რა საფრთხეს უქმნის რუსეთს SWIFT-იდან გათიშვა

რა საფრთხეს უქმნის რუსეთს SWIFT-იდან გათიშვა

access_time2021-06-11 20:00:31

ბოლო წლების მანძილზე კრემლის მიერ წარმოებული აგრესიული საგარეო პოლიტიკის, ევროპასა და ამერიკაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ რუსეთის წინაამღდეგ ისეთი მკაცრი სასჯელის შემოღებაზე, როგორიცაა ქვეყნის გათიშვა საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-დან.


ამ თემაზე მოსკოვის კარნეგის ცენტრი ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს.

 

მართალია, ეს საკითხი პრაქტიკულ დონეზე განხილული ჯერ არ ყოფილა, მაგრამ მოსკოვისთვის ეს სერიოზული რისკია, რომლის გამორიცხვაც არ შეიძლება.

 

პირველ რიგში, მოსკოვს პოზიციებს უმყარებს რუსეთის დასავლეთთან ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია - გათიშვის შემთხვევაში აშშ-სა და გერმანიას სერიოზული დანაკარგები ელით, რადგანაც სწორედ ამერიკული და გერმანული ბანკები რუსულ პარტნიორებთან თანამშრომლობაში SWIFT-ის სისტემას ყველაზე აქტიურად იყენებენ.

 

თუმცა, ვაშინგტონმა გაითვალისწინა ირანის მაგალითი, რომელმაც SWIFT-ის გათიშვის გამო ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 50%  და საერთაშორისო ვაჭრობის 30% დაკარგა. რუსეთის ეკონომიკისთვის შედეგები ასეთივე დამანგრეველი იქნებოდა, განსაკუთრებით მოკლევადიან პერსპექტივაში.

 

მოსკოვი SWIFT-ზე ძალიან დამოკიდებულია, პირველ რიგში ნავთობით და გაზით ვაჭრობაში და სისტემიდან რუსეთის გაძევება საერთაშორისო გარიგებების შეწყვეტას, რუბლის კურსის მკვეთრ ვარდნას და კაპიტალის მასობრივ გადინებას გამოიწვევს.

 

ამიტომაც, 2014 წლიდან რუსეთი ალტერნატივებს ეძებს. კერძოდ, შიდა ტრანზაქციებისთვის სისტემა  «Мир» შეიქმნა, რომელიც 73 მლნ. ბარათს ემსახურება. თუმცა, რუსეთის ფარგლებს გარეთ ის მხოლოდ სომხეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ნაწილობრივ თურქეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ყაზახეთში მოქმედებს.


 

შესაბამისად, ეს სისტემა საგარეო ტრანზაქციების პრობლემას ვერ ხსნის. შედარებით რეალისტური ვარიანტია ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორიშისი ანგარიშსწორების სისტემაზე CIPS შეერთება, თუმცა,  მას ამ ეტაპზე SWIFT-ის ჩანაცვლება არ შეუძლია.

 

ის ძირითადად იუანების ტრანზაქციებზე მუშაობს, ხოლო მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე იუანის წილი მხოლოდ 2%–ს შეადგენს, მაშინ, როდესაც დოლარში მთელი ტრანზაქციების 40% ხორციელდება. საგადახდო სისტემა CIPS ძალიან მცირე მასშტაბებისაა  - SWIFT-ის მხოლოდ 0,3%.

 

ჩინური სისტემა შესაძლოა გახდეს SWIFT-ის ალტერნატივა პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილში, თუმცა პრობლემა ისაა, რომ CIPS რუსულ სისტემებთან კი არ ითანამშრომლებს, არამედ ძალიან სწრაფად ჩაყლაპავს მათ. ჩინეთზე დამოკიდებულება კი მოსკოვს დიდად არ სურს.

 

კიდევ ერთ ალტერნატივად განიხილება ციფრული რუბლი, რომელიც ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს გაამარტივებს. მაგრამ ეს პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია - ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ კონტროლირებადი ციფრული ვალუტა დოლარის დასუსტებას და სანქციების რისკის შემცირებას, ციფრული რუბლი ისეთივე არასტაბილური და ტოქსიკური იქნება, როგორც ჩვეულებრივი და რუსეთის ფარგლებს გარეთ ის არავის დასჭირდება.

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ციფრული რუბლით ანგარიშსწორება აშშ-ის მოწინაამღდეგე ქვეყნებთან, მაგალითად, ირანთან ან თურქეთთან, მაგრამ მხოლოდ რეგიონის დონეზე.

 

სანქციების  შერბილების კუთხით, ციფრული რუბლი უსარგებლოა - 2018 წლიდან აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველო სანქციების ქვეშ მყოფ ქვეყნებთან თუ ორგანიზაციებთან ტრანზაქციებს როგორც ტრადიციულ, ისე ელექტრონულ ვალუტებში კრძალავს.

 

რუსეთმა შესაძლოა გარკვეული სარგებელი მიიღოს ევროკავშირის სისტემა INSTEX-ისგან, რომელიც ირანის წინაამღდეგ ამერიკული სანქციების საპასუხოდ შეიქმნა. დღეს ის მხოლოდ ჰუმანიტარული საქონლით ვაჭრობაზეა ორიენტირებული, თუმცა, მომავალში ეს რეალობა შესაძლოა შეიცვალოს.

 

მომავალში ევროკავშირი INSTEX-ის ეფექტიანობის ზრდას გეგმავს, ხოლო რუსეთი და ჩინეთი ევროპელებთან ამ კუთხით თანამშრომლობისთვის მზად არიან.

 

რა თქმა უნდა, ევროპულ სისტემას ჯერ დიდი გზის გავლა მოუწევს, სანამ ის SWIFT-ის რეალური ალტერნატივა გახდება. თანაც ამერიკას ევროპისთვის პასუხის გაცემა იგივე SWIFT-ის მეშვეობით შეუძლია.

 

თავად ფაქტი, რომ ევროკავშირი ამერიკული საგადახდო სისტემების ალტერნატივის შექმნას ბედავს, მოსკოვს და პეკინს აიმედებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up