებას, პირველ რიგში ამისთვის თანხები გვჭირდება, ორი წელი ძალიან დიდი დროა, საუნდი და განათებები დაშლილია, სტაფი უკვე ფაქტობრივად აღარ გვყავს. ბევრი პრობლემებია. ასე ავდგეთ და გავხსნათ – არ გამოვა, გადასახადის პრობლემებიც გვაქვს. ასე არ გამოვა რომ გავიხსნათ, გადასახადები ვიხადოთ და ძველებურად ვიმუშაოთ. კომუნალურებიც გაორმაგებულია. ფეხზე დასადგომად დახმარება გვესაჭიროება“, - აღნიშნა თამუნა აქსანდერმა.



მისივე თქმით, კლუბს ბიზნეს სესხიც აქვს აღებული, რომლის საპროცენტო საურავიც გაზრდილია, ასევე არის ყოველთვიური პატარ–პატარა ხარჯები, რომელიც ჯამში რამდენიმე ათასს აღწევს და თუ ასე გაგრძელდა, უბრალოდ დახურული ობიექტის შენახვა შეუძლებელი გახდება.




„ძალიან ბევრი ვალი და ხარჯი დაგვიგროვდა, გვაქვს ბიზნეს სესხი რომელსაც ვერ ვიხდიდით და მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცენტი ემატებოდა, ასევე არის თვითონ კლუბ „ხიდის“ ხარჯები. ესენია დაზღვევის, დაცვის, გვყავს რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მიდიან და პერიოდულად რაღაცებს ამოწმებენ, ყველაფერი პატარ-პატარა ხარჯია მაგრამ ჯამში რამდენიმე ათასი გამოდის თვიურად. ამ ყველაფერს უკვე 20 თვეა ჩვენი ჯიბიდან ვიხდით, იმედია გახსნის წინ რაღაცას გვეტყვიან და გარკვეული შეღავათები და ფინანსური დახმარება გვექნება. სიმართლე გითხრათ, დიდი ხნით ვეღარ მოვითმენთ, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მგონი აღარც უნდათ ღამის კლუბები და მარტო რესტორნები უნდათ“, - აღნიშნა თამუნა აქსანდერმა.



თამუნა აქსანდერი კლუბების გახსნის შემთხვევაში მომხმარებელთა აქტივობასაც ეჭვის თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ ქართველ მომხმარებელს კლუბებში სიარულის ფული აღარ დარჩათ, უცხოელები კი საქართველოში აღარ ჩამოდიან.



„არანაირი საშუალება აღარ მაქვს, რომ დახურული ობიექტი ვარჩინო. ძალიან ცუდ დღეში ვართ, ალბათ არავინ არ არის კარგ დღეში, ხალხსაც ისე უჭირს, კლუბში ვინ მოვა, ევროპელი ტურისტი გაქცეულია, ჩემი მეგობრები კი მენდობიან და ჩამოვლენ, მაგრამ ბევრმა მომწერა რა ხდება მაგ ქვეყანაში ტურისტებს სცემენ და კლავენო, ძალიან ბუნდოვანი მომავალია, ქართველებს ფული აღარ დარჩათ რომ კლუბებში იარონ“. - აღნიშნა თამუნა აქსანდერმა.



კალაძის შეფასებით, გასული 4 წლის განმავლობაში თბილისის მერია ღამის ეკონომიკის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა და პანდემიის პერიოდში ამ მიმართულებით კერძო სექტორს დიდი დახმარება აღმოუჩინა.



„ასევე მნიშვნელოვანი დახმარებები გავუწიეთ საკლუბო სცენებს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ ფუნქციონირება და გააგრძელონ მუშაობა. ამას ხელს უშლის არსებული კოვიდ სიტუაცია. ღამის ეკონომიკის ფარგლებში ყურადღების მიღმა არავის დავტოვებთ და საკლუბო სცენებსაც მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ იმისთვის, რომ მათ მომავალში შეძლონ მუშაობა და ფუნქციონირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up