რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე?

რა საკითხებზე იმსჯელებენ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე?

access_time2022-12-05 13:10:01

დღეს, 5 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. როგორც მთავრობის სხდომის დღის წესრიგიდან ირკვევა, მინისტრთა კაბინეტი დღეს 14 საკითხის განსახილველად იკრიბება. დღის წესრიგის მიხედვით ყველაზე მეტი საკითხი ეკონომიკის სამინისტროზე მოდის. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე საკითხი „საიდუმლო“.


მაშ ასე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შემდეგ საკითხებზე იმსჯელებს:


,,საზღვაო შრომის კონვენცია“ საქართველოს კანონის პროექტი ,,მეზღვაურთა შრომის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;


საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;


საქართველოს კანონების პროექტები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;


საქართველოს კანონის პროექტი ,,პენიტენციური კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები;



საქართველოს კანონების პროექტები ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ”;


საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ა(ა)იპ - მზის შვილების საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”;


საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯეო ფაუერს’’ შორის „ძეგვი ჰესის’’ შესახებ 2017 წლის 3 თებერვალს დადებულ მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”;


საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş”-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ოქტომბრის N2241 განკარგულების საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;


საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამსაბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ”;


საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს № 426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;


საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”;


საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს (წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“)) შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)) დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ”;


საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”;


საიდუმლო;





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა

სექტორს კიდევ ერთი მილიარდერი ბანკი დაემატა
access_time2023-01-28 00:30:00
საბანკო სექტორმა დაკრედიტების ზრდა დააპაუზა. 01.01.2023-ის მდგომარეობით წლიური (Y.Y) ზრდა 4%-ია, კურსის ცვლილების ეფექტით (გამორიცხვით...


მსგავსი სიახლეები

up