რა „სასწაულების“ მოხდენა შეუძლიათ ღეროვან უჯრედებს – ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ–ჰემატოლოგთან

რა „სასწაულების“ მოხდენა შეუძლიათ ღეროვან უჯრედებს – ინტერვიუ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ–ჰემატოლოგთან

access_time2021-07-20 12:00:07

განვითარებული ქვეყნების კვალდაკვალ ქართველი ექიმები სულ უფრო აქტიურად იკვლევენ და პრაქტიკაში იყენებენ ღეროვან უჯრედებს. ეს მიმართულება მედიცინაში შედარებით ახალი სიტყვაა და მის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეტი შედეგების მისაღებად.


ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე „კომერსანტთან“ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კვაჭაძე საუბრობს.

 

- რას გულისხმობს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და რას წარმოადგენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები?


ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტური მეთოდია, რომელიც დაზიანებული უჯრედების მოცილებას და მათი ახალი, ჯანმრთელი უჯრედული მასით ჩანაცვლებას გულისხმობს.


ღეროვანი უჯრედები მთელი ცხოვრების განმავლობაში მონაწილეობენ ჩვენი სხეულის ყველა ქსოვილისა და ორგანოების განვითარებასა და რეგენერაციაში. ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ გამრავლება, გაყოფა და დიფერენცირება. მთავარ უჯრედს, რომელიც წარმოშობს სისხლის ფორმირებულ ელემენტებს, ჰემატოპოეზური (სისხლის წარმომქმნელი) ღეროვანი უჯრედი ეწოდება.


ძვლის ტვინი სისხლმბადი სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ღრუბლის მსგავსი ქსოვილია და მსხვილ ძვალთა ღრუებშია მოთავსებული. ძვლის წითელი ტვინი ადამიანის სხეულის მასის 1,5%-ს შეადგენს.


ძვლის ტვინი ორგანიზმის ერთადერთი ქსოვილია, რომელიც ნორმაში ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ღეროვანი უჯრედები კი ძვლის ტვინში წარმოქმნიან სამი სახის მნიშვნელოვან სისხლის უჯრედებს, ესენია:


  • სისხლის წითელი უჯრედები - რომლის საშუალებითაც მთელს ორგანიზმს ჟანგბადი მიეწოდება;
  • სისხლის თეთრი უჯრედები - რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან;
  • თრომბოციტები - რომელიც სისხლს შედედების უნარს სძენს;


ღეროვან უჯრედებს არაერთი უნიკალური თვისება აქვს და რაც მთავარია, შეუძლია დაავადებული ორგანოს აღდგენის სტიმულირება მოახდინოს.


აქედან გამომდინარე, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა და მას სხვადასხვა მძიმე დაავადების მკურნალობის დროს მიმართავენ.



ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია შეიძლება იყო:


  1. აუტოლოგიური (საკუთარი) ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა;
  2. ალლოგენური (მონათესავე და /ან არამონათესავე დონორის) ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების გადანერგვა;
  3. ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა;


სადღეისოდ ონკო-ჰემატოლოგიაში გამოიყენება ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების მიღების სამი წყარო:


  1. ძვლის ტვინი - უჯრედების აღება/შეგროვება ხდება საოპერაციოში, ზოგადი და/ან ეპიდურული ანესთეზიის ქვეშ.
  2. პერიფერიული სისხლი (PSCT) - პერიფერიულ სისხლში მოცირკულირე ღეროვანი უჯრედების რაოდენობა მცირეა, ამიტომ, მობილიზაციისათვის პაციენტს/დონორს უკეთდება სპეციალური მედიკამენტი - ღეროვანი უჯრედების რაოდენობის გაზრდისა და მობილიზაციისათვის. შემდეგ ხდება სპეციალური აპარატის საშუალებით ვენიდან აღნიშნული უჯრედების აღება, შენახვა-დამუშავება.
  3. ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები - აღება და შენახვა ხდება ადამიანის დაბადების დროს.


- რა ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?


ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ განუკურნებლად მიიჩნეოდა.


ამ მეთოდით მკურნალობა შესაძლოა ჩაუტარდეთ ჰემატოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური პათოლოგიების მქონე შემდეგ პაციენტებს:


  • ანემიები (აპლაზიური ანემია, თანდაყოლილი ანემიები)
  • თალასემიები;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
  • მწვავე და ქრონიკული ლეიკემიები;
  • ლიმფომები და სოლიდური სიმსივნეები;
  • მემკვიდრული და აუტოიმუნური პათოლოგიები და ა.შ.;


- როდის არის საჭირო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია?


ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია არის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, ის თანამდეროვე ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია; ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭიროებათ სხვადასხვა ნოზოლოგიის მქონე პაციენტებს, მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, მაგალითად: მწვავე ლეიკემიების მაღალი რისკის, მწვავე ლეიკემიის რეციდივის არსებობის, ქრონიკული ლეიკემიების, ლიმფომების დროს, თანდაყოლილი მძიმე ანემიის ფორმების დროს, მეილომური დაავადების დროს და ა.შ. ტრანსპლანტაციის სახეობა დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზზე, დაავადების მიმდინარეობაზე, სტადიაზე და ა.შ.


- რა პირობები და ინფრასტრუქტურაა უზრუნველყოფილი „ნიუ ჰოსპიტალსში“ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის?


ტრანსპლანტაციის პროცედურას უნდა აწარმოებდეს კოლექტივი, რომელსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, ჩატარებული აქვთ სწავლების კურსი ამ მიმართულებით (ტრეინინგები, კვალიფიკაციები), შეუძლიათ პაციენტის მართვა ღრმა პანციტოპენიურ მდგომარეობაში და განახორციელონ მისი სასიცოცხლო ფუნქციების მუდმივი მონიტორინგი. ვინაიდან, აღნიშნული დეპარტამეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტთა მკურნალობის, მეთვალყურეობის და მართვის ტაქტიკა სრულად განსხვავდება სხვა დეპარტამენტებისაგან, აუცილებელია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი ექვემდებარებოდეს ინფრასტრუქტურულად საერთაშორისო სტანდარტს, მაგალითად:


  • კედლების შენება - სასტერილიზაციო ხსნარებით დამუშავების შესაძლებლობა;
  • სპეციალური კარების არსებობა, რაც თავის მხრივ დადებითი (+) წნევის არსებობას უზრუნველყოფს;
  • „ჰეპა-ფილტრების“ და პალატების ცალკ-ცალკე ვენტილაციის სისტემების აუცილებლობა;
  • ავტომატური რეჟიმით ჰაერის ტემპერატურის, ტენიანობის და წნევის მონიტორიგი;
  • პალატების განლაგების და წყობის დაცვის საერთაშორისო ნორმების დაცვა - სველ წერტილში შესასვლელი უნდა იყოს სტერილური პალატიდან და არა ფილტრის ზონის შესასვლელიდან, რაც სტერილიზაციის პირობებს და ჰერმეტულობას უზრუნელყოფს;
  • ფილტრების მუდმივი მონიტორიგი და მიკრობიოლოგიური ნაცხების გეგმიური მონიტორინგი და ა.შ.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული კლინიკაა, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტის უსაფრთხოებას და სამედიცინო სერვისების ხარისხს. შესაბამისად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში უზრუნველყოფილია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობა. ამის გარდა, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტის სისხლის ბანკი, რომლის მთავარი ფუნქციაა, ჩვენს მიერ შეგროვებული ღეროვანი უჯრედების აღება (აფერეზის პროცედურა), დამუშავება, კრიოპრეზერვაცია, მაღალი ხარისხის სისხლის კომპონენტების დამზადება, ირადირება და შენახვაა.


- როგორ ხდება ძვლის ტვინის მოგროვება-დამუშავება და შენახვა ნიუ ჰოსპიტალსში?


მაგალითად, აუტოლოგიური ტრანსპლანტაციის დროს შეიძლება გამოიყოს შემდეგი ეტაპები:

  • მობილიზაცია: პაციენტს უკეთდება სპეციალური მედიკამენტის ინექცია, რამოდენიმე დღის განმავლობაში, რომელიც ღეროვანი უჯრედების მობილიზებას, ძვლის ტვინიდან პერიფერიულ სისხლში გადმოსვლას იწვევს;
  • კოლექცია: ცენტრალური ვენის კათეტერიდან ხდება ვენური სისხლის ცირკულირება სპეციალურ აპარატში, რომელიც ახდენს ღეროვანი უჯრედების გამოყოფას;
  • სისხლის ბანკში ხდება მიღებული უჯრედების დამუშავება შესანახად;
  • კრიოპრეზერვაცია: ღეროვანი უჯრედების გაყინვა (-180c) და შესაბამის პირობებში   შენახვა;


-
რა პროცედურები უტარდება პაციენტს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წინ?


პაციენტს ტრანსპლანტაციის წინ უტარდება წინასატრანსპლანტაციო კვლევები, რომელიც მოიცავს, როგორც ლაბორატორიულ ანალიზებს (სისხლის საერთო, ბიოქიმური ანალიზები, ვირუსოლოგიური და ბაქტერიოლოგიური კვლევა, სხვადასხვა ვირუსის PCR განსაზღვრა და ა.შ) ასევე ძვირადღირებულ ინსტრუმენტულ კვლევებს (კომპიუტერული ტომოგრაფიები, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, PET-CT და ა,შ) და სხვადასხვა სპეციალისტთა კონსულტაციებს,ასევე აუცილებელია პაციენტის სრული სტომატოლოგიური სერვისით უზრუნველყოფა, ვინაიდან, პირის ღრუში არსებული მცირე ზომის კარიესიც კი, ტრანსპლანტაციის მიმდინარეობის დროს და შემდგომ იწვევს საკმაოდ სერიოზულ გართულებებს;


- ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, სრულად ხდება პაციენტის გამოჯანმრთელება?


ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის წარმატება დამოკიდებულია პაციენტის დიაგნოზზე, დაავადების სიმძიმეზე, ასაკზე და ბევრ სხვა პარამეტრზე, ასევე ჩატარებული ტრანსპლანტაციის სახეობაზე, დონორის შეთავსების მაჩვენებელზე, ტრანსპლანტაციის შემდგომ ადრეულ და გვიან გართულებებზე, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის დანერგვამდე პაციენტთა ნაწილი იღუპებოდა ჩატარებული თერაპიის მიუხედევად, ამ ეტაპზე, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ამ პაციენტთა გადარჩენის ერთადერთი გზაა;


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up