რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?

რა როლი ეკისრებათ მთავრობებს თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში?

access_time2021-04-22 14:51:41

დღეს საქართველოში დაახლოებით 800 000 მწეველია, ჯანდაცვის სისტემა ამ პრობლემასთან გამკლავებას კი მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესებით ცდილობს. ამ სტრატეგიის შედეგად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 2016-2020 წლებში საქართველოში ზრდასრულ მწეველთა რაოდენობა 31%-დან 28.2%-მდე შემცირდა.

 


საქართველოსგან განსხვავებული მიდგომა მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს მოხმარების პრევენციის პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციები უპირატესობას თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკას ანიჭებენ.

 


დიდი ბრიტანეთის მთავრობა ხელს უწყობს მწეველთა მხრიდან, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე გადასვლას. ინგლისის მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის შექმნას თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი საზოგადოება. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს ენიჭება. ზიანის შემცირების პროცესს კი ხელს უწყობს რისკის-პროპორციული საგადასახადო სისტემის იმპლემენტაცია.

 


მაგალითად, 2020 წლის ნოემბრიდან დიდ ბრიტანეთში, თამბაქოს პროდუქტებზე საგადასახადო ვალდებულება თამბაქოს პროდუქტის  საცალო ფასების ინდექსის 2%-ით გაიზარდა და ყოველ 1 000 ტრადიციულ სიგარეტზე მინიმალურმა სააქციზო გადასახადმა £320.90 შეადგინა, გასახურებელ თამბაქოს ერთ კილოგრამზე დაწესებული გადასახადი კი £251.60-ს უტოლდება.

 


“მთავრობამ უნდა განახორციელოს ცვლილებები რეგულაციებში, რათა თითოეულ მწეველს ჰქონდეს ინფორმაცია ტრადიციული სიგარეტების ნაცვლად თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარების უპირატესობებზე”, - განაცხადა  დიდი ბრიტანეთის პარლამენტარმა, გარეტ ჯონსონმა (Gareth Johnson).

 

2021 წლის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მოწევის მაჩვენებელი 13%-მდე შემცირდა.

 

“უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს მოწევისთვის თავის დანებება წარმოადგენს და ეს თითოეული მწეველის მიზანი უნდა იყოს. თუმცა მათთვის, ვინც ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას, არსებობს უკვამლო მოწყობილობები, რომლებიც ტრადიციული სიგარეტის მოხმარების უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს”, - განაცხადა დევიდ ჯონსმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარმა.

 


ექსპერტების აზრით, თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მთავრობებისა და საკანონმდებლო ორგანოების ჩართულობას. მათივე განცხადებით, აუცილებელია, მწეველებს ჰქონდეთ მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე წვდომა, რათა მიიღონ ინფორმირებული  გადაწყვეტილება.

 


საქართველოში თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებსა და ტრადიციულ სიგარეტებზე ერთნაირი სააქციზო გადასახადი მოქმედებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კი თამბაქოს პროდუქტებზე დაწესებულ აკრძალვებსა და შეზღუდვებს უჭერს მხარს. შესაბამისად, არ ითვალისწინებს შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების შესაძლო უპირატესობებს.


დაიწყება თუ არა საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო დიკსუსია რისკის პროპორციული დაბეგვრის სისტემის შესახებ და ევროპული ქვეყნების მაგალითების გათვალისწინება,  ამ ეტაპზე, უცნობია.

 

 

 (R)


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up