რა როლი აქვს ინსპექტირების სამსახურს განათლების სისტემაში

რა როლი აქვს ინსპექტირების სამსახურს განათლების სისტემაში

access_time2019-01-05 16:00:13

არის თუ არა სადამსჯელო ორგანო განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახური, რომელსაც სხვადასხვა მინისტრი პოლიტიკურად არასასურველი ადამიანების დასასჯელად იყენებს - ეს კითხვა გენინსპექციის მუშაობასთან მიმართებით წლებია ისმის.

არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები და მიმდინარე პროცესები, სადაც ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლებული დირექტორები სამინისტროს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

ამის მაგალითია მარიამ რამინაშვილის საქმე. 2018 წლის 30 ოქტომბერს სასამართლომ განათლების სამინისტროს მარიამ რამინაშვილის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაავალა და კომპენსაციის სახით 20 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რამინაშვილი 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი იყო და ის თამარ სანიკიძემ ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა. რამინაშვილი ამბობდა, რომ მოტივი პოლიტიკური იყო.

გახმაურებულ საქმეთა რიცხვშია 116-ე საჯარო სკოლის დირექტორი დიმიტრი მეჭურჭლიშვილის საქმე. მის გათავისუფლებასაც წინ უძღოდა სკოლაში გენერალური ინსპექციის სამსახურის შესვლა. მეჭურჭლიშვილი ამბობდა, რომ ის პოლიტიკური დევნის ობიექტი იყო.

გენინსპექციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ დისკუსია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებული ამბების შემდეგ განახლა.

როგორ მუშაობს ინსპექტირების სამსახური, როგორი ტიპის დარღვევების შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია დირექტორის გათავისუფლება.

არის თუ არა ამ სამსახურის საქმიანობა ერთგვაროვანი ყველა სკოლის მიმართ. რამდენად გამჭირვალე, სამართლიანი და ობიექტურია.

არის თუ არა ინსპექტირების სამსახური სადამსჯელო მექანიზმი?

განათლების მკვლევრის სიმონ ჯანაშიას შეფასებით, ინსპექტირების ინსტრუმენტი ხისტია და ის მხოლოდ კანონთან შესაბამისობაში ამოწმებს სკოლის საქმიანობას.  

ჯანაშია სკოლის მხარდაჭერისა და შეფასების ინსტრუმენტების ნაკლებობაზე საუბრობს.  

განათლების მკვლევარი იხსენებს შემთხვევებს, როცა განათლების სისტემაში სხვადასხვა პრობლემაზე საპასუხოდ სამინისტრომ ინსპექტირების სამსახური გამოიყენა და ასე ეცადა საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ რეაგირებს პრობლემებზე და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს.

მაგალითისთვის ის მინისტრ დიმიტრი შაშკინის დროს 8 დირექტორის გათავისუფლების ფაქტს იხსენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინსპექტირების სამსახურმა დირექტორები დაიბარა და სკოლის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა.


დირექტორების გათავისუფლების მიზეზი კი სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციაში მონაწილეობა იყო.

2010 წელს თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. შაშკინის ამბობდა, რომ დირექტორებმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს და თანამდებობებიც საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვეს.

სიმონ ჯანაშია ინსპექტირების პროცესის პროცედურების ბუნდოვანებაზეც საუბრობს.

ის ამბობს, რომ ბუნდოვანია, ინსპექტირების სამსახურის შემოწმების შემდეგ ვინ და როგორ იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სკოლაში სხვადასხვა ღონისძიების გამოყენების თაობაზე, იქნება ეს გაფრთხილება თუ დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე წარდგინებით მიმართვა.  

 “კონცეპტუალური საკითხია, რა არის მართვის პრინციპი - გამოგიჭერ, როცა მინდა? მაშინ დირექტორები იქცევიან როგორც ქვეშევრდომები და არა როგორც პარტნიორები. პარტნიორები რომ იყვნენ, ეტყოდა - შემეშალა რაღაც და დამეხმარე გამოსწორებაში.

სკოლის დირექტორი არაპარტნიორი დამოკიდებულების გამო ნაკლებად ცდილობს მოიძიოს დამატებითი რესურსები. იცის, რომ რისკი იმისა, რომ შეეშლება - დიდია, ან შეიძლება არც შეეშალოს, მაგრამ უჩივლოს ვინმემ.

ერთია ის, რომ კონკრეტული ადამიანების ინიციატივას კლავენ და მეორე - თვითონ სამინისტრო ხდება ამ სისტემის მძევალი. 

წლების განმავლობაში აუდიტორები, იმის გამო, რომ ეფექტურად ვერ აგროვებენ მონაცემებს, სკოლებში პროცესების სტანდარტიზებას ითხოვენ. მაგალითად, ის, რომ დღეს სტანდარტიზებული ჟურნალი გამოიყენება, ყველა საჯარო სკოლაში თვალსაჩინოა მაგის შედეგი.

ერთი შეხედვით - ვითომ არაფერი. რა მოხდა იყოს ერთი ჟურნალი. მაგრამ იმ პერიოდში, როცა თავისუფლება იყო, ამ სისტემამ განვითარება დაიწყო. გაჩნდა სულ მცირე სამი სხვადასხვა ჟურნალი, რომელსაც მიება პრემიების სისტემა, თუ შეისყიდდი, ჩვენი ტრენინგები უფასო იქნებოდა. აკა მორჩილაძემ ჟურნალისთვის მოთხრობები დაწერა.

თუმცა ამათ თქვეს - განვითარება არ გვაინტერესებს, გვაინტერესებს წესრიგი”, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

მისი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ინსტურმენტების მრავალფეროვნებაა.

“მაგალითად, შეიძლება არსებობდეს განათლების ომბუდსმენის ინსტიტუტი; სამინისტროშიც არსებობდეს ან და სამინისტროს გარეთაც. აი როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, თვითრეგულირების მექანიზმი. რეალურად საზოგადოებრივი საბჭოს ფუნქციებს ჩვენს მოდელში სკოლის სამეურვეო საბჭო ასრულებს. რომელიც რეალურად ვერ ასრულებს ამ ფუნქციას, რადგან სერიოზულად ვერ აღიქვამენ“, - ამბობს სიმონ ჯანაშია.

როგორ მუშაობს ინსპექტირების სამსახური - სამინისტროსგან მიღებული პასუხები

ინსპექტირების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები განათლების სამინისტროს 13 დეკემბერს გავუგზავნეთ. მაშინ, როცა მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებულ მასალაზე ვმუშაობდით.

სტატიაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ვწერდით ისნპექტირებისსამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე.

მასალა ეყრდნობოდა ინსპექტირების დასკვნას, სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს და დირექტორ ია კერზაიას არგუმენტებს აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით. 

ჩვენი კითხვები ინსპექტირების სამსახურის საქმიანობაში სწორედ გადაწყვეტილების მიღების ეტაპს შეეხებოდა. გვაინტერესებდა, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ითვალისწინებენ თუ არა დარღვევის ხასიათს, ასევე - იკვლევენ თუ არა განზრახვას და ზიანს, რომელიც შესაძლოა ამ დარღვევის გამო მიადგა სკოლასა და სახელმწიფოს. ასევე ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა მე-6 საჯარო სკოლას მიღებული სხვა გაფრთხილება სამინისტროსგან.

სამინისტროსგან მიღებული პასუხები

სამინისტროს პასუხის მიხედვით, სკოლას სამინისტროსგან სხვა შენიშვნა მიღებული არ აქვს.

ასევე გვიპასუხეს, რომ ინსპექტირების სამსახური ამოწმებს საჯარო სკოლის სტრუქტურის ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დაცვას და ასევე უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვისუფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მიმართვის საფუძველი კი სკოლის სტრუქტურული ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამინისტროს ინდივიდუალური​ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევა შეიძლება გახდეს.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხორციელდება შესწავლის პროცესში გამოვლენილი დარღვევების ხასიათის, სიმძიმის, თავისებურების, მოცულობის, სიხშირის, გადაცდომის ჩადენის პირობებისა და დირექტორის შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხის სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შეფასება, ურთიერთშეჯერება, ანალიზი და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ ხდება სამინისტროს მიერ შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით მიმართვა”, - ვკითხულობთ სამინისტროს პასუხში.

აქვე აღნიშნულია, რომ მე-6 საჯარო სკოლის შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, ინსპექტირების სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, ეშუამდგომლა მინისტრთან წარდგინებით მიმართვის თაობაზე და, თავის მხრივ, მინისტრმაც მიზანშეწონილად მიიჩნია სსიპ ქალაქ ზუგდიდის No6 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის მიემართა წარდგინებით სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის თაობაზე.

ასევე გვიპასუხეს, რომ აღმოჩენილი დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა მოხდეს როგორც დარღვევების სიმძიმის, სიხშირისა და მოცულობის დადგენა, ასევე მათი მასშტაბებისა და სკოლისათვის მიყენებული ზიანის არსებობის შემოწმებაც.


ლიბერალი

თეგები:
განათლება



უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up