„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები  თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

„რა სახით უნდა მიიღოს ვიტამინები თქვენმა პატარამ ვირუსულ პერიოდში?

access_time2020-12-01 10:50:13

ბრიტანელმა ექსპერტებმა გამოსცეს რეკომენდაციები, რომელშიც აღინიშნა, რომ აუცილებელია იმ პროდუქტების მიღება,რომელშიც D ვიტამინი და ომეგა 3 ჭარბობს, რათა გაძლიერდეს იმუნური სისტემა,განსაკუთრებით, ვირუსული ინფექციის დროს.


ექსპერტების ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ დაბალანსებულმა,ჯანსაღმა კვების რაციონმა შეიძლება გააუმჯობესოს ორგანიზმის ამტანობა პატარებში,გაზარდოს იმუნური წინააღმდეგობა ვირუსის მიმართ და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში.



ომეგა 3 ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც ამ დროს ბავშვს ესაჭიროება. სავალდებულოა, რომ იგი პატარას მივაწოდოთ რეგულარულად ხვადასხვა პროდუქტის სახით. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ომეგა 3 ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებას საგრძნობლად უწყობს ხელს,ეხმარება ორგანიზმს მოღონიერებაში. გარდა ამისა, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და თუთიას,რომელიც ფიზიკურ,თუ გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. რკინა, როგორც ცნობილია, აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის და ჟანგბადის უჯრედებამდე ტრანსპორტირებისათვის.


თუთიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმუნური სისტემის განვითარებაში. ასევე,სწავლისა და მახსოვრობის პროცესებში. იგი მონაწილეობს დნმ-ის სინთეზის, ცილების მეტაბოლიზმის, ძვლების გაძლიერებაში. ვიტამინი D3 და მინერალები, როგორიცაა მაგნიუმი და თუთია, აუცილებელია მზარდი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.


ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვიტამინი D- ის დაბალმა დონემ, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მზისგან იღებს, შეიძლება გაზარდოს ვირუსის ქონის  რისკი ან შეიძლება, ინფექციისას ორგანიზმმა უფრო მძიმე შედეგები განიცადოს. გასულ კვირას, ესპანეთში მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა 82%-ს ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა. ბრიტანელი მეცნიერები გვირჩევენ D ვიტამინისა და ომეგა 3-ის შემცველ პროდუქტების მიღებას,რომელიც პანდემიურ სიტუაციაში თქვენი და თქვენი პატარების იმუნიტეტს გააძლიერებს.



რძის ნაწარმი,ფორთოხალი,თევზეული,სოკო - ის პროდუქტებია,რომელიც D ვიტამინის დიდ რაოდენობას შეიცავენ.

თხილეული,ბროკოლი,თევზეული (ორაგული,სარდინა) კი,ომეგა 3-ის დიდი შემცველობით გამოირჩევიან.


რძის პროდუქტი რომ სასარგებლოა და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, ამაზე აღარავინ კამათობს. განსაკუთრებით მაშინ,თუ გამდიდრებულია D ვიტამინით. რასაკვირველია, პირველ რიგში, საუბარია ნატურალური გზით დამზადებულ პროდუქციაზე,რომელსაც შენარჩუნებული აქვს ყველა ის თვისება, რაც ჭეშმარიტად უნდა ჰქონდეს რძის ნაწარმს.


ყველა რძემჟავა პროდუქტს აქვს მნიშვნელოვანი სამკურნალო-დიეტური თვისებები და ამიტომ ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. რძემჟავა პროდუქტებს ორგანიზმი სწრაფად და სრულად ითვისებს და გადაამუშავებს. აი, ამ თვისების გამო ითვლებიან ისინი აუცილებელ და სასარგებლო საკვებად. - ამბობს ექიმი და ჟურნალ მკურნალის მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.


მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვთა სწორი კვება როგორც ფიზიკური,ასევე გონებრივი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.


(R)



თეგები:
ვიტამინები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up