რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

access_time2019-08-25 16:00:18

ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.

 

სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია, შესაბამისად, კატასტროფული დნობა უფრო ადრეა მოსალოდნელი.

 

„ვიცით, რომ კავკასიონზე მიდის კატასტროფული დნობა, თუმცა ეს პროცესი უფრო სწრაფი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პროგნოზი იყო გაკეთებული, რომ ეს 2050 წელს მოხდებოდა, მაგრამ აშკრაა, რომ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები და მნიშვნელოვანია მოსახლეობამაც კარგად შეიგნოს, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

 

რაც შეეხება ხანძრებს საქართველოში, რისკი უფრო მეტად იზრდება, ტემპერატურის მატებასთან ერთად, რამაც შესაძლოა მასშტაბური სახეც კი მიიღოს. მაგალითად, ბოლოს, გორში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძის ლოკალიზება მოხდა, რაც გლობალური დათბობით იყო გამოწვეული.

 

მაღალი ტემპერატურა 3 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს. ამის შესახებ მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტო აფრთხილებს.

 


ნინო ჩხობაძე გარკვეულ რეკომენდაციებს იძლევა და მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს იმისათვის, რომ კატასტროფული ვითარება არ შეიქმნას.

 

„გლობალური კლიმატის ცვლილებას ახასიათებს მაღალი ტემპერატურები. პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია, რომ ძალიან მაღალი სიცხეები იქნება, რომელიც ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ეხება, თუმცა, ამის შესახებ ბოლომდე პროგნოზირებას ვერავინ აკეთებს.

 

„მაღალი ტემპერატურების ხანგრძლივობა დიდია და ეს ინდიკატორია სწორედ კლიმატის ცვლილებისა, რაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული გამოწვევაა, რომელზეც მნიშვნელოვნად აპირებენ საუბარს.

 

„ხანძრები არის გახშირებული. რაც გლობალურად ძალიან სერიოზული პრობლემა გახდა. ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ახლა ძალიან გამწვავებულია. თუკი გარემოსთან მიმართებაში ვიქნებით გაუფრთხილებლად, ხანძრების გახშირებას უნდა ველოდოთ. მოვუწოდებდი ყველას, რომ ამ დღეებში და შემდეგაც, მოვერიდოთ ცეცხლის დანთებას ტყეებში.

 

„მაქსიმალურად შევეცადოთ არ გადავდგათ ისეთი ის ნაბიჯები, რომელიც საბოლოო ჯამში უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს. შევეცადოთ, რომ მოვერიდოთ კოცონისა და ცეცხლის დანთებას, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

 

ტემპერატურის მომატების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

 

გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციები, რომლის შესახებაც მან 23 აგვისტოს ისაუბრა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.




თეგები:
კავკასიონი



forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა

forbes - საუდის არაბეთზე შეტევას ნავთობის გაძვირება მოჰყვა
access_time2019-09-16 19:00:49
საუდის არაბეთმა ოფიციალური დაადასტურა ნავთობმოპოვების თითქმის 6 მლნ. ბარელით შემცირება, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ქარხნებზე უპილოტო საფრები აპარატებით შეტევა განხორციელდა. შავ ოქროზე ფასების ნახტომისებრი ზრდის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-მ განაცხადა, რომ მზადაა აამოქმედოს თავისი რეზერვები. ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საჰაერო შეტევა შაბათს დილით მოხვდა - პირველმა ეს ინფორმაცია საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ...

ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას

 ამერიკა ცდილობს უზბეკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დაკავშირებას
access_time2019-09-16 20:00:25
უზბეკეთმა და საქართველომ მიაგნეს შეხების წერტილს - ესაა ტრანზიტი. თბილისისთვის ეს არის ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვის გაზრდის საშუალება, ხოლო უზბეკეთი იღებს ქართული პორტების გავლით ევროპულ ბაზრებზე გასვლის საშუალებას. ინტერესი ორმხრივია, თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ დღეისათვის არ არსებობს კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე გასატარებელი ტვირთების საკმარისი რაოდენობა. 11-13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი...

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული

აუდიტის სამსახური - 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 27 პროექტის წლიური ბიუჯეტი საერთოდ არ არის ათვისებული
access_time2019-09-16 18:00:58
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯამში 400 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 27 კაპიტალური პროექტის წლიური ბიუჯეტი, 6 თვის მონაცემებით, საერთოდ არ არის ათვისებული. ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტებისა და მათზე გამოყოფილი სახსრების ათვისების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახრუსი ბიუჯეტის მონიტორი აქვენებს, რომლის თანახმად, 6 თვის მონაცემებით, 26 პროექტში ათვისებულია წლიური ბიუჯეტის 1%-დან...

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements -დან მიდის
access_time2019-09-16 14:30:27
„ვგრძნობ, რომ ჩემი მისია შევასრულე“ - ამბობს დიზაინერი, რომელმაც 5 წლის წინ გავლენიანი ბრენდი „Vetements“ დაარსა“. ასე იწყებს სტატიას ერთ-ერთი გავლენიანი მედია გამოცემა მოდის სფეროში. „WWD“ წერს, რომ ქართველმა დიზაინერი, რომელიც ქუჩის მოდის მთავარი შემოქმედი იყო „Vetements“ -დან მიდის.   ბრენდი, რომელმაც ქუჩის სტილის თამაშის წესები შეცვალა დემნამ ძმასთან ერთად 2014 წელს დაარსა. გურამ გვასალია,...

Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს

  Meridian Capital Limited - რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ხაზარაძის თქმით, შესაძლოა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს
access_time2019-09-16 15:40:55
რას წარმოადგენს კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში შესაძლოა „კონტი ჯგუფი“ ჩაანაცვლოს? როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  TV “მთავარის“ ეთერში აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა ანაკლიის ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორი —  ბრიტანული საინვეტსიციო კომპანია  Meridian capital...


მსგავსი სიახლეები

up