რა საიდუმლო შეტყობინება მიიღეს ნატოს სამხედროებმა მობილურზე

რა საიდუმლო შეტყობინება მიიღეს ნატოს სამხედროებმა მობილურზე

access_time2019-10-21 23:20:02

„ჩვენ თქვენ გითვალთვალებთ- ასეთი ტიპის მუქარისშემცველი შეტობინებები მიიღეს მობილური ნომრებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ესტონეთში ნატოს მისიით მყოფმა ბრიტანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ამის შესახებ ცნობას ლიეტუვის ერთ-ერთი მედიასაშუალება ავრცელებს. იქვე აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირები ამ ფაქტს მოსკოვს უკავშირებენ, რომლის მიზანი ჯარისკაცებზე და ადგილობრივ მისახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინებაა.

 

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომელიც ამჯერად კიევში ჰიბრიდული ომის ელემენტებზე მუშაობს, „რეზონანსთან ამბობს, რომ ზემოაღნიშნული, კლასიკური ფსიქოლოგიური ომია, რომელიც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.

 

„ეს კლასიკური ფსიქოლოგიური ომია, რომელიც ჰიბრიდული ომის ნაწილია.

 

თავის მხრივ ჰიბრიდული ომი ექვს განზომილებად იყოფა: 1.საინფორმაციო, 2.სამხედრო, 3.ეკონომიკური, 4. ფსიქოლოგიური, 5. სპეციალური ოპერაციები, 6.პოლიტიკური, რუსებმა ამ შემთხვევაში სწორედ ფსიქოლოგიური ომი გამოიყენეს.

 

„ფსიქოლოგიურ ომს სამხედროების ზეგავლენის მოსახდენად იყენებენ, მათი მორალური და ფსიქოლოგიური უნარების დაქვეითებისთვის, ასეთ ფსიქოლოგიურ ომში დაშინების ელემენტებიც შედის.

 

„ამ შემთხვევაში კიბერშეტევის ნიშნებია, რომელიც ასევე საინფორმაციო ომის ნაწილია.-აცხადებს მაისაია.

 

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან ამბობს,რომ მსგავსი ტიპის ოპერაციებს ბალტიისპირეთში რუსეთის გარდა არავინ ახორციელებს, რადგან ის ამ რეგიონითაა დაინტერესებული.


 

„ეს, რა თქმა უნდა, ჰიბრიდული ომის ნაწილია, პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩატარდეს და როდესაც ნატოს ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ დასკვნები დაიდება, მაშინ შეგვეძლება უფრო დამაჯერებლად გავიშვიროთ თითი მოსკოვისკენ.

 

თუმცა, ძალიან მაღალი ალბათობით, ნატოს წინააღმდეგ მსგავს ჰაკერულ, თუ სხვა ტიპის ოპერციებს რუსეთის გარდა არავინ ახორციელებს, მითუმეტეს, თუ იმ რეგიონსაც გავითვალისწინებთ, სადაც ეს ხდება, რომელიც რუსეთის მოსაზღვრეა.

 

„ეს რომ ჩინეთს დააბრალონ, მას ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ინტერესი არ აქვს, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებს უთვალთვალოს და მუქარის შეტყობინებები გაუგზავნოს.-აცხადებს იგი.

 

სალუქვაძისვე შეფასებით, რუსეთს ჰყავს ე.წ. პრანკერები, რომლებიც მობილურ ნომრებსა და მათ მფლობელებს ადვილად ადგენენ.

 

„ის, რომ მათ მობილური ტელეფონების ნომრების მოძიება არ გაუჭირდებათ, ამაზე მათი „პრანკერობის მდიდარი გამოცდილებაც მეტყველებს, ვიცით, რომ რუს „პრანკერებს ბევრ პოლიტიკოსთან აქვთ დანარეკი, მაგალითად, ჟურნალისტს, რომ უკრაინელ პოლიტიკოსთან სჭირდებოდეს ინტერვიუს ჩაწერა, მისი მობილური ნომერის გაგება გაუჭირდება, მაგრამ პრანკერებისთვის ეს პრობლემა არაა, რომ მაგალითად, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ან უკრაინის რომელიმე პოლიტიკოსს დაურეკონ.

 

„არსებობს სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომლებითაც მარტივია ნომრების მოძიება და შემდეგ გაანალიზება, თუ ვის ეკუთვნის ესა თუ ის ნომერი და ამის შემდეგ ხდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

 

„არ მგონია ნატოში ვინმეს ამ მესიჯების შეეშინდეს, მაგრამ, თვითონ ფაქტი საკმაოდ გამომწვევი და თავხედურია, იმედი მაქვს, რომ ამაში ჩაერთვება აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შესაბამისი სამსახურები და ყველაფერი დადგინდება, დადგინდება ადრესატები, თუ საიდან წამოვიდა ეს შეტყობინებები და მიეცემა სათანადო შეფასება ამ გამოხტომას.

 

„თვითონ სტილი, რომ „ჩვენ გითვალთვალებთ- რუსულ ხელწერაზე მეტყველებს, ვის შეეძლება, რომ უთვალთვალოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების სამხედროებს, ან ნატოს წევრ ქვეყნებს, მაგ რეგიონით სხვა დაინტერესებული არავინაა, ისინი კი თავიანთ თავებს ამ მესიჯებს არ გაუგზავნიდნენ.-აცხადებს სალუქვაძე

 

„ტელეგრაფის ცნობით, სოციალური ქსელებისა და მობილური ნომრების მეშვეობით ამ ტიპის შეტყობინებებს ესტონეთში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები 2017 წლიდან იღებენ, იმ დროიდან, როდესაც ისინი ამ ქვეყანაში ნატოს მისიით ჩავიდნენ.


resonancedaily.com




28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

28 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-28 18:10:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება

მსოფლიო ავიაციაში სამუშაო ადგილები 40%-ით შემცირდება
access_time2020-10-28 17:30:17
IATA-ს შეფასებით, 2021 წელს სასურველი საოპერაციო შედეგების მისაღებად და ფინანსური რესურსების შემცირების გასანეიტრალებლად, საჭირო იქნება, ხარჯების კიდევ 30%-ით შემცირება.   ”კრიზისის პირობებში ყოველდღიურად სამუშაო ადგილების დაკარგვის და ეკონომიკური შეფერხების ალბათობა იზრდება. თუ კი სახელმწიფოები სწრაფად არ იმოქმედებენ ავიაციაში 1.3 მლნ სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშ დადგება. ამას კი დომინოს ეფექტი ექნება, რაც საავიაციო სექტორში დამატებით 3.5 მლნ სამუშაო ადგილს შეუქმნის...

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება

საქართველოსთვის პირველი ვიკინგური ტიპის თევზსაჭერი გემის მშენებლობა იწყება
access_time2020-10-28 15:25:13
ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, პირველად დაფინანსდა ახალი თევზსაჭერი გემის მშენებლობა.   მოხარულები ვართ, რომ დღეს უკვე გვაქვს პირველი წარმატება. ჩვენ ბანკებთან აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ კიდევ...

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?

საარჩევნო კომპასი - საით იხრება პარტიების ეკონომიკური პოლიტიკა?
access_time2020-10-28 15:00:25
რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი შეგიძლიათ მიიღოთ “საარჩევნო კომპასი საქართველოს” ციფრულ პლატფორმაზე.   საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით,...

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება

კომპანია ,,ბევრილი ჯგუფის’’ განცხადება
access_time2020-10-28 12:20:50
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ცრუ და ცილისმწამებლური კამპანიის პასუხად, რომელიც ახლა უკვე მიმართულია კერძო სექტორის წინააღმდეგაც. 2020 წლის 24 ოქტომბერს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასული სიუჟეტი, ცილისმწამებლური ინფორმაციის შემცველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან.  გთავაზობთ კომპანიის განცხადებას: "დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ოთხი წარმოშობის ხორბალი...


მსგავსი სიახლეები

up