რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე?

რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის სხდომაზე?

access_time2022-09-26 12:55:27

დღეს, 26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, მთავრობის სხდომის დღისწესრიგში სულ 21 საკითხია, საიდანაც 13 საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გამოაქვს.


  • საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰილსაიდისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მ-ინვესტმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვენტო ენერჯისათვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ჯინო ველნეს გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 10 მარტის N429 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯინო ველნეს გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პისი მაქსისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ“.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „აღმაშენებლის 51-ის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,არჯი ენერჯის ქარის ელექტროსადგურის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სკრას ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,იმერეთის ქარის ელექტროსადგურის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”.

ფინანსთა მინისტრს კი სხდომაზე განსახილველად 3 საკითხი გამოაქვს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრს კი 2 საკითხი.

საკითხები რომელსაც ფინანსთა მინისტრი დღეს განსახილველად მთავრობის სხდომაზე გამოიტანს:



  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”.
  • საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (3 პროექტი)
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.






წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up